ლამის ეს ცისკარი თავზე ჩამოგვექცეს, ირგვლივ წვიმებია ღმერთო უშენობის, როცა სამყაროში შუღლის მარულაა, (როცა სათუოა ადამიანობაც), დღეებს შეელესნენ ფუჭი იმედები. ირგვლივ მიმოყრილი სულის ცხედრებია, ჩვენ კი ერთმანეთზე ისე დავაბიჯებთ, თითქოს არაფრისგან არ ვართ შექმნილები და ეს არაფერიც ყოფას ამარტივებს. ყოფნაც სათუოა ახლა ამ ქალაქში, ჭამენ ძველ სიყვარულს დროთა დინებები, დავრჩით უსიცოცხლო თიხის თოჯინებად, ერთ დროს გულგამთბარი ადამიანები.