რაღა ვქნა მერე, ფურცლის ლოგინში პოეზიამაც თუ მიიძინა; თუ ცარიელი იარუსები ელიან სიტყვებს, ვით ახალ ამბებს...
რაღა ქნას ლექსმაც, თუკი სიმძიმედ ადევს რითმები, როგორც პროთეზი - - მოვა და მომკლავს ძლივს მიძინებულს; "გაიპარაო" - მერე იტყვიან...
რას იზამთ მერე, თუ იმ ფურცლებში, უბნელეს ღამეს გაიგებთ კვნესას და სანთლის შუქი, ვით პროექტორი, ჩემს სულს კედელზე ამოაჩრდილებს?
"ფუი ეშმაკსო" - იტყვით და ალბათ, პირჯვარს გადიწერთ; სამჯერ კაკუნსაც არ დააყოვნებთ, მაგრამ, ვაი თუ, კარი გააღოს უდროო ქარმა?..
თუ ჩემს სულს, ლოცვაც აღარ ეამა!? - გვიან იქნება, როგორც ეგ ღამე, - მთვარე რომ ფარავს ფერმკრთალ ემალად და აჩრდილები თეთრად ღებავენ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. შემდეგისთვის გავითვალისწინებ )) შემდეგისთვის გავითვალისწინებ ))
9. ელენა <3 :) ანი, თავი დაიზღვიეთ მაინც, ინებ ეგრეა?.. :)
დიდი მადლობა ყველას! ელენა <3 :) ანი, თავი დაიზღვიეთ მაინც, ინებ ეგრეა?.. :)
დიდი მადლობა ყველას!
8. Dებილობა არ იქნება, არ წერს ეს ავტორი დბილობებს, მაგრამ მე ვერ გავიგე ამ ლექსის აზრი... Dებილობა არ იქნება, არ წერს ეს ავტორი დბილობებს, მაგრამ მე ვერ გავიგე ამ ლექსის აზრი...
7. ნწ, დებილობაა ნწ, დებილობაა
6. ნუ გამაიდეალებთ! :) იმედებიც არ გაგიცრუვდებათ... გმადლობთ, ასეთი მოლოდინისთვის! იხარეთ ყველამ! :) ნუ გამაიდეალებთ! :) იმედებიც არ გაგიცრუვდებათ... გმადლობთ, ასეთი მოლოდინისთვის! იხარეთ ყველამ! :)
5. არადა როგორ ველოდი აქ კარგ პოეზიას :) მგონი ცოტა გაერთო ავტორი :) შემდეგზე მოვალ აუცილებლად, ახლა არ ვაფასებ არადა როგორ ველოდი აქ კარგ პოეზიას :) მგონი ცოტა გაერთო ავტორი :) შემდეგზე მოვალ აუცილებლად, ახლა არ ვაფასებ
3. საშინელებათა ჟანრი საშინელებათა ჟანრი
1. ამასწინ წავიკითხე აქ ლექსი, ფურცლის ლოგინზე და ბალიშებზე, აქტუალურია ალბათ, ინსომნიით შეწუხებულ პოეტებში. :) ++ ამასწინ წავიკითხე აქ ლექსი, ფურცლის ლოგინზე და ბალიშებზე, აქტუალურია ალბათ, ინსომნიით შეწუხებულ პოეტებში. :) ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|