 | ავტორი: ფლე-ში ჟანრი: პოეზია 26 სექტემბერი, 2014 |
ელექტროცოცხი კენტად ცეკვავს სამყაროს ზურგზე, მეცნიერება ჩაფრენია რწმენის საყელოს და ფესვიანად ძირში ანჯღრევს ბიბლიურ მორალს, ტექნიკის გონით, უკვე შმორიანს, უმორალოს და ამორალურს, ათასწლეულების კეთილ დიქტატორს, ჩახჩუებულ და ჩაფსმულ ტირანს, მგლებისგან დაგლეჯილი კამეჩის ფაშვივით აქოთებულს, რომელიც ნებით კი არ გადადგა მარადიული საბრძანისიდან, დრომ დაამხო მისი მოჩვენებითი უბიწოება. რკინის კედელზე მილეწილი მინის ბოთლივით თავზე გადაამსხვრია მოგონილი ზნეობა, მზის მესამე სოფლის მდგმურს რომ ედო ოქროს ბორკილად.
მორჩილ-მოშიშთა მეუფეს და, ფარსა და, მეფეს, უჩინ-მაჩინს და, უპიროს და, თან სამპიროვანს, ადამის ხელით ტახტშერყეულს, სინდის-ნამუსის პიედესტალი გამოეცალა, მორალი-მისი, კათედრების მთავარსარდალი, ძვირფას საქონელს რომ ეძახდა მიწიონელი, დაბერდა, დალპა, გაიხრწნა და გარდაიცვალა, წავიდა ისე, როგორც დღემდე ყველა წასული, წასავლეთიდან მოუსავლეთში, წავიდა და თან გაიყოლია ნაზირები და ვეზირები,_ ეთიკების და ესთეტიკების დამპალი ნორმები, ქცევებისა და კოდექსების მყრალი წესები, უნაყოფო და უხარება-სახარება, დოგმატიკა და ჰომილეტიკა. ადამი, დროის ღვიძლი შვილი, ურჩი, უზრდელი, მისივე ნებით მოგონილი ზრდილობის პოზით, ფერფლის ფოთლით და ფიჩხის გვირგვინით, ესწრება ათი მცნების პანაშვიდს. ისეა ახლა პროცესიით დამძიმებული, როგორც ეს მისი ერთგული და მოდური მრევლი, გულში მალულად ფარსი რომ უდევს, გულის გარეთ კი...ყალბი ფიცი და ყალბი ლოცვა.
ვინ დაიჯერებს, რომ ეს მისი მორწმუნე მრევლი, ერთგულია და არ გაიმეტებს, ბრბო ნუ ჰგონია ბლუ და ჰარიფი, ამ პანაშვიდზე სამში- სამი აფერისტია, მან კარგად იცის, მათი ხელიდან გაყიდულია თხასავით და გამეტებული, კი, იცის, მაგრამ არ აღიარებს, არ აღიარებს იმოტომ, რომ აღიარება მისივე ხელით მისი თავის დამარხვას უდრის. ორი ათასი წელიწადია, ხატს მისად შექმნილს, მზისქვეშეთი რომ ჩააბარა, მოძღვრავს ამაოდ, ჩასჩიჩინებს, ანჯღრევს, აფრთხილებს: "არ იპაროო, შვილო ჩემო"...მისი შვილი კი... უფრო ბაცაცობს, უფრო იხვეჭს, უფრო იპარავს... "არ იმრუშოო, შვილო ჩემო"...მისი შვილი კი... უფრო ჩათლახობს, უფრო ბოზობს, სოდომ-გომორობს, რა სიწითლე და რისი სირცხვილი, იმისმა შვილმა პროსტიტუცია შემოსავლიან პროფესიად გამოაცხადა, კაცის კაცთან და ქალის ქალთან დაქორწინება აღიარა და ზარ-ზეიმით დააკანონა. "არა კაც ჰკლაო, შვილო ჩემო"...მისი შვილი კი... ამდენი ომით, ქიშპითა და რევოლუციით, აწყობს და ახდენს გაუგონარ სასაკლაოებს... დაძმარდა მისი შეუვალი ჭეშმარიტება, გუბეში ჩამდგარ წყალივით ლპება, პირველყოფილი ტალახისაგან ამოყორილი მისი ხატის ზნე და ბუნება, როგორც ჯოგი და როგორც ნახირი, საწაღმართოდან მიბალახობს უკუღმართისკენ. დაფუტუროვდა მისი ყველა ქადაგ-მოძღვრება, როგორც მხსნელმა და როგორც მესიამ, ბოღმა და შური ვერ აქცია კეთილშობილად, სამყარო- მისი ღია ციხე და იმპერია, ვერ მოაწყო და ვერ გახადა უბოროტებო, ეს კი არა და, დროის მსვლელობამ, ხორცის ტალახით მოზელილი მისი ადამი, თანდათან უფრო მოყვითალო ლაფად აქცია.
იშლება ნელა ორი სიმართლის- ცისა და მიწის ზღვარდამდები ზღუდე-ტიხარი... მალე შედგება "პრო" და "კონტრას" ჭრელი ქორწილი.
ელექტროცოცხი კენტად ცეკვავს სამყაროს ზურგზე, მეცნიერება ჩაფრენია რწმენის საყელოს და ფესვიანად ძირში ანჯღრევს ბიბლიურ მორალს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. "დროს" .... ყოველთვის , მიკიბ-მოკიბვის გარეშე , პირში მიახლის ხოლმე სიმართლეს...:)
ჭა. თან რა ლამაზად და საინტერესოდ!
+5
"დროს" .... ყოველთვის , მიკიბ-მოკიბვის გარეშე , პირში მიახლის ხოლმე სიმართლეს...:)
ჭა. თან რა ლამაზად და საინტერესოდ!
+5
4. მიყვარს ეს პოეტი...:-* "დროს" .... ყოველთვის , მიკიბ-მოკიბვის გარეშე , პირში მიახლის ხოლმე სიმართლეს...:) 5
მიყვარს ეს პოეტი...:-* "დროს" .... ყოველთვის , მიკიბ-მოკიბვის გარეშე , პირში მიახლის ხოლმე სიმართლეს...:) 5
2. დიახ, დიახ :) დიახ, დიახ :)
1. მახსოვს და მომწონს ეს მეილები, თუ მეხსიერება არ მღალატობს ზოგიერთის ადრესატიც კი... მადლობა და წარმატებები ავტორს მახსოვს და მომწონს ეს მეილები, თუ მეხსიერება არ მღალატობს ზოგიერთის ადრესატიც კი... მადლობა და წარმატებები ავტორს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|