ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კესო
ჟანრი: პოეზია
29 აპრილი, 2008


მე და შენ. იაპონური ჩანახატი

როგორც აგვისტოში წითელი მოცხარი
ელვარებს საყურე,
თითქოსდა აფეთქდა ცისფერ კიმანოზე
ნაქარგი საკურა,
შენ თუ კი ინატრებ, მე, რაღა თქმა უნდა,
მოგართმევ საკესაც
და აღარ გაგიბამ ავყია ცოლივით
ჭორმრავალ საუბარს...

მთვარის ათინათი მაცდურად ლიცლიცებს
გაღებულ სარკმელზე,
ღამეს რახანია შეხსნია საკინძე,
როგორც ოწინარი ჭაში ჩაშვებული
თვალები დახარე
და ღამის უბეში შვეულად ჩაჰკიდე...

და სხვა არაფერი...
უმანკო მზერით და ასკეტის იერით
მე კვლავ წაგიკითხავ ტანკას და ჰაიკუს,
მხოლოდ გამამხელენ სუნამონაპკური ცისფერი კიმანო,
მხურვალე საკე და
წითელი მოცხარის ელვარე საყურე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს