და არაფერი დამაფიქრებს,აღარც სიკვდილი, ალბათ იმიტომ,რომ ფიქრისთვის არ ღირს არავინ გავეხიზნები დედამიწას მთაზე ჭირივით და კესანებთან ვიმეგობრებთ, მე და კარავი. ვიცი ვერავინ გამამტყუნებს.მწირს და დარდიანს, რომ გავურბივარ,ცეცხლნარევი,ფიქრის ფაიტონს, აქ ვარსკვლავები,დედამიწას გულზე აწყვია, და ყველა დილა ვარსკვლავებით უნდა დაიწყოს რომ განსხვავება დაინახო,ცისა და მიწის რომ დედამიწას გაუსწორო თვალი მგოსანის, რადგან სურვილი ქვეყნად ყოფნის აღარსად იწვის და დავთარეშობ მკერდდაბრდღვნილი ირაოსავით. და ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობ,ვეღარც სიცოცხლეს გავურბივარ და,არც სიკვდილი მიწყობს ჩემოდანს და საბოლოოდ,პლაგიატი როცა მიწოდეს ნებით გადმოვხტი თვითნაკეთი ატმოსფეროდან. და არაფერი დამაფიქრებს,აღარც სიკვდილი, ალბათ იმიტომ,რომ ფიქრისთვის არ ღირს დროება გავეხიზნები დედამიწას ცაზე ჭირივით და თვით უფალთან ვიმეგობრებთ,მე და პოეტი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|