მე ჩემს სულს ვხატავ, ფუნჯად მიჭირავს ჩემივე სკალპი, ვალბობ სიმშვიდეს, და ტკივილებს ვაზავებ...
მე არ ვარ... შიში მძიმე ნაბიჯით დადის და ყველა ნაკვთსა და სხეულის ყველა ნაწილში სიყვარულს მაცლის, სამაგიეროდ მავსებს შიშველი შიშით,
ღუაწლი, მე რომ მგონია გარეთ არის და მგელივით მიღრენს, თურმე შუა ტაძარში დახვეულა, თავი აუმართავს და გამაფრთხილებლად სისინებს
ვიცი მე? მე რამე ვიცი? ვეკითხები სისხლმისხმულ სარკეს, ვერაფერს ვარკვევ და ისევ ვიძინებ ფეკალურ წუმპეში, რომელიც ოქროს ჯაკუზში ასხია
ნაზსურნელოვან სიზმრებში მხვდება მწვანე ტყე, რომელშიც თეთრი ფუტკრები დაფრინავენ, და ასფერა არსებები ცხოვრობენ, მოკლე ცხვირებით, გრძელი თვალებითა და ყურებით ტყეში ნახევრადდანგრეული ტაძარი მხვდება, ქვების გროვები ფესვებზე კიდია და მიწისკენ დახრილა ძირს ვიყურები მიწა ნაცნობსა და გამოცდილს არ ჰგავს, გამჭვირვალეა და მცენარეებით დაფარული, აქა–იქ სადაც ღეროებსა და ფოთლებს ვაცლი სხივები ამოდის და...
კარზე ზარია, ვდგები ჯაკუზიდან, ვაღებ.. ღვთის გულისთვის ხომ ვერ დამეხმარებით?! მიყურებს საცოდავი მზერით, მაკვირდება და ეზოს ბღავილით ტოვებს თავს ვიქნევ აქეთ–იქეთ.
ჩემს სასახლეში ხატები არაა არც წმინდანების არც დემონების, აქ მხოლოდ სარკეებია და ყოველ სარკეზე სურათია გაკრული ღიმილიანი ოჯახისა რომელიც ათი ადამიანისგან შედგება
კიბეზე ავდივარ, სადღაც აქ თენდება და მზე იწვერება
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მე ვერ მოვიწონე. . მე ვერ მოვიწონე. .
1. ავტორი: ენმესაგშარრი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
14 დეკემბერი, 2014
ავტორი: ენმესაგშარრი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
14 დეკემბერი, 2014
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|