ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვეძებ საკუთარ თავს
ჟანრი: პროზა
30 სექტემბერი, 2014


მთავარია N1 (მესამე ნაწილი)

ცნობისმოყვარეობამ აიძულა N68 უფრო ახლოს მისულიყო სცენასთან სადაც დაუჯერებელი ამბები ხდებოდა.  და როგორც ხდება ხოლმე გადამწყვეტ მომენტში არ გაუმართლა რაღაცას ფეხი დააბიჯა, ტკაცანის ხმა მეხივით გავარდა გამოქვაბულში. მხეცმა ყურები ცქვიტა. N1 ფეხზე წამოხტა და ირგვლივ წყვდიადს თვალი მოავლო. ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი რომ ეს ხმა რამე ცხოველმა გამოიწვია და არა ადამიანმა. მაგრამ იმედები გაუცრუა თვითონ სამოცდამერვეს უგუნურმა ვაჟკაცობამ. ის გამოვიდა სამალავიდან და რა დიდ სიხარულს გრძნობდა იმის გამო რომ ამდენი ხნის შემდეგ შეეძლო პირში მიეხალა ყველაფერი პირველისთვის რასაც გრძნობდა, მერე თუდაც ისიც მხეცს შეეჭამა აღარ ანაღვლებდა.

კლდის სულები არ არსებობენ ხომ ასეა მოხუცო?
გაეხმაურა შორიდან და მისკენ უშიშრად გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი. ცეცხლის სინათლე და შიში ერთმანეთს ართმევდნენ ადგილს N1- ის სახეზე. სამოცდამერვემ როგორც ბრძოლაში გამარჯვებულმა თავისი გესლიანი მზერა ესროლა მოწინააღმდეგეს.
- არ მეშინია არც მაგ ლეკვის არც შენი, არც კლდის სულების. ისინი ხომ არ არსებობენ. დამიბრუნე ჩემი ცოლი და შვილი ისინი ხომ კლდის სულებთან წაიყვანე... -და უცებ სამოცდამერვეს გონებაში მოხდა ისეთი რაღაც რაც მანამდე არასოდეს არ განუცდია, თვითონ მისთვის რომ გეკითხათ ეს იყო რაღაც იმის მსგავსი, თითქოს კლდიდან ლოდი მომწყდარიყო და მისი ახალი ქოხისკენ დაგორებული მთელი ოჯახის ამოხოცვით ემუქრებოდა, დიახ ოჯახი. ის მიხვდა რომ იგივე ბედი ეწია მის ცოლს და შვილს რაც იმ პატარას. მიხვდა ყველაფერს მაგრამ წამში გონება დაებინდა, საშინელი შურისძიების სურვილმა მხედველობი შეუზღუდა და რასაც ხედავდა იმას ჩაავლო ხელი.
გაუცნობიერებლად მან მოხუცს თავში რაღაც ძვალი ჩაარტყა, ღონემიხდილი N1 დაეცა მისი ლეკვი კი უცნაურად აწრიალდა. საღ გონებაზე მყოფი სამოცდამერვე ამას არ გააკეთებდა, არასოდეს გასჩენია სურვილი ვინმეესთვის რამე დაეშავებინა. უფრო მეტიც, ბევრჯერ უხსნია სიკვდილისგან ზამთარში გათოშილი ფრინველები. მათი გამოცოცხლება და გაშვება ყველაზე დიდი სიამოვნება იყო მისთვის. ახლა კი რაღაცამ შეაღწია მის გონებაში, წამით საღ აზრსა და ქმედებას შორის ბნელი ფარდა ჩამოაფარა.  და ხედავს სამოცდამერვე როგორ კვდება მოხუცი და მასთან ერთად კვდება ძვველი სამოცდამერვე, კვდება პასუხგაუცემელი კითხვები და ეს ყველაფერი წამიერი თავშეუკავებლობის ბრალია. ფიქრობს სამოცდამერვე იქნებ აჯობებდა თვითონ N1-ს დაერტყა მისთვის და ახლა მის ადგილზე თვითონ ყოფილიყო. მას ადრეც ენახა ასე მოფართხალე ადამიანი. კარგად ახსოვდა როცა N121-ს რაღაც ცხოველმა თითქმის მოაჭამამარცხენა ხელი, N1 მოვიდა და თქვა: კლდის სულებთან უდა წავიყვანო ახლავეო ისინი მას ხელს გაუმრთელებენო. და რა უნდა ექნა სამოცდამერვეს სად წაეყვანა პირველი? ან დანარჩენები სად წავიდნენ? მისი ცოლი შვილი ნაცნობები. აქამდე იცოდა რომ კლდის სულებმა წაიყვანეს მაგრამ ისინი თუ არ არსებობენ ვინ წაიყვანა.

იქნებ ისინი ამ მხეცში ცხოვრობენ? როგორ უნდა იხსნას მისგან ცოლი და შვილი. უყურებს და ხედავ რომ შეუძლებელია ამდეენი აადამიანი ცხოვრობდეს ამ არსებაში. გამოდის ისინი გაქრნენ. სად წავიდნენ სად? კითხულობდა სამოცდამერვე და გამოქვაბულში უმწეოდ აცეცებდა თვალებს. მოხუცმა ამოიგმინა: „მოკვდნენ“
- რას გულისხმობ მოხუცო? დაბნებული ეკითხებოდა N68
- სიკვდილი ეს ისაა რაც მე სამოთხეში არ შემოვუშვი. მე გიცავდიტ თქვენ მისგან. ყველა ბედნიერები იყავით, თუმცა ბოლომდე ვერ შევძელი წესრიგის შენარჩუნება. ყველა მეფე მარცხდება ვისაც მემკვიდრე არ ყავს.
- სად არიან კლდის სულები? სად არის ჩემი ცოლი?

N1-მა ტვალები ისე დაახამხამა თითქოს წამწამების ნაცვლად ლოდები აქვსო, ამოიგმინა და ენით აღუწერელი იმედგაცრუება სახეზე შეეყინა. N68იდგა და ფიქრობდა რა გაეკეთებინდა, მოკვდა მოხუცი და მოკვდა ყველანაირი იმედი სიმართლის გაგებისა, მის თავში უზარმაზარმა წყვდიადმა დაიდო ადგილი. ასე დაბორიალობდა რამდენიმე ხანს გამოქვაბულში , სანამ საბრალო ლეკვის წკმუტუნმა არ  გამოაფხიზლა.

ძალა მოიკრიბა და გონების წყვდიადში გაფანტულ რამდენიმე ნათელ აზრს თავი მოუყარა, გამოდის კლდის სულები არ არსებობენ და თუ ისინი არ არსებობენ ესეიგი მთელი სამოთხის მოსახლეობა რომელიც N1 მა კლდის სულებთან წაიყვანა სინამდვილეში სულაც არ წაუყვანია კლდის სულებთან. აქ სამოცდამერვე ჩაფიქრდა ფაქტები ერთმანეთს დაუკავშირა და თავის გონებაში მოფანტულ აზრებში თეთრ ზაფს გაჰყვა, მოხუცს ხალხი აქ მოჰყავდა ამას ყველა ხედავდა მაგრამ ისინი აქ არ არიან, ისინი გაქრნენ. მაგრამ როგორ? შეხედა უსიცოცხლო მოხუცის სხეულს და მოაგონდა ტყეში ნაპოვნი სისხლიანი მგელი. ის არ ინძრეოდა, შიში ინტერესმა ძლია და ჯერ კიდევ ყმაწვილი სამოცდამერვე ძალიან მიუახლოვდა ცივ სხეულს, ხელით შეეხო და იმ წამს რაღაც ავისმომასწავებელმა დაუარა ტანში. მგელი ტყეში დატოვა და აფორიაქებულმა პირველივე შემთხვევა ხელიდან არ გაუშვა რომ N1 სთვის ეკითხა თუ რა დაემართა მგელს, მაშინ მას განუმარტეს რომ ასე ემართება ყველა ცოცხალ არსებას თუ ისინი კლდის სულებმა ბედნიერ სამყაროშო არ გადაიყვანეს, და რომ ეს პრივილეგია მხოლოდ ადამიანებს აქვთ.

სამოცდამერვეს თავში ყველაფერი განათდა, როგორც მზის სხივები ეფინება დილით სამოთხის მდელოებს ისე ნათელი გახდა ყველაფერი. საოცარმა სურვილმა შეიპყრო წასულიყო და მთელი სამოთხის მოსახლეობისთვის ეთქვა ის რაც თვითონ გაიგო.
მიატოვა გამოქვაბული და მზის პირველი სხივივით სწრაფად დაეშვა სოფლისკენ, მთელ ხმაზე გაჰყვიროდა და ყველას ეუბნებოდა სიმართლეს, მაგრამ რათქმაუნდა მას არავინ უსმენდა და არავინ უჯერებდა. ხოლო როცა კარგა გვარიანად ჩამობნელდა და მოხუცი არსად გამოჩნდა ინება ხალხმა სამოცდამერვეს მოსმენა თუმცა დაჯერების მხრივ არაფერი შეცვლილა. ძნელია დააჯერო ხალხი რომ მისი ცნობიერების საფუძველი სიყალბეა. ყველაფერი რაც გონებაში გაქვთ ტყუილიაო ამბობდა N68. თუმცა რაღა სამოცდამერვე? სახელი შეიცვალა და ყველასგან მოითხოვდა მისთვის კლდე დაეძახათ. კლდე რომელზედაც დაიმსხვრა N1 ის სიცრუის ტალღები.
მალე მოთოვა იმდენი დრო გავიდა რომ ხალხში ახალმა იდეამ, კლდის სულების არ არსებობის შესახებ ფეხი გაიდგა, ადრე თუ N1 ხალხს საკვებს და სხვა რესურსებს საერთო საცავიდან უნაწილებდა ახლა უკვე ეს საცავი აღარ არსებობდა. ვიღაცამ გამოასუფთავა და სათავისოდ შეინახა. ყველამ საკუთარ თავზე დაიწყო ზრუნვა. საკუთარ სახლებში აგროვებდნენ დოვლათს, ზოგიერთს მუშაობაც აღარ უნდოდა აღარაფერს ვამბობ დილით მუშაობის წინ შეკრებებზე N1-ის აივანთან. ხალხი მიხვდა რომ ზამთარში შიმშილი ელოდა, ამიტომ გადაწყვიტეს კლდის სულებთან ვინმე გაეგზავნათ მოსათათბირებლად. ეს იდეა სიცილად არ ყოფნიდათ ურწმუნოებს. ვერავინნ ბედავდა გამოქვაბულში წასვლას შემდეგ კი მიადგნენ კლდეს და მოითხოვეს ის წასულიყო გამოქვაბულში, წინააღმდეგ შემთხვევაში სამოთხიდან გაძევებით დაემუქრნენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები