 | ავტორი: ირინკა ჟანრი: პოეზია 2 ოქტომბერი, 2014 |
აი, აქ არის პაპაჩემის ნამოსახლარი, ეს ხატიმიწა, ნიშიც, ქვებზე ხავსმოდებული, აეს მთებია, თან რომ დამდევს, როგორც სახადი დამდევს და ვამბობ, ჯერ კიდევ არ დავობლებულვარ... იქ მინდვრებია, გაღმით, სთიბდენ ჩვენი პაპები, ცეცხლთან აკრავდნენ ბებიები ჯვრიან ხმიადებს, ჩვენ ბუერებში ვთამაშობდით, ხმაურს აპობდა ცელის ხმა, მახსოვს, მთას ღიღინიც ახმიანებდა... აეს ბანია, ახლაც ვხედავ როგორ იჩრდილავს, ბებიაჩემი ბანზე თვალებს, გაჰყურებს ფერდობს, „ჩე, საქონელი საძელისთავს ასულა ისავ...“ ამბობს და თავის დაკოჟრილ მუხლს ასვენებს ერდოს... იმ რიყიანზე ილესავდნენ ცხენები ნალებს, ნაოფლ გავაზე მიუშვებდნენ ამღვრეულ არაგვს და შემოდგომის პირზე, თუნდაც ნოემბრის დამლევს, ბურსაჭილს მაინც არ სტოვებდა არც ერთი გვარი...
აი, ეს არის პაპაჩემის ნამოსახლარი, აეს მთებია თან რომ დამდევს, ჩემი სახადი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. დიდი მადლობა ყველას :) დიდი მადლობა ყველას :)
12. უფ, დამიარა.. ძალიან კარგია, ყოჩაღ 55 უფ, დამიარა.. ძალიან კარგია, ყოჩაღ 55
11. უფ, დამიარა.. ძალიან კარგია, ყოჩაღ 55 უფ, დამიარა.. ძალიან კარგია, ყოჩაღ 55
10. : ) ხვალ მივდივარ და მოგიკითხავ ფშავის ფერდობებს : ) კარგი ლექსია.
: ) ხვალ მივდივარ და მოგიკითხავ ფშავის ფერდობებს : ) კარგი ლექსია.
9. მომეწონა, ძალიან შთამბეჭდავი და თბილია. ბრავო! ერთი შენიშვნა მაქვს მარტო სთიბდენ- თიბავდნენ ++ მომეწონა, ძალიან შთამბეჭდავი და თბილია. ბრავო! ერთი შენიშვნა მაქვს მარტო სთიბდენ- თიბავდნენ ++
8. მომეწონა! ხელლისგულზე არ გადმომიშალა ჩემი ბავშვობა ამ ლექსმა?! მომეწონა! ხელლისგულზე არ გადმომიშალა ჩემი ბავშვობა ამ ლექსმა?!
7. რაღა დავამატო? აი, პოეზია! რაღა დავამატო? აი, პოეზია!
6. ირინოლა ირინკა :) ყოველთვის მომწონს ამ თემაზე შენი ნაწერები. ყოველთვის კარგად გადმოსცემ რისი თქმაც გინდა, ადვილი არ არის ეს. როდესაც ხშირად წერ და საუბრობ ამ თემაზე, ნიშნავს იმას რომ ეს საკიტხი გაწუხებს, შენი პრობლემაა და უფრო მეტად მარწმუნებს გულწრფელობაში.
ირინოლა ირინკა :) ყოველთვის მომწონს ამ თემაზე შენი ნაწერები. ყოველთვის კარგად გადმოსცემ რისი თქმაც გინდა, ადვილი არ არის ეს. როდესაც ხშირად წერ და საუბრობ ამ თემაზე, ნიშნავს იმას რომ ეს საკიტხი გაწუხებს, შენი პრობლემაა და უფრო მეტად მარწმუნებს გულწრფელობაში.
4. ჩემი შეფასება: დადებითი.
ჩემთვის ძალიან ახლო თემა და პრობლემა. ჩემი შეფასება: დადებითი.
ჩემთვის ძალიან ახლო თემა და პრობლემა.
2. +2 ძალიან კარგი, დახვეწილი ტკივილიანი და სათქმელიანი ლექსია +2 ძალიან კარგი, დახვეწილი ტკივილიანი და სათქმელიანი ლექსია
1. ნაცნობი ტკივილი... და მშვენიერი შესრულება... ნაცნობი ტკივილი... და მშვენიერი შესრულება...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|