თავი 4 „ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განსძღენ”
გუშინდელი დილა ფილოსოფოსის დღიურის კითხვით დავიწყე, რომელიც სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა ჩემს ჩანთაში. მერე ვეღარ მოვახერხე მეკითხა, გამოგონილ სამყაროში ცხოვრობდა თუ მისი ნააზრევი, უბრალოდ წამის ემოციის შედეგად იყო ფურცელზე გადმოტანილი. დღეს როგორც კი დავიმარტოხელე ვკითხე და ყოველ დილას, პირველი რასაც ვაკეთებ, ვწერ, ვწერ გაუაზრებლად და აი ეგეთი რაღაცეები გამომდის. დილას მექარავნემ ისევ დაგვირიკა საკვები და სასმელი და გვითხრა, საღამომდე გვყოფნოდა. დილა გუშინდელზე ადრე დავიწყეთ, რადგან დღეს უფრო მეტი გზის გავლა უნდა მოგვესწრო. შუადღის სიცხეს თავი სახელდახელოდ გაშლილ კარავში შევაფარეთ. ამ გზაზე ერთი ოაზისიც კი არ შეგვხვდება თურმე.
მზის ჩასვლისას, თითქმის მისულები დანიშნულების ადგილთან, ვითვლით ნაბიჯებს, ვუყურებდით ერთმანეთის ღიმილიან სახეებს. ნაბიჯების დათვლა მექარავნემ გვასწავლა.
დღეს ყველანი რაღაცნაირად სიმღერის ხასიათზე აღმოვჩნდით, ვუზიარებდით ერთმანეთს სიყვარულის სიმღერებს და მხიარულ ამბებს დროის გასაყვანად. „სამოთხის სულები ვარსკვლავებია ცაზე“ ვღიღინებდი ხმამაღლა. „ისინი გვინათებენ და გვიჩვენებენ გზას, სანამ ახალ მზეს შევხვდებიით“ აგრძელენდა მწვანეკაბიანი. „როცა პოეტები მორჩებიან ლექსაობას, ჩვენ გავიგებთ ხმას – ეს იქნება ნიშანი,“ „სამუდამოდ დავიმახსოვროთ ეს წუთები ამ სიმღერის რიტმში“ ფილოსოფოსი და ამბიციური ხმაშეწყობილი რეპავდნენ. „როცა განთიადი მოვა, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ გზას... სიმღერა კი აქაურობას დარჩებაა“ – მექარავნეც აგვყვა. სიზმარი სიმღერასავითაა. ის მიგიძღვის წინ და წინ. არ იცი რატომ ან როგორ, მაგრამ აცნობიერებ, რომ ეს განცდა სამუდამოა. ხვალინდელმა დღემ შეიძლება მოგპაროს სიზმარი, მაგრამ ის სიმღერასავით მუდამ შენთან დარჩება. იმ დღეს ჩემი წილი საკვები დროზე ადრე შევჭამე, მექარავნემ კი გამოგვიცხადა, სანამ საკვებად დავსხდებით, ჯერ ერთ ამბავს მოგიყვებითო. ვისაც გამოუცდია შიმშილი და წყურვილი, ძალიან კარგად ეცოდინება რომ ვეღარაფერზე ფიქრობ, ამ სურვილის დაკმაყოფილების გარდა... აღარც უდაბნო მინდოდა და აღარც ზღაპრები, მაგრამ – ოხ, ეს ვალდებულება, ერთი კი წავიწუწუნე, მაგრამ არავინ ამყვა. მექარავნემ არც შეიმჩნია ჩემი კრუსუნი და დაიწყო. დაიბადება ხოლმე ერთ ადგილას და მთელ ცხოვრებას ოცნებაში ატარებს. იძინებს დროულად და მზის ამოსვლამდე იღვიძებს, ყოველდღე ერთ ადგილას, ვერც კი ახერხებს ოდნავ მარჯვნივ ან მარცხნივ გაღვიძებას. მხოლოდ ტანის მოძრაობა შეუძლია, მსუბუქად და მოხდენილად და თმების აქეთ–იქეთ გაფანტვა. ხშირი სტუმარი ჰყავს პეპელა, მოდის და მის ჩრდილს ეთამაშება ხოლმე, ოცნებებსაც მას უზიარებს. ფერადი და ათასი რომ აქვს. ყოველ დღე თითქოს ახალ ადგილას იბადება და იზრდება, მისი ყვავილები ყველგანაა. თავად მეოცნებე, სხვის ოცნებებსაც ასრულებს. – ჭეშმარიტება ოცნებაშია – ეუბნება ხოლმე პეპელას. პეპელა მისი ერთადერთი მეგობარია, რომელიც იშვიათად და ცოტახნით სტუმრობს. მაგრამ ბაბუაწვერას ეს ცოტახანიც საუკუნე ჰგონია. ერთ ჩვეულებრივ დღეს, ყვავილების ანგელოზი ესტუმრა დედამიწას. მას სურდა ეპოვნა ყვავილი, მინდვრად ან ტყეში, სახლში ან ბაღში, რომელიც ყველაზე სუფთა იქნებოდა, რომლის ფიქრებიც მხოლოდ სიკეთით იქნებოდა სავსე და რომელიც შეძლებდა განუკურნებელი სენით დაავადებული ყვავილების დედოფლის გახალისებას. ანგელოზს ცოტა დრო ჰქონდა, ამიტომ ძალიან ჩქარობდა სასურველი ყვავილის მოძებნას. პირველი ყმაწვილ ტიტას მიადგა, ნარინჯისფერები და წითლები, ამაყად იდგნენ ბაღის შუაგულში. ანგელოზმა ჰკითხა ყმაწვილს: „ სად ისურვებდი ყველაზე ძალიან ცხოვრებას?“ „მე მინდა ვცხოვრობდე ძალიან მაღალ ციხესიმაგრეში, მინის ჭიქაში“ - უპასუხა ტიტამ, -„სადაც ჩემი ფერები გაანათებს ციხის ნაცრისფერ ცხოვრებას. მინდა რომ მხოლოდ პრინცესა მეხებოდეს და მეუბნებოდეს, როგორი ლამაზი ვარ.“ ანგელოზმა სევდიანი თვალებით აქცია ზურგი ამაყ ტიტას და ახლა ვარდს ჰკითხა: „სად გინდა რომ იყო ახლა ყველაზე მეტად?“ „მე მინდა ციხის კედლებზე ავცოცდე, მაგრამ რადგან ძალიან ნაზი და სათუთი ვარ, არ შემიძლია. ამისთვის დახმარება მჭირდება. “ ანგელოზმა მოწყენით დატოვა ვარდი და ჩქარი ნაბიჯებით გაუყვა გზას, სანამ ტყეში იას არ გადაეყარა. „სად გინდა მთელი სიცოცხლის გატარება?“ „აქ, ტყეში, სადაც ყველასგან დამალული ვარ, მორცხვად უპასუხა იამ, ნამი ფეხებს მისველებს, და ხეები მზისგან იფარავენ ჩემს ლამაზ ფერს“. უთქმელად გაეცალა ანგელოზი იასაც. იმედი დაჰკარგა და წასვლას აპირებდა, ბალახებში ბაბუაწვერა რომ შეამჩნია. „სად გინდა ყველაზე მეტად რომ ცხოვრობდე?“ მასაც იგივე ჰკითხა და მოწყენილი თვალები შეანათა. „ოჰ, - ამოიკვნესა ბაბუაწვერამ,- მე მინდა ვცხოვრობდე ყველგან, სადაც კი ბედნიერმა ბავშვებმა შეიძლება მნახონ, როდესაც მირბიან სკოლისკენ, ან როდესაც ეზოში თამაშობენ. მინდა ვცხოვრობდე გზის ნაპირას, ან ბალახებში, ქალაქის ქვიან ბაღებში და ვანიჭებდე ყველას სიხარულს ჩემი მანათობელი ფერებით და ოცნებებს ვუსრულებდე.“ ბედნიერი სახით უყურებდა ანგელოზი, შენ მართლაც შეგძლებია ოცნებების ასრულება. მართლა? - გულწრფელად გაუკვირდა ბაბუაწვერას. - მე განიჭებ ძალას, რადგან შენ ყვითელს ვერ შეედრება მზეც კი, შენს ბუსუსებიან ქოლგას კი ადამიანები ნატვრებს გაატანენ. იცოცხლებ ყველაზე დიდხანს და ადამიანებს ოცნებებში დაეხმარები. შენ შეძლებ გაფრენას ცაში, ცისარტყელებსაც გადაუფრენ და ადამიანების სახეებზე ღიმილსაც დაინახავ.“ ბაბუაწვერა ერთადერთი ყვავილია, რომელმაც ადამიანის ოცნებების შესახებ ყველაფერი იცის. - დაასრულა მექარავნემ. მზე უკვე გადადიოდა. ჰორიზონტზე წითელ ხაზად გაწოლილიყო მისი სხივები. ზღაპარმა თუ ამბავმა ცოტახანს შიმშილი დამავიწყა, თუმცა სანამ ჯერ კიდევ შემეძლო ხელების დანახვა, ცეცხლის გაჩაღებას შევუდექი და იმ დღეს მზარეულობაც თავადვე ვითავე. ამან საშუალება მომცა კიდევ უფრო ახლოს გამეცნო ჩემი გუნდის წევრები, ისინი ვისთან ერთადაც ნახევარი უდაბნო უნდა გამევლო. თურმე მწვანეკაბიანი ძალიან პრეტენზიული მჭამელი ყოფილა და ამ დღემდე არავის გაგვიგია ეს, ამბიციურს კი შეეძლო სამი დღე არაფერი ეჭამა. ფილოსოფოსს ხორცი ჰყვარებია, ნაწნავებიანი გოგონა კი ვეგეტარიანელი ყოფილა. მექარავნე ისე გაქრება ხოლმე ჩვენი ასეთი საუბრების დროს, ვერც კი ვიგებთ. გვგონია რომ ამ დროს ისვენებს. მგონი დღეს იმაზე მეტად დაიღალა, ვიდრე ეგონა და ამიტომაც მოგვიყვა ამბავი ძილის დროზე უფრო ადრე. ჩემი ეს მოსაზრებმა სხვებმაც გაიზიარეს. როგორც ხდება ხოლმე ათასი პასუხი მოვიფიქრეთ, რატომ წავიდა მექარავნე ადრე და არც ერთს არ მოგვსვლია აზრად თავად მექარავნისთვის გვეკითხა. ჩვენმა მოგონილმა პასუხებმა თავადვე დაგვაკმაყოფილა. წარმოგიდგენიათ? ჩვენ ყველა აქ ოცნებამ გაგვაერთიანა. ყველას რაღაც მიზანი გვაქვს ამ მოგზაურობიდან. რატომ მოგვიყვა მექარავნემ ბაბუაწვერას ამბავი? აქ ხომ არც ერთი ბაბუაწვერა არ ხარობს. ალბათ იმიტომ რომ დაგვანახა როგორ უნდა ვიცხოვროთ. ამ ამბავში ბაბუაწვერა ერთადერთი ყვავილია, რომელიც საკუთარ თავზე არ ფიქრობს, არამედ სხვების ბედნიერებაზე. ჰო, თუკი ჩვენც ასე ვიცხოვრებთ და გარშემომოყოფებს გავაბედნიერებთ, მაშინ ჩვენც ხომ ბედნიერები ვიქნებით? ეგრე ცხოვრება ძალიან ძნელია, ჩვენ, ადამიანები ხომ ძალიან ეგოისტი არსებები ვაღტ, მით უფრო დღევანდელ დროში, სადაც შენ თუ არ გადაარჩინე საკუთარი თავი, მოკვდები. სწორედ ეს მიგვანიშნა ალბათ მექარავნემ, თუკი ცვლილებები ჩვენიდან დაიწყება, ის გაგრძელდება და ეს ჯაჭვი უფრო და უფრო მეტი რგოლისგან შედგება მომავალში. შედეგი ხომ მაშინვე არ მოდის, ამას შეიძლება ბევრი წელიც კი დასჭირდეს. თუკი მე ჩემს შვილს ვასწავლი როგორ იცხოვროს, შენ - შენსას და ჩვენი შვილები იმეგობრებენ, მათი მეგობრებიც ხომ გადაიღებენ მათ კარგ ჩვევებს? ოხ ფილოსოფოსობას ვერ ეშვები შენ - გაეცინა ამბიციურს. ჩვენი საუბარი აღარ გაგრძელებულა. ფილოსოფოსის სიტყვებმა თითქოს ჩაგვაფიქრა, თან უკვე საკმაოდ ციოდა და ძილის დროც მოსულიყო, ავალაგეთ ჩვენი ჭურჭელი, ცეცხლი ჩავაქრეთ და კარვებში შევძვერით. ისე ფილოსოფოსი მართალია. ჩვენში უნდა დაიწყოს ცვლილებებისკენ გზა. - ვუთხარი ნაწნავებიანს, რომელიც ხმას არ იღებდა. ცოტახანს ველოდე უკუპასუხს, მერე მხარი ვიცვალე და ფიქრი მარტომ გავაგრძელე. ამჯერად იმ მოთხრობაზე ვფიქრობდი, ფოტოგრაფს რომ დავპირდი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. რა თქმა უნდა მომეწონა, მშვენიერია სასიამოვნო და სახალისო,
ჩემი ეზოშიც უამრავი ბაბუაწვერაა და ჩემი "ჟუჟა" გემრიელად მირთმევს ბაბუაწვერას ფოთლებს, ხოლო ყვავილები როცა ბუსუსებად გადაიქცევა , შევუბერავ და ოცნებებს მეც ჩავუთქვამ ხოლმე. რა თქმა უნდა მომეწონა, მშვენიერია სასიამოვნო და სახალისო,
ჩემი ეზოშიც უამრავი ბაბუაწვერაა და ჩემი "ჟუჟა" გემრიელად მირთმევს ბაბუაწვერას ფოთლებს, ხოლო ყვავილები როცა ბუსუსებად გადაიქცევა , შევუბერავ და ოცნებებს მეც ჩავუთქვამ ხოლმე.
1. ვისაც გამოუცდია შიმშილი და წყურვილი, ძალიან კარგად ეცოდინება რომ ვეღარაფერზე ფიქრობ, ამ სურვილის დაკმაყოფილების გარდა... აღარც უდაბნო მინდოდა და აღარც ზღაპრები...:)
ბაბუაწვერას ამბავი მომეწონა. 5. ვისაც გამოუცდია შიმშილი და წყურვილი, ძალიან კარგად ეცოდინება რომ ვეღარაფერზე ფიქრობ, ამ სურვილის დაკმაყოფილების გარდა... აღარც უდაბნო მინდოდა და აღარც ზღაპრები...:)
ბაბუაწვერას ამბავი მომეწონა. 5.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|