მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში
* * *
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2014
***
***
დარდმა გზა გაუნათა სიხარულს
და მეორე ნაპირზე გავიდნენ.
***
ქარაფის ჩრდილში
წყაროს წყალს სვამდა
მგალობელი ბულბულივით
თვალდახუჭული…
***
დედა როცა მღერის
მზეში ოქრო უფრო ყვავილობს
და სიჩუმეს თვალები უბრწყინდება.
***
მამის გაცრეცილი ხალათი
დაახურა მძინარე ობლებს
და მკრთალი ბინდიდან
უფრო მშვიდი სუნთქვა მოისმა.
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
2.
ისეთ უსათუთესი განცდები მოაქვს....გეშინია კითხვისას უხეშად არ შეეხო რომელიმეს...:-*
555
ისეთ უსათუთესი განცდები მოაქვს....გეშინია კითხვისას უხეშად არ შეეხო რომელიმეს...:-*
555
ჭა.
2014-10-12 21:54:39
1.
მშვენიერი,როგორც ყოველთვის,5
მშვენიერი,როგორც ყოველთვის,5
სოლე.
2014-10-12 20:04:32
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
05.09.2026 20:22:13