ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: საბავშვო
10 დეკემბერი, 2008


ბ ი ჭ ე ბ ი

თორნიკემ უთხრა ბათირას:
_კოსმოსი საკვირველია,
წამოდი,ერთად გავფრინდეთ,
მთვარეს შევახოთ ხელია.

ზოგჯერ ეს ჩვენი ბათირა
ისეთი სიტყვის მთქმელია,
მოუსმენ, გაგიკვირდება,
იტყვი:"პატარა ბრძენია."
ღიმილით უთხრა თორნიკეს:
არა ვარ ქვეყნის მტერია,
ვისთან წავიდე კოსმოსში,
მთვარეზე რა დამრჩენია?
ვერ ხედავ?_ფშავ-ხევსურეთი
დაობლდა,ცარიელია...

არაფერს ამბობს თორნიკე,
ვაჟია,მართლაც,ოქროსი,
ბინდისფერ კოშკებს გახედა,
სულ დაავიწყდა კოსმოსი.

ფისო ხვთისოს ჩანთაში
-------------------------------
მასწავლებელს ეცინება
და ხმაც უცინისო:
_ჩანთა ასე გაბერილი
რატომა გაქვს,ხვთისო?
ხვთისოს თავი დაუხრია,
იყურება ძირსო...
და გაისმა კლასში ხმები:
_ფისო უზის,ფისო!
აი,გახსნეს ხვთისოს ჩანთა
და იქ,წიგნის ძირსო,
იწვა თვალებმინაბული,
პაწაწინა ფისო.
რა ქნას ხვთისომ...ხუჭუჭა თავს
უფრო დაბლა ხრისო,
მასწავლებლის ჩრდილს უყურებს,
აქსუტუნებს ცხვირსო.
მასწავლებელს ეცინება
და ხმაც უცინისო:
_ცხოველების სიყვარული
კარგი არის,ხვთისო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს