ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა-მუხა
ჟანრი: პოეზია
16 ოქტომბერი, 2014


რეალობა

მიჩქმალულ სევდაში სიცოცხლე გამოჩნდა,
თითქოსდა ღერძინად მოწყდაო სამყარო,
ბელზებელ მე შენთან სათქმელი გამომრჩა,
ვისურვე სულიდან ბოლომდე გავყარო
ცოდვები,რადგანაც ვიპოვნე უფალი...
ცხოვრება -ეს არის წარსულის კადრები,
ზრდილობა ცვიოდა მოწამლულ ბაგიდან,
ბოროტებისგან შეიქმნა ავდრები ,
ვაშლები მოთქვამენ ედემის ბაღიდან.
ვიპოვნე უფალი - სულმა კი იხარა ...
შვილები განშორდნენ დავდომოლ მეზობელს,
ისიც თქვეს ,ვერაფრით ვერ შევძლეთ მოვლაო,
რატომხარ ბოროტი,რა გინდა ბელზებელ !
ტაძარში ბერები,მეჩეთში მოლაო
დარდობენ,რადგანაც დადუმდა სამყარო...
მიჩქმალულ სევდაში სიცოცხლე გამოჩნდა,
თითქოსდა ღერძინად მოწყდაო სამყარო,
ბელზებელ მე შენთან სათქმელი გამომრჩა,
ვისურვე სულიდან ბოლომდე გავყარო
ცოდვები,რადგანაც ვიპოვნე უფალი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს