ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიმფა
ჟანრი: პროზა
10 დეკემბერი, 2008


დარდი ალიონზე


გული არ აქვს ჩემს პატრონს, გული! ამ დილაადრიან რას გამომაგდო სახლიდან. რომ კითხოთ იტყვის გასეირნება უნდოდაო.
აბა მე თქვენ გეკითხებით რომელ საზრიან ძაღლს შეიძლება უნდოდეს გასერინება დილის შვიდ საათზე.
ეს წვიმაც ისევ წამოვიდა. იდექი ახლა და უცადე, როდის გამოასეირნებენ ჯინას. მეც კარგი ვინმე ვარ სადარბაზოში მაინც შევიდე. ადგნენ მერე და აგინონ ჩემს პატრონს, რაში მედარდება?
აი ჩემი პატრონის ქმარიც ჩამოვიდა და შემომიღრინა -გადი ეზიში! ესეც ძაღლია რა!
მერე გარაჟის კარი გამოაღო. მეტრომდე უნდა ჩაიყვანოს მეზობლის ერთი მეტიჩარა გოგო. . . . ბერეტით თავზე გვერდით ჩამიარა, ამ ბერეტში ჯინას გავს. შემომხედა და გამიცინა -Мики  дурак
მე ვარ ახლა კიდევ “დურაკი”? ვუთხარი ან ერთს ან მეორეს რამე?
ეჰ , სიბერისა რა ვთქვი, თორემ რვა წლის წინ ამ ბავშვს გული უსკდებოდა ჩემს დანახვაზე. ზარს დარეკავდა, მერე სახში შერბოდა შიშით მე არ გამოვსულიყავი და ოდნავ გაღებული კარიდან ყვიროდა
-Тетя  Нели  ета  Я
ახლა კი გამივლის, გამომივლის და Мики  дурак  Мики  дурак
მეზობლისა რა მიკვირს, პატრონებსაც აღარ ვუნდივარ. დრო იყო და თავისი ხელით მაჭმევდნენ –რა საყვარელიაო! ახლა კი -ქეციანიაო! და აღარ იციან სად შემტენონ, აივანზე, კარადაში თუ საწოლის ქვეშ! მითუმეტეს თუ სტუმრები მოდიან.
ჩემმა პატრონმაც დაძრა მანქანა და გამონაბოლქვში გამხვია. ძლივს მივათრევ დაღლილ სხეულს. მომტეხა სიბერემ. აბა რა მიკვირს ზედაც რომ არ მიყურებს ჯინა. სიყვარულისა რა ვთქვი თორემ კი მეკუთვნის შვილიშვილად. მერე არ იკითხავთ რა სიარულის მანერა აქვს? დედოფალივით მიაბიჯებს. მთელი ეზოს ძაღლები მას მისჩერებიან. ჩაპაც კი, მთელი ცხოვრება სულელივით რომ ყეფავს, მის დანახვაზე გაისუსება ხოლმე. ჯინაც შეხედავს ხოლმე და კუდს აქიცინებს. ვერ გავიგე ამ სულელმა ჩაპამ რითი მოაწონა თავი.
წკმუტუნი შემომესმა. ქუჩაში გავვარდი. სხვა ვინ უნდა იყოს. კოჭლი, ქეციანი ძაღლი მოაბიჯებს. შიშით იცქირება აქეთ-იქეთ. არა მგონია მასზე უბედური ძაღლი კიდევ დადიოდეს ქვეყნად.
ეჰ, პატრიცია, პატრიცია, ჩემი არ იყოს და კარგი იყავი ახალგაზრდობაში. ყველას გვიყვარდა. ფუმფულა იყო თეთრი, აბრეშუმივით ბეწვი ჰქონდა. ისე, კარგი ოხერი იყო, არავის ეუბნებოდა უარს. იმდენი იხტუნა და იცანცარა მანქანას ჩაუვარდა ბოლოს, ფეხი მოიტეხა, მერე ბეწვიც გასცვივდა, ზედ აღარ შეეხედება, პატრონმაც გამოაგდო. დღე და ღამ დაწანწალებს. მაინ ცარ ეშვებიან ჩვენი უბნის ძაღლები. გამოჩნდება თუ არა მიესევიან და. . . . აბა რა ძაღლობაა საწყალი ინვალიდის გაუპატიურება!
ახლაც მოიპარება და აქეთ იქეთ იცქირება
- პატრიცია! -შევყეფე მე
გაუხარდა ჩემი დანახვა, თამამად მოიწევს სადარბაზოსკენ.
- რაო მიკი? შენც გამოგადეს?
რამ წარე ენა აქვს ამ ქოფაკს. ერთი სული აქვს როდის ჩავვარდები მის დღეში
-არავის არ გამოვუგდივარ- ვპასუხობ და ზურგს ვაქცევ
- ხო კარგი, მოვა ეგ დროც. ჯინას უცდი?
პასუხს არ ვცემ. კაპასდება პატრიცია, საშინლად ეჭვიანია
-ვერ გავიგე რითი მოგხიბლა მაგ გასლიკულმა, თათის მოსაკიდებელი ადგილიც არა აქვს. ბეწვის ნასახი არა აქვს. ნუ ერთი ფეხები აქვს გრძელი.
მეცოდება ჩვენი ეზოს დაბერებული დედოფალი, ისევ ვტრიალდები კისკენ
- შენ მაინც სულ სხვა იყავი პატრიცია! არავინ მყვარებია შენსავით!
ერთი შეჰყეფა სიხარულით.
- ჭამე ამ დილით რამე?
მიხვდი ალბათ ძალიან შიოდა, თორემ რაში დააინტერესებდა ჩემი კუჭი სავსეა თუ არა.
- წამოდი ჩემს პატრონთან!
გაეღიმა
-შენ ხომ გულზე ეხატები და ჩემი დანახვისას სულ მთლად გადაირევა სიხარულით
მე კიბეს ავუყევი. პატრიცია უხმოდ მომყვა.
კარი პატრონმა გაგვიღო, ხალათი შემოიხვია და დაჟღანული სახით მითხრა
- მერამდენედ უნდა მოათრიო ეს ძაღლი. შემოდი ახლავე სახლში!
მე არ შევდივარ და გაბმულად ვყეფავ.
- ეჰ ნეტავ მეც ასე ვუყვარდე ვალიკოს როცა დავბერდები!  ამოიოხრავს და მიდის. მე ვფიქრობ ვალიკოს ახლაც აღარ უყვარხარ, თან ვერ ხვდები, მაგრამ უკვე ბერდები მეთქი!
მაგრამ ამას არა, სულ სხვა რამეს ვყეფავ -ჯანდაბას ვალიკო, მე მიყვარხარ მეთქი!
ნელი ისევ მოდის ჯამით ხელში და ძირს გვიდებს.
ოხ როგორ ეძგერა პატრიცია, ერთხელ არ შემოუხედავ ჩემთვის.
- სად პოულობ შენნაირ უბედურებს ჰა მიკი?- თავს იქნევს პატრონი - ზაცაში მოხვდები მიკი!
მე ყეფით ვპასუხობ -მკვდარი მკვდარს აეკიდა და ეს მკვდრები ზეცაშიც არ მომასვენებენ მეთქი.
ამასობაში პატრიციამაც მოასუფთავა ჯამი და  ეზოში ჩავედით
-კარგი ქალია ნელი -ამბობს პატრიცია და ტუჩებს ილოკავს
-ხო, არაუშავს!
-კაცები დაუნახავები ხართ!- მიბრაზდება პატრიცია
სადარბაზოს კართან ჩაპა შეგვხვდა. ცხვირი აიბზუკა და გვითხრა
-გამარჯობა ბებრებს!
- შენისთანა ტუტუცს ათს ვაჯობებ- ბრაზდება პატრიცია და ყეფით მისდევს
ჩაპა მირბის და იცინის -ბებრ ძუკნებზე თათს არ ვისვრი!
არც ჩაპას ავდებნებივარ და არც პატრიციას, სწორედ ამ დროს სადარბაზოდან გამხდარი, აწოწილი ბიჭი გამოვიდა. კეპკიდან წვრილი თვალები უჩანდა, სიგარეტი გაერჭო და სიბნელეში მოხაზული კითხვისნიშანივით მოიკლაკნებოდა.
ეს ბიჭი ჯინას პატრონია. რამოდენიმე წამის შემდეგ ისიც გამოკუნტრუშდა. როგორც ყოველთვის კუდს აქიცინებს და კარგ ხასიათზეა. საღამოს შამპუნში დაბანეს და დილით ის აჭამეს, ძვალს რომ გავს და ძვირი ღირს და ბედნიერია აბა რა იქნება.
ჯინა გამოჩნდა თუ არა ეზოს სხვადასხვა კუთხეებიდან გამოცვივდნენ ძაღლები, თუმცა ახლოს მისვლას ვერავინ ბედავს. ეს ჯინამაც იცის და განგებ არავის უცქერს, კუდის ქიცინით მისდევს პატრონს. ბოლოს ჩვენმა ყოჩმა დობერმანმა გაბედა და მიესალმა.
ჯინამ ჩუმი ყეფით გასცა პასუხი და ვგრძნობ თვალებით იმ სულელ ჩაპას ეძებს.
მე ვუცდი იქნებ შემამჩნიოს, მაგრამ რა თქმა უნდ ავერ მამჩნევს.
სამაგიეროდ ვგრძნობ, როგორ მომშტერებია ქუჩის მეორე მხრიდან პატრიცია.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს