ოქტომბერს ახლა ფერწასული დღეები შერჩა დუმდა ზეცა და გააჭენა ქარმა ღრუბლები, ფოთლებმა ხატეს განშორება-ხელის დაქნევა იცოდე ნეტა შემოდგომას როგორ უხდები.
აჰა, დაიწყო მეწყერი და წვიმების თქეში, მე და ხეობა მოგვჩიხა და დაგვტოვა მარტო, მე სასაუბროდ ხავსიანი ხეების მწკრივი, ხეობას ღმერთთან საუბარი ათოვს და ათოვს.
შენ კი წახვედი,არც ამ ლექსებს ჰქონიათ ძალა, გაუცემელი პასუხებით გამივსე სივრცე, ვიტან იმდენად უშენობით გაჟღენთილ დღეებს რომ უშენობაც ჩემია და ძარღვებში გიშვებ. ახლა ვიხსენებ ყველა სიტყვას ჩვენ შორის ნამყოფს, ყველა სიცილი ,ყველა ,ყველა სენტიმენტია, ეს ღამეც სადღაც ერთ საათში მოიკლავს თავს და ლექსებიც ბილიკს გაყვებიან ,მერე იტყვიან, რომ უშენობა გამიჭირდა ახლა ძალიან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. საინტერესოა საინტერესოა
4. გაიხარეთ ,მადლობა გაიხარეთ ,მადლობა
3. ვეთანხმები ანანეს. შეუძლია და დაწერს კიდევაც ;)
5 ვეთანხმები ანანეს. შეუძლია და დაწერს კიდევაც ;)
5
2. დასასრულოი სხვანაირი, მძაფრი მოუხდებოდა. არის რაღაც პოტენციალი ავტორში, რაც მაფიქრებინებს, რომ უკეთესად წერა შეუძლია. წარმატებები. დასასრულოი სხვანაირი, მძაფრი მოუხდებოდა. არის რაღაც პოტენციალი ავტორში, რაც მაფიქრებინებს, რომ უკეთესად წერა შეუძლია. წარმატებები.
1. საინტერესო ავტორი! ამჯერად +3 საინტერესო ავტორი! ამჯერად +3
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|