| ავტორი: ფე ჟანრი: პროზა 6 ნოემბერი, 2014 |
საახალწლოდ სოფელს ვესტუმრე. იქ ძველით ახალი წლის ტრადიცია ისევ არსებობს .ჩემი დეიდასშვილებიც მახლდნენ თან. თეთრად ქათქათებს არე- მარე. რა სილამაზეა, აღფრთოვანებულები არიან სტუმრები. სახლში დედაჩემი და მამაჩემია. ჩემი ძმა სანადიროდ წასულა. -მაგარი მონადირეა მაგი- ამბობს მამაჩემი. ჭიშკრებზე რო ალუმინის მტრედებია, იმას ვერ მოარტყა ტყვია. გუშინ ადგენდნენ გეგმას,- ალეკომ უთხრა ათ საათზე გამოგივლი, თერთმტზე ტყეში ვიქნებით და თორმეტზე შველი გამოვაო.-თან იცინის კვდება სიცილით. -ძაღლი მაინც არ წაეყვანა,- ჯავრობს დედაჩემი. -გზა რომ ვერ გამოიგნოს?, რო დაიკარგონ? -ქნას აქეთ პირი, რა დაკარგავს.- აიმედებს მამაჩემი. ამასობაში კუსაც მოვიდა. გათოშილი აწითლებული. შემცივდა და წამოვედიო.საცოდავი ძაღლი მუხლს ვერ მართავს.( გმირი მონადირე) . ყველას აინტერესებს ამბები. - -შველი არ იყო, არაფერი არ იყო. ერთი ბუ ვნახეთ , ალეკომ მოვკლათო, ზვიადიმ თქვა, ბუ რა ჯანდაბად გვინდაო. დათვის ბუნაგში შესვლა ვერ გავბედეთო.- მალე მთავარი მონადირეებიც დაბრუნდნენ ცარიელები. -ალბათ შველს საქმეები გამოუჩნდა და ვერ გამოვიდა თორმეტ საათზე, აწი წინასწარ შეუთანხმდით და მოიცლის თქვენთვისო.- დაარიგა მამაჩემმა. გარეთ კი მხიარული ფანტელები ფარფატებდნენ და სიცილს აყრიდნენ მუცლით მონადირეებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|