ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სინა
ჟანრი: პროზა
27 ოქტომბერი, 2014


არასდროს იცეკვო მონის ღიმილივით!

მინდოდა გამომძვრალიყავი ტყავიდან და გარდავსხვაფერებულიყავი
გავმხდარიყავი მკაცრი და გლუვი.
მაგრამ პოეზია მიტევს ისევ
და გულის შეტევამდე აღარაფერი მაკლია
ხაზებს აკლდება თავდაჯერებულობა და მაინც ტეხილდება უწყვეტად აშკარა ვარიაციებით.
მუზასთან შეჯახება და შერყევა ტვინის...
ბრუნვით აღარ ვივლი თორემ სამყაროს სიჩქარეს გავუსწარი და სადღაც ღრმა დეკოლტესავით უფსკრულმა ხახა დააღო.
არასდროს იცეკვო მონის ღიმილივით და პირქვე დაწექი.
ღიმილის მიღმა სულს ნუ ებრძვი, თორემ თვალები დაგისივდა და სიღრმეებიდან დემონი გეძახის.
მიკარგულ სოფელში ბალახი ყვავის და ყვავილობას ლამობს
ცოტა სითბო მასაც ჭირდება, თორემ მწერიჭამიად გადაიქცევა.
არასდროს მიენდო თამამად ღრმა აზრებს თორემ მუჭა-მუჭა შემოგაკლდება სიცოცხლე.
ნუგეშამდე შეყვარებას ეტრფი და უნუგეშოდ იმზირები ბოლოს.
კვალს ნუ დატოვებ მუქი კონტურით, თორემ ფერმკრთალი სიღრმეს წრედები არა აქვს და წნევა დაეცა მუხლებში.
დიაფრაგმა ავსახე დიაგრამით და შედეგს ვერ დავეწიე.
მზერამ გაასწრო გულის ძგერას და დავიბენი.
სადღაც მიწის წიაღში თესლმა იფეთქა და აკვირტდა, თუმცა ზოგიერთ ნაშობს ქარი წაიღებს სხვაგან და გადაიკარგება უკუნისამდე.
შორეულ მოჩვენებას ვხედავ და ახლოს ვგრძნობ მას.
თუ გადარჩენას ლამობდი, რაღატომ გასცდი საზღვრებს?!
უსასრულო უსასოებაში დატოვე ნეტარი სურნელი მოგონებების და ახლა ჩვილივით ვიწყებ ფეხადგმას.
ენასაც ვეღარ ვფლობ უწინდებურად და არც კუნთები მაქვს ისე ძლიერი რომ ამაყად ვიდგე დედამიწაზე.
ცამდე ორი ნაბიჯია, თუმცა სამიც გადავდგი უკვე, მაინც ვერ მივაგენი ჩემს წერტილს.
მყისიერი აფეთქება ატომური ბომბის და სიხარული გაცამტვერებულა. მტვრის შვილები კეთილ შვილებს ფარავს და მარხავს საბოლოოდ. მარადიულ უფსკრულში ამწყვდევს!
რუხი ფერები მაწვება აზრებად და გაღიმებას ვლამობ, მაგრამ ცრემლიანი კლოუნი დგას სარკის წინ მხოლოდ.
გრიმის მოშორებას ლამობს , მაგრამ უფრო ერწყმის გრიმის ფერები და სახეს კარგავს.
შთამომავლობას ნუ დამიშინებთ თორე მიწიდან მოვდივართ და არ გვაპატიებს დანაშაულს.
ღამე დადგა და ვკრთები მალიმალ.
სიტყვაძვირი სიყვარულით ნაშობი საშოდან მესმის ყრუ ხმა მომავლის იმედის და ბნელში გადაკარგვა.
ღრმა ბავშვობის უხსოვარი წლები.
ხახადაღებული შიმშილი იმალება წყურვილის მიღმა და სიხარულის ცრემლს ძლევს ლოცვის სტიქიაში მყოფი მადლმიღებული ქალის ნაზი ბაგე.
ბუნდოვანი ჩანაფიქრის მარტივი აზრის ხორცშესხმა სისხამ დილით და აფერმკრთალებს საღამოს ბუნდოვანებას.
ვიოლინოს სიმი წყდება სადღაც გულის სიღრმეში და სიგიჟის შემოტევასავით აგონია შეპყრობილი უცრემლო თვალებით იყურება სარკის კუთხიდან.
მჭახე სიტყვების კორიანტელში თავბრუ მესხმის და ნაჩურჩულევი ფიქრის ფერთა სპექტრიდან სიტყვებს ვარჩევ, აზრის ჩაწვდომას ხვალისთვის გადავდებ აგონია გადავლილი სამყაროს ხელახალი წარმოშობის მოლოდინში.
სისასტიკის ძვრები ხრავს ჩემს ძვალს და მოგონების ფუღუროში შაშვის კვნესა ფერმკრთალდება როიალთან მჯდომი მოსწავლის ყრუ ნოტის ჰაერში პირველი გაჟღერებასავით, სადამდეც ორი ნაბიჯი და რამდენიმე ჯანსაღი ცხოვრების ტკივილიანი წვეთი გროვდება.
თუ არ შევჩერდები მოსახვევთან დემონების სამფლობელოს გავლა მომიწევს და შეიძლება ვერ გადავრჩე, მაგრამ ცხოვრების საფრთხეში ჩაგდება ცხოვრების ნაწილია და უნდა იბრძოლო ღირსეული დასასრულისათვის.
თავგანწირვას ვისურვებდი დიადი მიზნისთვის და არც ტყუილად მოვიდოდი, მაგრამ, ნებისყოფა მღალატობს და ცრუ განგაშს ვყვები წრფელი გულით და არც თუ ნათელი გონებით. სადღაც მომისროლა ცივმა დინებამ და ჩრდილოეთის ნათება გამიკრთა სულში.
რეინკარნირებული გზააბნეულივით ვაწყდები კედელს და კარი ვერ მიპოვნია, თაღებს მოვხატავდი ნაზი ფერებით და ნაზი ალერსით მოგეფერები მარტივი რითმით თავმომწონედ განაბული.
სილამაზის უწყვეტი ხაზი დამიშვრა და სიკეთის სიმსუბუქეს მინდა განვიცდიდე, მაგრამ ხელი მეშლება სხვათა და ჩემ გამო. თუმცა არ ვაპირებ დანებებას. ღრუბლიდან გამოვიხედავ და ცისარტყელაც არ დააყოვნებს.
ძაფს ვერ ვუპოვე ბოლო და საწყისამდე როგორღა მივალ. ცხოვრებას ნაზად ამოვაგვირისტებდი და ლოგიკური ფინალის ალოგიკურ სივრცეში წერტილს დავსვამდი, მაგრამ ჯერ მხოლოდ მძიმეებით დავდივარ მძიმედ და თოლიის ფრთების ტყლაშანს შორის დავეძებ პაუზით პოეზიის მარცვლებს საკენკად.
დიდბუნდოვან დილას რთული აკორდი გადამხდა თავს და თავგადასავალ გამოვლილს მკრთალი მოგონების ნაშთებს ვისრუტავ სრულებით. მეხსიერების ალღო და შინაგანი ემოცია ამერია და ჩავიძირე.
ფიტული არ მინდა დავრჩე. ავსებას ვლამობდი და ვგრძნობ, რომ განვიცდი სასაცილო რეალობის მწარე მარწუხებს.
არ მინდა მარტო დავრჩე და გთხოვო მზაობა, როდესაც ისედაც მზად ხარ უკვე.
სიცივეს შავი მელნის ფერებში ვხატავ და სადღაც შუაში ვარ მესამე სამყაროში გაჭედილი  3D ფიგურასავით და პლაზმური სუნი მცემს ამაოებას.
რისთვის დავხარჯო ნაბოძები უნარი თუ ნიჭად ვერ ვაქცევ.
გამომაღვიძე თორემ ღრმად ვარ და დღის სინათლის შიში მაწუხებს.
არადა უიმედო დილას გავდა და შემოქმედებითს გადასცა ლახვარი მკერდის ჭუჭრუტანიდან სანამდეც გადასცდა ჰორიზონტს. ზღვისფერი თვალებით გიმზერ ვარდისფერი ჩარჩოდან და მზის ჩასვლამდე ველი განთიადს, მაგრამ ფერებიც მჭახეა და ელავს ქუხილიც სიღრმიდან, კარებსაც ცხვირწინ მიკეტეს. ჭკუაც მეკეტება შენეულ ცისკარზე და რითმამორეულ წუხილზე.
მაგრამ კედლები ამართულა და ჩამოთლა გვიანია მანძილის შესამცირებლად. სადღაც შორს ინათა ალბათ და 2 საათში დაგეწევა ჩემი დღის სხივიც თუ არ გარდატყდა პრიზმაში და ალიაქოთი დააყენა.
იმისთვის ვცდილობ, რომ არ დაგღალო და თვითონ ვიღლები. თუ შეძლებ აღგავო არც შეგეწილები შედეგის თამაშში.
მაგრამ მზადყოფნას ვერ ვამჩნევ ჩემს ძალებს და ისე ვფლანგავ ცხოვრებას, არც ვდარდობ და არ მინდა გული შეგტკიოდეს ჩემი სისულელის უნიჭო ფერებზე.
ნიშანი მჭირდება დასასრულისთვის და არც დავფიქრდები, მაგრამ სიგიჟემ ისევ ჩამავლო ბრჭყალები.
არაფერს დავუშვებ ჩემს მიღმა, გადაწყდეს და ნუ მარიდებ თვალს.
თორემ გუგა გადამეწვა და დაელექტროებულივით ულტრაიისფერ სხივით მაბრმავებს სიმართლეს.
ხმაურმა გამაღვიძა და ანბანის ახლებურ ასოებს ვადგენ დაკარგულ სამოთხეში დასაბრუნებლად.
ღმერთს მივეახლე და გაღიზიანდა ერი, ვეღარ შევნიშნე მტერი და გავაქტიურდი ფურცლის მიჯნამდე.
ცის კიდიდან გამოვეკიდე და მიწასაც ავცდი.
ახლაც იქ ვარ სადღაც შუაში. თითქოს მესამე განზომილებაში ვიბრძვი რწმენის ძალით, მომავლის შესაქმნელად, იმედნარევი ღიმილიანი ნაზი სიმშვიდის მომგვრელი პაწაწა გარინდებული ქანდაკი - მე, ადამიანი.
ინათა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები