აღარაფერი არ გვჭირდება, გარდა ჩვენივე არსებობაში აღმოჩენილ საკუთარ ღმერთის. შენ ხვდები, თამუ, მარტოობას განაჩენი ვერ გამოვუტანე. სიყვარულზე ან რაღა მეთქმის.
აღარაფერი არ გვჭირდება, გარდა ჩვენივე არასახდენი ოცნებების, ხარისხით მეგა. სხვებს რაღა უჭირთ, პოეზიას გადარჩენილებს ასე მარტივად, ვინც ნაბიჯებს ზომავს და გეგმავს.
კართან ზამთარი სიცხიანი ბავშვივით გიზის დადოს ამ თოვლმაც საბოლოოდ, ითოვოს თუ დებს. უმღერის გოგოს შენს ოთახში ბებერი ბითლზი ჩემთან ისევ სხვა გადაუფრენს გუგულის ბუდეს.
ამინდი გზაზე სურვილივით ამჩნევს, არიგებს, წყვილი ღიმილის შესაფარად ვარდისფერ ქოლგებს. ნეტავ წელიწადს კიდევ ერთი, სათადარიგო, ჩვენთვის შექმნილი, სხვანაირი, სეზონი ქონდეს.
მაგრამ არ არის. არც შენა ხარ უკვე წლებია. შენი სიცოცხლე ეს ღამეა, მთვარე და ლექსი. და თუ გაიგებ უბრალოდ რომ იუწყებიან პოეტის სიკვდილს, არც თუ ისე ყვითელი პრესით
თქვი, რომ უყვარდი! რა აზრი აქვს რას იტყვი შემდეგ! განა სულ ერთი აღარ არის როგორ უცემდა პულსი ჩემს მაჯებს? ან უიღბლო ოსტატის შეგირდს რომ როსინანტიც არ მიგავდა სხვების ბუცეფალს.
და სიყვარულიც ფეხმოუცვლელ, ფერუცვლელ ისრიმს გაგონებს, მე რომ ჩემში ვზარდე, მარტომ ვუარე. ხალხმა რა იცის, შენც არ იცი, ძვირფასო, ის რომ შენა ხარ ჩემი ბედის მთელი ავანტიურა.
კართან ზამთარი სიცხიანი ბავშვივით გიზის დადოს ამ თოვლმაც საბოლოოდ, ითოვოს თუ დებს. უმღერის გოგოს შენს ოთახში ბებერი ბითლზი ჩემთან ისევ სხვა გადაუფრენს გუგულის ბუდეს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. კარგი ლექსია კარგი ლექსია
12. ნურავის უსმენ ჯიმა! :) მხეცი ხარ :) (ვხუმრობ) ძაან მაგარი ლექსია ბაკ,ძმა ხარ და წარმატებები :* ნურავის უსმენ ჯიმა! :) მხეცი ხარ :) (ვხუმრობ) ძაან მაგარი ლექსია ბაკ,ძმა ხარ და წარმატებები :*
11. გმადლობთ წაკითხვისთვის... შეიძლება უკეთესიც ყოფილიყო ბითლზის და გუგულის ბუდის გარეშე, მაგრამ ეს ლექსი, მაინც ერთ კონკრეტულ ადამინს ეძღვნება და ამის გარეშე შეიძლება არც გამოსულიყო :))) გმადლობთ წაკითხვისთვის... შეიძლება უკეთესიც ყოფილიყო ბითლზის და გუგულის ბუდის გარეშე, მაგრამ ეს ლექსი, მაინც ერთ კონკრეტულ ადამინს ეძღვნება და ამის გარეშე შეიძლება არც გამოსულიყო :)))
10. მე მომწონს ბუდიან ბითლზიანად :) თუმცა უმაგისოდაც იქნებ უკეთესი ყოფილიყო ბაკურ მე მომწონს ბუდიან ბითლზიანად :) თუმცა უმაგისოდაც იქნებ უკეთესი ყოფილიყო ბაკურ
9. მელოდიურია. რამდენიმე მომენტი მეხელოვნურა, მაგრამ იტანს. გუგულის ბუდის არსი ვერ მივხვდი, არ მოუხდა ნაწერს ჩემია ზრით. არც ბითლზი. და მთვარე და ლექსი ერთად ძალიან, ძალიან ბანალურია. გავაპლიუსე, მომეწონა მაინც. მელოდიურია. რამდენიმე მომენტი მეხელოვნურა, მაგრამ იტანს. გუგულის ბუდის არსი ვერ მივხვდი, არ მოუხდა ნაწერს ჩემია ზრით. არც ბითლზი. და მთვარე და ლექსი ერთად ძალიან, ძალიან ბანალურია. გავაპლიუსე, მომეწონა მაინც.
8. კარგია. ++++ კარგია. ++++
7. და სიყვარულიც ფეხმოუცვლელ, ფერუცვლელ ისრიმს გაგონებს, მე რომ ჩემში ვზარდე, მარტომ ვუარე. ხალხმა რა იცის, შენც არ იცი, ძვირფასო, ის რომ შენა ხარ ჩემი ბედის მთელი ავანტიურა... +5 და სიყვარულიც ფეხმოუცვლელ, ფერუცვლელ ისრიმს გაგონებს, მე რომ ჩემში ვზარდე, მარტომ ვუარე. ხალხმა რა იცის, შენც არ იცი, ძვირფასო, ის რომ შენა ხარ ჩემი ბედის მთელი ავანტიურა... +5
6. მადლობა დრო რომ გამონახეთ წასაკითხად. მადლობა შეფასებისთვის
მადლობა დრო რომ გამონახეთ წასაკითხად. მადლობა შეფასებისთვის
5. ისე , ბითლზის ხსენება და ეგზოტიკურობის შემოტანის ცდდა ხასიათში ვერა..
მეგრელ კაცს არ სჭირდება ბითლზი მუსიკალურობისთვის, ყალბი და მკვდარი ჭიაღუები..
"სიყვარულზე ან რაღა მეთქმის." ეს ამცდრია საერთოდ ისე , ბითლზის ხსენება და ეგზოტიკურობის შემოტანის ცდდა ხასიათში ვერა..
მეგრელ კაცს არ სჭირდება ბითლზი მუსიკალურობისთვის, ყალბი და მკვდარი ჭიაღუები..
"სიყვარულზე ან რაღა მეთქმის." ეს ამცდრია საერთოდ
4. კლიშეებია, შეცდომები 1000.. )))
მაგრამ დადებითი ლექსია , ნერვებს არ მიშლის.. 5 კლიშეებია, შეცდომები 1000.. )))
მაგრამ დადებითი ლექსია , ნერვებს არ მიშლის.. 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|