ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაფარა77
ჟანრი: პოეზია
30 ოქტომბერი, 2014


ფუჭი ყოფილა

ცრემლები ყელში გაჩხერილი ბურთით ჩავახშე,
უემოციო თვალებიდან დავღვრი კაეშანს,
და მერე, როცა მონატრებას შევჭამ ვახშამზე,
თავს აღარ მივცემ უფლებას რომ დარდში ჩაეშვას.
იმ ძველ ტკივილებს მივივიწყებ როგორც წერილებს,
რომლებშიც უწინ სიყვარულს და სევდას ვაქსოვდი,
ამ გულსაც მახრა ისე შეჭამს და თან შეირგებს,
როგორც მიწაში სემონახულ ბოლო კარტოფილს.
ვიცი იმედი მიმაცილებს კუბოს კარამდე,
და მხოლოდ ბოლოს მივხვდები რომ ფუჭი ყოფილა,
მაგრამ, რა ვქნა რომ ვერ დაგიდგი თუნდაც კარავი,
და ვერ შეგამკე სამკაულით საფირონისა...
30.10.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს