ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლარიქს სიბირიკა
ჟანრი: პოეზია
31 ოქტომბერი, 2014


***

უყვარხარ უფალს,ყველა ცოცხალს უყვარხარ მაშინ,
გიყვარდეს ღმერთი,სიყვარული შენია მხოლოდ,
მე ყველა სიტყვას,წარსულიდან საშლელით წავშლი,
რაც სიყვარულის გარეშე ვთქვი,და მხოლოდ ბოლოს....

ვთქვი,რომ მიყვარხარ,და უღმერთო თვალებზე აქრობ
ღიმილს.და სხვათა ირონიით უთუოდ ვკრთები,
მე არაფერი შემიძლია,უბრალოდ ვამბობ,
რომ სიყვარული ღმერთია და უღმერთოდ კვდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები