ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაფარა77
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
2 ნოემბერი, 2014


დრო

                           


  უსაშველოდ გაიჭიმა დრო და ყოველმა საათმა საუკუნე ჩაიტია. ასე იცის ღამემ, ზამთრის ღამემ, ესაა მისი ბნელი მხარე.
  განსაკუთრებით მაშინ იჭიმება დრო, როცა დილას  მოუთმენლად ელოდები,ელოდები, რადგან დილით რაღაცა გაქვს დაგეგმილი.ფიქრობ, -პირველი რას გააკეთებ, რითი გახდი ამ დილას დაუვიწყარს.
  თუ ეს დილა სხვის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, მოლოდინი ნერვიულობანარევია, გაგკრავს ხოლე შიშიცა და ნეგატიური ფიქრიც დროდადრო, მაგრამ თუ მხოლოდ შენზეა და შენს ქმედებებზე, -უფრო ხალისიანი ხარ, უფრო იმედიანი, გგონია რომყველაფერი კარგად იქნება. ეს საკუთარი თავისადმი რწმენაა და ისიც იმედივით ბოლო წუთამდე არ ტოვებს ადამიანს.
  ამასობაში კი ჩვეულებისამებრ მიიზლაზნება დრო და როცა გგონია, რომ საცაა დაგათენდება, ნახავ და საათიც არ გასულა, შენ კი უკვე დაღლილხარ ფიქრში, ბრაზობ და საათს ემდური.
  პარადოქსალურია, მაგრამ ასე იცის დრომ: შეუძლია საუკუნედ გიქციოს ერთი პატარა მოლოდინი, ან წუთში ჩაატიოს მთელი ცხოვრება და თავზე ჩამოგამხოს სამყარო. ჩვენ კი, პატარა ადამიანები, -ვერც ვედავებით, ვერც კი ვეწინააღმდეგებით. მხოლოდერთი რამ შეგვიძლია: -მორჩილება და ლოდინი. ხო, ვზივართ და ველოდებით, როდის მოგვიღებს ბოლოს დრო და როდის ჩაგვანაცვლებს სხვა ადამიანებით.

02.11.2014წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები