ნიას გლიცინიები - - - - - - - -
ცის ვარდებო მხვიარა, ჩემო გლიცინიებო, თქვენქეშ ვდგავარ, ვცახცახებ, მომრევია ციება. -,,ვერ მოგიყვან ცოლადო, ხალხს ვერ გავაცინებო. მერე რა, რომ ჩვენ ერთად გვიტირ-გვიცინიაო, მე - ჯაგლაგი ცხენი ვარ, შენ კი კვიცი, ნიაო!" ცალად ყოფნა ირჩია, განშორებაც ინება. რა გულცივად დამტოვა! აღმა-დაღმა იარა. მარტოობის სიმძიმეს გულში უფეთქია, რა, გადაეხსნა იარა, ,,მიყვარხარ!"- აღიარა. როცა გამომედევნა. მე პირცივად ვთქვი: - არა!
ჩემო გლიცინიებო, ცის ვარდებო მხვიარა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. მადლობა, თამარ, ვიფიქრებ! :) მადლობა, თამარ, ვიფიქრებ! :)
10. ცის ვაზი, (ყურძენს რადგან ჰგავს!) და არა ცის ვარდი! :)
თუ არა და, როგორც გინდა, ნინო... ცის ვაზი, (ყურძენს რადგან ჰგავს!) და არა ცის ვარდი! :)
თუ არა და, როგორც გინდა, ნინო...
9. Dავდე სურატი ილუსტრაციასჰი Dავდე სურატი ილუსტრაციასჰი
8. მადლობა, ჩემო კარგებო, გამოხმაურებისა და საინტერესო მოსაზრებებისათვის. თამარ, გლიცინიებს ცის ვარდებსაც უწოდებენ, მხვიარა- მათი სახეობრივი წოდებაა. აი ლინკი: http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=11&t=1499, ახლა ტექსტსაც გადმოვაკოპირებ, თუ გამომივიდა: ცის-ვაზი, გლიცინია
Rus. глициния L. Wistaria chinensis D. C., Kraunhia floribunda Thnb.
კახური – რუსული იასამანი; გურული – ცის-ვარდი; იმერული – ვენახა-ვარდი; მეგრული – ყურძენიშ ვარდი.
Synonym: იასამანი რუსული, ცის-ვარდი, რუსული იასამანი, ვარდი ცისა, ვენახა-ვარდი
Source: მაყაშვილი, ა. ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. - თბ.: საბჭოთა საქართველო, 1961 (საქმთავარპოლიგრაფგამომც. მე-2 სტ). - 260გვ.; 27სმ.. - ტექსტი პარალ. ქართ., რუს. და ლათ. ენ.. - ბიბლიოგრ: გვ. 8. - 82კ., 10000ც.
ანუ ამ ლექსის პირველი და ბოლო ფრაზა, პრაქტიკულად ბოტანიკური ტერმინებით არის აგებული, მხოლოდ წოდებითში დასმული პირველი პირის კუთვნ. ნაცვალსახელი - ,,ჩემო" ,,მეკუთვნის" მე. მადლობა, ჩემო კარგებო, გამოხმაურებისა და საინტერესო მოსაზრებებისათვის. თამარ, გლიცინიებს ცის ვარდებსაც უწოდებენ, მხვიარა- მათი სახეობრივი წოდებაა. აი ლინკი: http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=11&t=1499, ახლა ტექსტსაც გადმოვაკოპირებ, თუ გამომივიდა: ცის-ვაზი, გლიცინია
Rus. глициния L. Wistaria chinensis D. C., Kraunhia floribunda Thnb.
კახური – რუსული იასამანი; გურული – ცის-ვარდი; იმერული – ვენახა-ვარდი; მეგრული – ყურძენიშ ვარდი.
Synonym: იასამანი რუსული, ცის-ვარდი, რუსული იასამანი, ვარდი ცისა, ვენახა-ვარდი
Source: მაყაშვილი, ა. ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. - თბ.: საბჭოთა საქართველო, 1961 (საქმთავარპოლიგრაფგამომც. მე-2 სტ). - 260გვ.; 27სმ.. - ტექსტი პარალ. ქართ., რუს. და ლათ. ენ.. - ბიბლიოგრ: გვ. 8. - 82კ., 10000ც.
ანუ ამ ლექსის პირველი და ბოლო ფრაზა, პრაქტიკულად ბოტანიკური ტერმინებით არის აგებული, მხოლოდ წოდებითში დასმული პირველი პირის კუთვნ. ნაცვალსახელი - ,,ჩემო" ,,მეკუთვნის" მე.
7. გლიცინიების ფოტოები მინდა, აი იმისი, იასამნისფერი აკაცია რომ ჰქვია... დადეთ რა ვინმემ, გთხოვთ...
გლიცინიების ფოტოები მინდა, აი იმისი, იასამნისფერი აკაცია რომ ჰქვია... დადეთ რა ვინმემ, გთხოვთ...
6. ნინო, ერთი "შენიშვნა" მექნება მხოლოდ: გ ლ ი ც ი ნ ი ა ს , სხვანაირად, ი ა ს ა მ ნ ი ს ფ ე რ ა კ ა ც ი ა ს უწოდებენ და... ვარდები რა შუაში იყო? რა ცის ვარდი და და რა - მიწის... ვარდი - ვარდია და... სულ არ ჰგავს გლიცინია ვარდს... :) ნინო, ერთი "შენიშვნა" მექნება მხოლოდ: გ ლ ი ც ი ნ ი ა ს , სხვანაირად, ი ა ს ა მ ნ ი ს ფ ე რ ა კ ა ც ი ა ს უწოდებენ და... ვარდები რა შუაში იყო? რა ცის ვარდი და და რა - მიწის... ვარდი - ვარდია და... სულ არ ჰგავს გლიცინია ვარდს... :)
5. მადლობა, ჭა, რომ ასე ზედმიწევნით ჩასწვდით ჩემს ჩანაფიქრს. :) მადლობა, ჭა, რომ ასე ზედმიწევნით ჩასწვდით ჩემს ჩანაფიქრს. :)
4. მსუბუქი და სახალისო... მსუბუქი და სახალისო...
3. იმ მკითხველებისთვის, რომელნიც ნაკლებად ან სრულიად არ იცნობენ პოეზიისადმი ნინო დარბაისელის დამოკიდებულების დინამიკას, , ,,ფეისბუქის'' საკუთარი გვერდიდან გადმომაქვს ჩემი ამასწინანდელი სტატუსი,
ჩემი დილაუზმოს ფიქრებიდან - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - . მკერავული ალაფი - - - - - - - - - - - . ეს ალბათ ყველა მთარგმნელს ან მკერავს გამოუცდია, პოეტებს ხომ მით უმეტეს! დაასრულებ მუშაობას და ხელთ მოჭმუჭნული თარგები, დიდი თუ მცირე ფრაზ-ნაკუწები, ღილ-ფურნიტურა გრჩება. მთლად გამოუსადეგარს, თავისი საბლანდავებიანად - ხელს მოუსვამ და მაგიდას გაითავისუფლებ, დანარჩენს - უყურებ, უყურებ და ფიქრობ, იქნებ ერთმანეთთან ან რამესთან შეახამო, რამენაირად გამოიყენო. ახლახანს ჩემი გვერდის ჩანაწერებს ივან ბუნინის ,,მარტოობის" თარგმანი შევმატე. ლექსო დორეულს ჰყვარებია ეგ ლექსი, აქ სტატუსად დაუდია და წუხელ მისთვის სახელდახელოდ გავისარჯე. ეს პატარა კატრენი, რომელიც სინამდვილეში არავის ეძღვნება, თარგმნისას მოძალებულ განწყობათა, თანწყობა-ქვეწყობათა და შეწყობა-ვერშეწყობათა ამგვარი მცირე ,,მკერავული ალაფია":
მეგობარს - - - - - - -
სულ მინდოდა, დაგენახე, გაგეგე, რად მომტირი, შე გულდაწყვეტილო! ფეხქვეშ რახან ფიანდაზად გაგეგე, შენ - გეგონე იატაკის ტილო. "
28 ოქტომბერი 2014
იმ მკითხველებისთვის, რომელნიც ნაკლებად ან სრულიად არ იცნობენ პოეზიისადმი ნინო დარბაისელის დამოკიდებულების დინამიკას, , ,,ფეისბუქის`` საკუთარი გვერდიდან გადმომაქვს ჩემი ამასწინანდელი სტატუსი,
ჩემი დილაუზმოს ფიქრებიდან - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - . მკერავული ალაფი - - - - - - - - - - - . ეს ალბათ ყველა მთარგმნელს ან მკერავს გამოუცდია, პოეტებს ხომ მით უმეტეს! დაასრულებ მუშაობას და ხელთ მოჭმუჭნული თარგები, დიდი თუ მცირე ფრაზ-ნაკუწები, ღილ-ფურნიტურა გრჩება. მთლად გამოუსადეგარს, თავისი საბლანდავებიანად - ხელს მოუსვამ და მაგიდას გაითავისუფლებ, დანარჩენს - უყურებ, უყურებ და ფიქრობ, იქნებ ერთმანეთთან ან რამესთან შეახამო, რამენაირად გამოიყენო. ახლახანს ჩემი გვერდის ჩანაწერებს ივან ბუნინის ,,მარტოობის" თარგმანი შევმატე. ლექსო დორეულს ჰყვარებია ეგ ლექსი, აქ სტატუსად დაუდია და წუხელ მისთვის სახელდახელოდ გავისარჯე. ეს პატარა კატრენი, რომელიც სინამდვილეში არავის ეძღვნება, თარგმნისას მოძალებულ განწყობათა, თანწყობა-ქვეწყობათა და შეწყობა-ვერშეწყობათა ამგვარი მცირე ,,მკერავული ალაფია":
მეგობარს - - - - - - -
სულ მინდოდა, დაგენახე, გაგეგე, რად მომტირი, შე გულდაწყვეტილო! ფეხქვეშ რახან ფიანდაზად გაგეგე, შენ - გეგონე იატაკის ტილო. "
28 ოქტომბერი 2014
2. ყველაფერი ზუსტად გამოიცანით, რენუარ ძვირფასო, გარდა ერთისა, წვით და წვალებით კი არა,გართობით და გასართობად დაწერილი ეტიუდია,, ასეც ეწერა, თავიდან , როცა აქ განვათავსე.. ანა ახმატოვას ბოლო თარგმანიდან მორჩენილი ვერსიფიკაციული მასალითა და განწყობებით ავაწყვე. სერიოზულად ნუ იძაბებით. წაიკითხეთ, გაიღიმეთ და გაიარეთ, როგორც დანარჩენებმა. თქვენი ბრალი ხომ არაა, პოეტური თამაშის ესთეტიკას თუ ვერ სწვდებით. სულაც არაა სავალდებულო. :) ყველაფერი ზუსტად გამოიცანით, რენუარ ძვირფასო, გარდა ერთისა, წვით და წვალებით კი არა,გართობით და გასართობად დაწერილი ეტიუდია,, ასეც ეწერა, თავიდან , როცა აქ განვათავსე.. ანა ახმატოვას ბოლო თარგმანიდან მორჩენილი ვერსიფიკაციული მასალითა და განწყობებით ავაწყვე. სერიოზულად ნუ იძაბებით. წაიკითხეთ, გაიღიმეთ და გაიარეთ, როგორც დანარჩენებმა. თქვენი ბრალი ხომ არაა, პოეტური თამაშის ესთეტიკას თუ ვერ სწვდებით. სულაც არაა სავალდებულო. :)
1. ეს არის გამომუშავებული ლექსი. დაწერილი წვით და წვალებით, ყველა წესის და რიგის დაცვით და გაანგარიშებით, სკულპულოზურად და საგულდაგულოდ. მეცნიერულ-პროფესიონალურად.
მაგრამ რად გინდა? ეს არის გამომუშავებული ლექსი. დაწერილი წვით და წვალებით, ყველა წესის და რიგის დაცვით და გაანგარიშებით, სკულპულოზურად და საგულდაგულოდ. მეცნიერულ-პროფესიონალურად.
მაგრამ რად გინდა?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|