ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოც. დაუცველი
ჟანრი: პოეზია
3 ნოემბერი, 2014


დღეს ცა დამეცა

დღეს ცა დამეცა
მზემ მე მაგინა
და შემეყარა
სევდის ანგინა
ნერწყვი გამიშრა
ფეხები არ მაქვს
გულში სევდა კი
ძღვენივით დამაქვს
ვეძებ ჩემ ღიმილს
ვეძებ სიხარულს
ვერავის ვერ ვცნობ
ან მე ყველა მძულს.
მძულს ყველა სკამი
პრივილეგია
შავფარა ჯიპის
ცრუ ელეგია
შევნატრი იმ დროს
შენ ღიმილს ვსვამდი
ვიბრძვი მე  ვიბრძვი
მაგრამ არ გამდის.
დღეს ცა დამეცა
მზე კი ჩავიდა
უშენოდ ვკვდები
მოდი, კარგი რა... 



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები