ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაფარა77
ჟანრი: პოეზია
9 ნოემბერი, 2014


სათქმელი

                       

როცა სათქმელი გათავდება, თითქოს არ დარჩა,
მაშინ იწყება დუმილი და ფიქრის ცუნამი,
და ბოლოს, როცა დაიქუხებს შუბლთან დამბაჩა,
უცებ დაასკვნი, რომ სათქმელი თურმე სულ არი.

უცებ დაასკვნი, რომ არ თქმულა თურმე აქამდე
იმ შენს გრძნობაზე, სათუთად რომ გულში მალავდი,
რა სიყვარული, -ეს სხვაა და გულის დაფაზე
სულ სხვა სიტყვებით იბეჭდება შენი ამბავი.

ასე გგონია, შენ პირველმა დაიწყე ფიქრი,
ასე გგონია, შენ პირველი ხარ უბედური,
არადა, უკვე ასგზის ნათეს მოსავალს იმკი,
და არც სულ ბოლოს გაგბზარვია უბეში გული.

როცა სათქმელი გათავდება, თითქოს არ დარჩა,
მაშინ იწყება დუმილი და ფიქრის ცუნამი,
იპოვე ძალა, არ გახვრიტოს შუბლი დამბაჩამ,
რადგან სათქმელი, დამიჯერე, -თურმე სულ არი...

9.11.2014წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს