 | ავტორი: მ.ჭ. ჟანრი: პოეზია 13 ნოემბერი, 2014 |
მე ავცეკვდები ამ მთვარის შუქზე, ატლასის კაბით სიბნელეს წავშლი, გამოვაცოცხლებ ნოტებს-ყრუდ მჟღერებს, ღვინისფერ ვარდებს ჩავიქსოვ თმაში. ქალაქი ძილში საბანს მიიკრავს, შენ კი მოგიწევს გამოღვიძება, ძებნას დაუწყებ ცეცხლისფერ გოგოს, გრძნობა ვნებებში გადაიზრდება. როცა ხელებში იგრძნობ ნაზ ქსოვილს, მთვარე ვარსკვლავებს დაუწყებს ქარგვას, რიტმულ ნაბიჯებს გასაქანს მივცემთ, ნოემბრის ღამე მოფანტავს ქარვას. ალისფერ ფოთლებს მოვიბნევთ თავზე... ჩვენს შორის სივრცეს შთანთქავს მესამე, ბაგეებს ფარვით ერთ სუნთქვად აქცევს და ავცკვდებით მე, შენ და ღამე. ჩვენ- სამნი ერთი სხეულის მსგავსად, დანამულ გზებზე ვიცეკვებთ ტანგოს, სამყაროს ჭრელ მატარებლის ბაქანს, ჩამოვაცილებთ ცარიელ ვაგონს. თუნდაც დაიწყოს ფიფქებმა თოვა, და ღამის სახლი თეთრად ააგოს, ჩვენ გავაგრძელებთ ჰანგებზე ცეკვას, ჩვენ კვლავ ვიცეკვებთ ღამესთან ტანგოს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. გავითვალისწინებ :) მადლობა გავითვალისწინებ :) მადლობა
7. კარგია,თუმცა ვეთანხმები ნექტარს,ერთგან მართლაც ირღვევა რიტმი,მაგრამ ამის გამოსწორება ავტორისთვის ვფიქრობ რთული ნამდვილად არ იქნება. +++ კარგია,თუმცა ვეთანხმები ნექტარს,ერთგან მართლაც ირღვევა რიტმი,მაგრამ ამის გამოსწორება ავტორისთვის ვფიქრობ რთული ნამდვილად არ იქნება. +++
6. "ჭრელ მატარებლის ბაქანს, სამყაროს" ? საინტერესოა... დიდი მადლობა :) "ჭრელ მატარებლის ბაქანს, სამყაროს" ? საინტერესოა... დიდი მადლობა :)
5. +. 13/11/14წ. კარგი იქნება თუ სტრიქონში : " სამყაროს ჭრელ მატარებლის ბაქანს"-ში თუ შეუცვლი ადგილებს შემდეგ სიტყვებს და იქნება ასეთი სახით სტრიქონი :-" ჭრელ მატარებლის ბაქანს, სამყაროს." +. 13/11/14წ. კარგი იქნება თუ სტრიქონში : " სამყაროს ჭრელ მატარებლის ბაქანს"-ში თუ შეუცვლი ადგილებს შემდეგ სიტყვებს და იქნება ასეთი სახით სტრიქონი :-" ჭრელ მატარებლის ბაქანს, სამყაროს."
4. +. 13/11/14წ. კარგი იქნება თუ სტრიქონში : " სამყაროს ჭრელ მატარებლის ბაქანს"-ში თუ შეუცვლი ადგილებს შემდეგ სიტყვებს და იქნება ასეთი სახით სტრიქონი :-" ჭრელ მატარებლის ბაქანს, სამყაროს." +. 13/11/14წ. კარგი იქნება თუ სტრიქონში : " სამყაროს ჭრელ მატარებლის ბაქანს"-ში თუ შეუცვლი ადგილებს შემდეგ სიტყვებს და იქნება ასეთი სახით სტრიქონი :-" ჭრელ მატარებლის ბაქანს, სამყაროს."
3. მშვენიერი ლექსია რა მინდა რას გერჩი?) მშვენიერი ლექსია რა მინდა რას გერჩი?)
2. არაუშავს ;) არაუშავს ;)
1. ცუდია...ძალიან ცუდი:) ცუდია...ძალიან ცუდი:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|