ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
11 ნოემბერი, 2014


ალბათ...



დასაბრუნებლად, ვიღაც ალბათ იტოვებს ბილიკს
ანდაც პირიქით,- ბილიკივით გიტოვებს ვიღაც...
თუ ცოტა ხანში ვერ დაბრუნდი დროზე და იმ გზით
უნდა ჩათვალო, რომ იქ სხვადროს, სხვა ადრე მივა.

თუ მოიხედავ ახლა უკან დროს გააქვავებ...
ის, შეგძულდება სხვის ნაცვლად, რომ იმ გზით მოვიდა.
დაკარგავ ყველას ვინც გიყვარდა ვიდრე აქამდე:
მთვარის დისკოდან, ცის ფანჯრიდან და მზისსხივიდან...

ან რა აზრი აქვს ნაჭინჭრალში ბილიკის ძებნას,
რაც იყო-იყო ბედისწერას, შენ ვერ განაგებ!
ხომ შეელიე მაყვლის ბუჩქში, გახლართულ მძევალს-
როცა ეკლებით დაკაწრული ხორცად დააგდე?!

მერე, დაკალი ყასაბივით შენი, მზის ხარიც,
შენი, ზღაპრების მეგობარი შენი, წიქარა...
და დედაბერი აამხედრე ეშვიან ტახზე,
რომ მხოლოდ უკან იყურო და უკვე წინ აღარ..

ვერ დაბრუნდები განა (არა) უბრალოდ ვეღარ...
და ნუ იდარდებ რა მოხდება შემდეგ- ხვალ ან ზეგ.
წინ, წინ იყურე, ოღონდ უკან ნუ მოიხედავ,
ყელგამოჭრილი მზე დაიქცა მთების მწვერვალზე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები