მე "მენიერის სინდრომი" მჭირს, რაც იმას ნიშნავს, რომ უზღვაოდაც, ძალზე ხშირად, ზღვებით ვავადობ. და შენი ტანი - სარწეველა, ხდება გემბანი, ფეხები მხრების სიგანეზე უნდა დააწყო... და მერე როგორც, მეთევზეებს ამოჰყავთ ბადით, ჩვენ მზე ამოგვყავს სხეულიდან - ოქროს ნატურა! სამი რა არის?! ათას ნატვრას გვიხდენს და ცაზე - ჩვენი საწოლის გასწვრივ დაცურავს...