 | ავტორი: ინი ჟანრი: პოეზია 19 ნოემბერი, 2014 |
მაკმიორფ, ვდგავარ შენს წინ და თვალები დახუჭული მაქვს. ინდიელი მართალი იყო, როცა ამბობდა, "თუ თვალები დახუჭული გაქვს სულში ვეღარ ჩაგიძვრებიან." მაკ, მე ძალიან ბევრს ვფიქრობ ბუდეზე, რომელსაც თუ არ ავაშენებთ, რომელშიც თუ არ შევიყუჟებით უნდა გადავუფრინოთ მაინც. როცა მახსენდება შენი უძილო თვალები და შავი ჩრდილები მათ გარშემო, ვფიქრობ, რომ ძალიან გიხდება დაღლა, რომ უფრო მშვიდს და ისეთს გხდის, ხელებში მოქცეულ ჩაის ჭიქას რომ მიაწვდი ფეხებთან ჩამოუჯდები და მუხლებზე მოხვევ ხელებს. ასე იჯდები პლედმოსხმული მის წინ უხმოდ და უყურებ, უყურებ იქამდე, სანამ არ გაუვლის ეს დაღლა, ეს სიმშვიდე და არ გაიხურავს კარს. შენ არ გახსოვს, შენ არ იცი, რომ ერთ დღეს ჩავკეტე ჩვენი საძინებლის კარი, კისერზე მსხვილი თოკი მოვირგე და როცა სკამისთვის უნდა გამეკრა ფეხი გამახსენდა შენი ფერმკრთალი ხელები, უძილო თვალები, მუხლები.. ოთახში გამოვიქეცი და გკითხე: "მაკ, გინდა ფილმს ვუყუროთ?" შენ გამიღიმე. ღმერთო, როგორ უხდება ღიმილი მეთქი გავიფიქრე და მთელი ღამე, თოკის ნაცვლად შენი ხელი, რომ მქონდა შემოხვეული ვგრძნობდი, რომ ვერასდროს გავკრავდი ფეხს სკამს, სანამ ოთახში, ჩვენს ოთახში იქნებოდა შენი მშვიდი, დაღლილი სუნთქვა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. კარგია ძალიან...5 კარგია ძალიან...5
12. პლედმა, ჩაიმ და ა.შ. ჩემი "ითოვოს" გამახსენა. :)) ეს ისე. .. ჰო.. მომეწონა. .. პლედმა, ჩაიმ და ა.შ. ჩემი "ითოვოს" გამახსენა. :)) ეს ისე. .. ჰო.. მომეწონა. ..
11. პლედმა, ჩაიმ და ა.შ. ჩემი "ითოვოს" გამახსენა. :)) ეს ისე. .. ჰო.. მომეწონა. .. პლედმა, ჩაიმ და ა.შ. ჩემი "ითოვოს" გამახსენა. :)) ეს ისე. .. ჰო.. მომეწონა. ..
10. მაკი ჩემი კარგი მეგობარია : ) და არ ღირს ეს ემოციურობებზე და ა.შ. საუბრები. არ მიყვარს სარკაზმი..=) და ვინც იცნობს ადრესატს გასაგები უნდა იყოს ეს ნაწერი ქვე ტექსტების გარეშე. ავტორსაც თუ იცნობთ ხომ საერთოდ.. ) სიკეთე ყველას..
მაკი ჩემი კარგი მეგობარია : ) და არ ღირს ეს ემოციურობებზე და ა.შ. საუბრები. არ მიყვარს სარკაზმი..=) და ვინც იცნობს ადრესატს გასაგები უნდა იყოს ეს ნაწერი ქვე ტექსტების გარეშე. ავტორსაც თუ იცნობთ ხომ საერთოდ.. ) სიკეთე ყველას..
9. ხუთი ქულა დავტოვე და კატიეს დავეთანხმე...
ისე სკამს სხვა დანიშნულება აქვს... თოკსაც... და არც ვინმეზე გადარევა ღირს.. ჯერ თავო და თავოო ნათქვამია. :)
ხუთი ქულა დავტოვე და კატიეს დავეთანხმე...
ისე სკამს სხვა დანიშნულება აქვს... თოკსაც... და არც ვინმეზე გადარევა ღირს.. ჯერ თავო და თავოო ნათქვამია. :)
5. რა ემოციური გამხდარხარ, ბიჭო ხულიგნების ქუჩიდან?..
რა იყო, ასე რამ იმოქმედა გუგულის ბუდემ თუ ლექსმა?
:))))))))))))))))))))))))))
რა ემოციური გამხდარხარ, ბიჭო ხულიგნების ქუჩიდან?..
რა იყო, ასე რამ იმოქმედა გუგულის ბუდემ თუ ლექსმა?
:))))))))))))))))))))))))))
4. მადლობა... მაკ, ) მადლობა... მაკ, )
2. არაჩვეულებრივია :) არაჩვეულებრივია :)
1. ... ბევრი ლაპარაკი არ ჭირდება,არც მადლობები:))
კი გითხარი რა ემოცია იყო:)
:* ... ბევრი ლაპარაკი არ ჭირდება,არც მადლობები:))
კი გითხარი რა ემოცია იყო:)
:*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|