 | ავტორი: გიგო ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 18 იანვარი, 2009 |
არ მინდა დაგტვირთოთ და მოგაწყინოთ თავი, მაგრამ სათქმელი ბლომად დამიგროვდა. შევეცდები უბრალო ვიყო წერისას და განსაკუთრებული მაღალფარდოვნებით არ შემოვიფარგლო, რადგან გასაგები იყოს თქვენთვის ყველაფერი. უკვე 2008 წლის 27 აგვისტოა, ღამის 00:45 წუთი. მომეძალა ვნება სიტყვებისა და მუხტი ასოებისა! სურვილი გაჩნდა თქვენთვის მეამბნა ის მოვლენები რაც ამ თვეს უკავშირდება და ჩემი თავისუფალი, მიუკერძოებული ანალიზი გავამზიურო თქვენი მომავლის აივანზე, რადგან შემდეგ აივნიდან გადახედვისას ნათელი და უშფოთველი მომავლით დატკბეთ. მე შვილებო ვცხოვრობ ისეთ სახლში რომელსაც სამი ავტონომიური აივანი აქვს. თითო აივანზე გასვლისას თითო პრობლემა ექმნებოდა მათ. ისინი რყევას იწყებდა. მეშინოდა გასვლა, მაგრამ დადგება დრო როცა მათი გამყარებით სამუშაოებს წამოვიწყებთ. ჩვენი თაობა თუ ვერ შეძლებს ამას დამიჯერეთ ამას თქვენ დაამთავრებთ, რადგან ასეთია ნება-სურვილი ღვთისა! ერთია ნათელი: - ჩემს სახლს ნათელ მომავლისკენ მომზირალს არც ერთი აივანი არ მინდა ჰქონდეს. არ არის საჭირო! მხოლოდ მთლიანად სახლი უნდა იყოს აივანი და სივრცე, რომელშიც ნაკვალევი მომავლისა წითელი ფერის არ იქნება, არამედ, მხოლოდ ციდან წამოსულ ფერს აირეკლავს. მოდით შვილებო გეტყვით თუ რა როლი უკავია ჩემს სახლს და მასზე მიშენებულ აივნებს. სამივე აივნის არსებობა ჩემს სახლში ვთვლი, რომ დამანგრეველია და უადგილო. კიდეც გამართლდა ეს ჩემი მოსაზრება 2008 წლის 6 აგვისტოდან. დაიწყო სრული რღვევა მისი. მე კი უიარაღომ რა შემიძლია გავაკეთო? მხოლოდ ერთი რამ, საზოგადოებრივი იარაღი მოვიმარჯვო და ფურცლებზე თავისუფალი, მიუკერძოებელი, სუვერენული, ერთიანი, ძლიერი ასოებით კემსვა დავიწყო სიტყვისა სახლი! ამით საკუთარ თავს განაჩენი გამოვუტანე ღმერთისა და სამშობლოს წინაშე. მე ვერ უარვყოფ თქვენს თავისუფლებას და ამასვე ვურჩევ ყველას! თუმცა ვინ ვარ მე, რომ თქვენ მამებსა და შვილებს გირჩიოთ? ერთი უბრალო თქვენთაგანი, რომელიც თქვენსავით აქ ამ ქალაქში დაიბადა და აღიზარდა. შეიძლება გაცილებით ჩემზე უკეთესი გამოსავალი იპოვოთ ან თუნდაც იარაღამდე მიგიწვდეთ ხელი და უკეთ დაიცვათ სამშობლო, მაგრამ ფაქტი ჯიუტია ყველამ ის საქმე უნდა აკეთოს რაც შეუძლია. არ გაძალებთ. მე კი მხოლოდ ასოების კემსვითა და სიტყვათა კაზმულობით შემიძლია დანაგვიანებული სახლი დავასუფთაო ან მას გავაწმენდინო ვინც დამინაგვიანა. დამერწმუნეთ არც ეს გზაა მოფენილი ია-ვარდებით. გასაოცარია ეს ყველაფერი, მაგრამ ერთზე კი ნამდვილად მეტყველებს, აგრესია და ცილისწამებები რუსეთის მხრიდან გაცილებით ადრე დაიწყო. სიმწიფე კი 2008 წლის 6 აგვისტოს დაიწყო. ჩვენს ქალაქს მათი რისხვა 2008 წლის 8 აგვისტოს საღამოს 00:00 წუთზე დაატყდა. ძნელია შვილებო ვილაპარაკოთ იმ დანაკარგებზე ან ჩვენს გმირებზე, რომლებმაც თავი შესწირეს დღევანდელობასა და სამშობლოს სიყვარულს. ვიცი და მჯერა იმისა, რომ თქვენი სიჯიუტეც სამშობლოს დაცვისა! იფეთქებდა თქვენს სულში, მაგრამ წლოვანებას რა ვუთხრა?! თქვენ მხოლოდ სამისა და ერთი წლისანი ხართ. მე? - მე ხო მქონდა წლოვანება? რატომ არ დავდექი სამშობლოს დასაცავად? მიზეზი რა არის? ჩემი ინერტულობა? - არა! ჯერ მე შემიყვარდა ჩემი სახლი და შემდეგ თქვენ გაჩნდით ამ ბუდეში. გაგიყვანეთ ქალაქ გარეთ, სოფელში და ერთ საათში დავბრუნდი ქალაქში, რათა დამეცვა ჩვენი წინაპრის მიერ დანატოვარი სახლი. თუმცა ყველგან ერთნაირი საშიშროება სუფევდა. განსხვავებით 1921 წლისა დღევანდელობაში მსოფლიო დაირაზმა ოკუპანტების წინაშე და დიპლომატიური მსოფლმხედველობით იწყეს ნაბიჯების გადადგმა. ყველაფერ ამას წინ უსწრებდა შიდა პოლიტიკური არეულობები. წოდებული სახელმწიფო გადატრიალების სახელწოდებით, რამაც განაპირობა და ხელი შეუწყო რუსეთის მიზნების განხორციელებას სახელწოდებით „დიდი რუსეთი ისევ კომუნისტია”. მათ ეგონათ, რომ საქართველო ყოველივე შიდა ბატალიების შემდეგ გატყდებოდა და დაისაქსებოდა ქართველების აზრი სხვადასხვა მიმართულებებით. სურდათ დასაყრდენი ადამიანები ეძებნათ, მაგრამ კოვზის ძიებისას ისევ ნაცარს დაუწყეს ქექვა. კიდევ იმედი ჰქონდათ მსოფლიოს ინერტულობისა. ჩვენი პრეზიდენტი კი ამ მოვლენების დროს გახლდათ მიხეილ სააკაშვილი. ჩემებო! განა საკუთარი სახლის აივანზე ექვს ადამიანს დააყენებთ თუ ის ხუთ კაცზეა გათვლილი? რათქმა უნდა არა. ან მეტყვით თუ ის მეექვსე ჩემი მეგობარია, მაშინ, როგორ მოვიქცეთო? გეტყვი – თუ ის შენი მეგობარია დააყენე და მეგობრისთვის თავი გაწირე! საყოველთაოა ჩვენი ტკივილი და გლოვა. ცრემლთა ნაკადულმა მთელს საქართველოში გაკვალა კალაპოტი და მომავალში, მხოლოდ ეგ კალაპოტი დარჩება ამოუვსებელი, როგორც იარა რჩება ადამიანის სხეულსა და სულში. მინდა განვავრცო თემა: გემრიელი ლუკმა, როგორ ფიქრობთ პირველია თუ ბოლო? სმის დაწყებისას პირველი ჭიქა ჭირს თუ სმის დამთავრებისას ბოლო? კითხვები ერთი შეხედვით შეიძლება მარტივად მოგეჩვენოთ, თუმცა პასუხის გასაცემად ყოყმანი მაინც მოგიწევთ. ჩემთვის პირველი კითხვის დასმისას ვუპასუხებდი შემდეგს: - ლუკმა ადამიანის მიერ მზადდება და ის შეიძლება უგემურიც იყოს და გემრიელიც, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს პირველი იქნება თუ ბოლო. ასე, რომ გემრიელი ლუკმა ჩემთვის ყოველთვის გემრიელი იქნება. აი უგემურს კი პირთან ახლოსაც არ გავიკარებდი. ასეთი უგემური ლუკმა გახლავთ რუსეთი ჩემთვის და თქვენთვისაც. ახლა მეორე კითხვაზე გიპასუხებთ: - სმა, ეს პროცესია კარგი, შედეგი კი მრავალფეროვანი. ზოგი ინელებს, ზოგიც ვერა. სანამ ადამიანი სმას დაიწყებს გაცილებით დამაჯერებლად და მოაზროვნედ გამოიყურება, მაგრამ ეს არ აიძულებს სმის დაწყებაზე უარი თქვას, რადგან თვლის, რომ ის ამ თავდაჯერებულობით ბოლო ჭიქამდე მიაღწევს, ხოლო ბოლო ჭიქის დანახვაზე ყველაფერი ერთფეროვანი ხდება და ხვდება, რომ ის სხვისი საპატრონო ხდება. ეს კი დაემართა საქართველოს. საპატრონო კი არ უნდა გახდე არამედ პატივსაცემი ქვეყანა. შენი სმის პროცესი მრავალფეროვნებიდან ერთფეროვნებამდე არ უნდა მიიყვანო, ამიტომაც მირჩევნია აქ პირველი ჭიქა და არა ბოლო. იგივეს გირჩევთ თქვენც.
27.08.2008 წელი
გიორგი გახოკიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
31. ერთია ნათელი: - ჩემს სახლს ნათელ მომავლისკენ მომზირალს არც ერთი აივანი არ მინდა ჰქონდეს. არ არის საჭირო! მხოლოდ მთლიანად სახლი უნდა იყოს აივანი და სივრცე, რომელშიც ნაკვალევი მომავლისა წითელი ფერის არ იქნება, არამედ, მხოლოდ ციდან წამოსულ ფერს აირეკლავს...
მიყვარს მე ეს ფერი ;;) ერთია ნათელი: - ჩემს სახლს ნათელ მომავლისკენ მომზირალს არც ერთი აივანი არ მინდა ჰქონდეს. არ არის საჭირო! მხოლოდ მთლიანად სახლი უნდა იყოს აივანი და სივრცე, რომელშიც ნაკვალევი მომავლისა წითელი ფერის არ იქნება, არამედ, მხოლოდ ციდან წამოსულ ფერს აირეკლავს...
მიყვარს მე ეს ფერი ;;)
30. კითხვები ერთი შეხედვით შეიძლება მარტივად მოგეჩვენოთ, თუმცა პასუხის გასაცემად ყოყმანი მაინც მოგიწევთ. ჩემთვის პირველი კითხვის დასმისას ვუპასუხებდი შემდეგს: - ლუკმა ადამიანის მიერ მზადდება და ის შეიძლება უგემურიც იყოს და გემრიელიც, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს პირველი იქნება თუ ბოლო. ასე, რომ გემრიელი ლუკმა ჩემთვის ყოველთვის გემრიელი იქნება. აი უგემურს კი პირთან ახლოსაც არ გავიკარებდი. ასეთი უგემური ლუკმა გახლავთ რუსეთი ჩემთვის და თქვენთვისაც. ახლა მეორე კითხვაზე გიპასუხებთ: - სმა, ეს პროცესია კარგი, შედეგი კი მრავალფეროვანი. ზოგი ინელებს, ზოგიც ვერა. სანამ ადამიანი სმას დაიწყებს გაცილებით დამაჯერებლად და მოაზროვნედ გამოიყურება, მაგრამ ეს არ აიძულებს სმის დაწყებაზე უარი თქვას, რადგან თვლის, რომ ის ამ თავდაჯერებულობით ბოლო ჭიქამდე მიაღწევს, ხოლო ბოლო ჭიქის დანახვაზე ყველაფერი ერთფეროვანი ხდება და ხვდება, რომ ის სხვისი საპატრონო ხდება. ეს კი დაემართა საქართველოს. საპატრონო კი არ უნდა გახდე არამედ პატივსაცემი ქვეყანა. შენი სმის პროცესი მრავალფეროვნებიდან ერთფეროვნებამდე არ უნდა მიიყვანო, ამიტომაც მირჩევნია აქ პირველი ჭიქა და არა ბოლო. იგივეს გირჩევთ თქვენც. 5. საინტერესოა! კითხვები ერთი შეხედვით შეიძლება მარტივად მოგეჩვენოთ, თუმცა პასუხის გასაცემად ყოყმანი მაინც მოგიწევთ. ჩემთვის პირველი კითხვის დასმისას ვუპასუხებდი შემდეგს: - ლუკმა ადამიანის მიერ მზადდება და ის შეიძლება უგემურიც იყოს და გემრიელიც, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს პირველი იქნება თუ ბოლო. ასე, რომ გემრიელი ლუკმა ჩემთვის ყოველთვის გემრიელი იქნება. აი უგემურს კი პირთან ახლოსაც არ გავიკარებდი. ასეთი უგემური ლუკმა გახლავთ რუსეთი ჩემთვის და თქვენთვისაც. ახლა მეორე კითხვაზე გიპასუხებთ: - სმა, ეს პროცესია კარგი, შედეგი კი მრავალფეროვანი. ზოგი ინელებს, ზოგიც ვერა. სანამ ადამიანი სმას დაიწყებს გაცილებით დამაჯერებლად და მოაზროვნედ გამოიყურება, მაგრამ ეს არ აიძულებს სმის დაწყებაზე უარი თქვას, რადგან თვლის, რომ ის ამ თავდაჯერებულობით ბოლო ჭიქამდე მიაღწევს, ხოლო ბოლო ჭიქის დანახვაზე ყველაფერი ერთფეროვანი ხდება და ხვდება, რომ ის სხვისი საპატრონო ხდება. ეს კი დაემართა საქართველოს. საპატრონო კი არ უნდა გახდე არამედ პატივსაცემი ქვეყანა. შენი სმის პროცესი მრავალფეროვნებიდან ერთფეროვნებამდე არ უნდა მიიყვანო, ამიტომაც მირჩევნია აქ პირველი ჭიქა და არა ბოლო. იგივეს გირჩევთ თქვენც. 5. საინტერესოა!
29. ხოოოოოოოოოოოოო, შვილებმა უნდა გაგვიგონ. მოგოკითხეთ გიგო. ხოოოოოოოოოოოოო, შვილებმა უნდა გაგვიგონ. მოგოკითხეთ გიგო.
28. მაგარია აივანი ჩაასწორე, მაგარია ძმა მაგარია აივანი ჩაასწორე, მაგარია ძმა
27. ღმერთმა გიცოცხლოს ძმა! ღმერთმა გიცოცხლოს ძმა!
26. ძალიან კარგია :) ძალიან კარგია :)
25. ძალიან კარგია! ძალიან კარგია!
24. მაგრია ზალიან მაგრია ზალიან
23. ეს წაკითხული მაქ. კარგია ძალიან!!! ეს წაკითხული მაქ. კარგია ძალიან!!!
21. გიერთდები ნააზრევში5 გიერთდები ნააზრევში5
20. ერთია ნათელი: - ჩემს სახლს ნათელ მომავლისკენ მომზირალს არც ერთი აივანი არ მინდა ჰქონდეს. არ არის საჭირო! მხოლოდ მთლიანად სახლი უნდა იყოს აივანი და სივრცე, რომელშიც ნაკვალევი მომავლისა წითელი ფერის არ იქნება, არამედ, მხოლოდ ციდან წამოსულ ფერს აირეკლავს.
კაი კაცი ხარ,გიგო! ერთია ნათელი: - ჩემს სახლს ნათელ მომავლისკენ მომზირალს არც ერთი აივანი არ მინდა ჰქონდეს. არ არის საჭირო! მხოლოდ მთლიანად სახლი უნდა იყოს აივანი და სივრცე, რომელშიც ნაკვალევი მომავლისა წითელი ფერის არ იქნება, არამედ, მხოლოდ ციდან წამოსულ ფერს აირეკლავს.
კაი კაცი ხარ,გიგო!
19. მტკვნეული თემაა ძალიან...
კარგი ადამიანი ხარ, გიორგი!
ნათლისღებას გილოცავ! მტკვნეული თემაა ძალიან...
კარგი ადამიანი ხარ, გიორგი!
ნათლისღებას გილოცავ!
18. თქვენ კარგი მამა ხართ! მეჩვენება,რომ საქართველოში კარგი დედების ნაკლებობა არ არის,კარგი მამა კი უფრო და უფრო იშვიათია! თქვენ კარგი მამა ხართ! მეჩვენება,რომ საქართველოში კარგი დედების ნაკლებობა არ არის,კარგი მამა კი უფრო და უფრო იშვიათია!
17. 5555555555555555555555555555555555555555555555555555 5555555555555555555555555555555555555555555555555555
16. შენი სმის პროცესი მრავალფეროვნებიდან ერთფეროვნებამდე არ უნდა მიიყვანო, ამიტომაც მირჩევნია აქ პირველი ჭიქა და არა ბოლო...
გიგო, საინტერესოდ აზროვნებ :)
შენი სმის პროცესი მრავალფეროვნებიდან ერთფეროვნებამდე არ უნდა მიიყვანო, ამიტომაც მირჩევნია აქ პირველი ჭიქა და არა ბოლო...
გიგო, საინტერესოდ აზროვნებ :)
15. საღამოს 00:45 წუთი. საინტერესოა საღამოს 00:45 წუთი. საინტერესოა
14. ეს ისეთი მძიმე თემაა... ჯერ სისხლ და ცრემლშეუშრობი... ჯერ ისევ აძებენ, პოულობენ და ასაფლავებენ იქ დაღუპულ ჩვენს ბიჭებს... (გუშინ დაასაფლავეს ერთერთი... ოჯახს კი აქამდე იმედი ჰქონდა...) და მოელიან დაკარგულებს ახლობლები... დრო უნდა, დრო, რომ გავიგოთ, რა მოხდა... რატომ და როგორ მოხდა... თუმც ფიქრი მეორე დღესვე კი არა და, სულ უნდა გვეფიქრა... დრო სივრცესავით არის, უნდა მოსცილდე, შორს წახვიდე და... თუმც რაც შორსა ხარ, უფრო პატარავდება სატკივარი... ჩვენ კი ჯერ თავზე გვადგას... უზარმაზარია და ყოველივეს გვიფარავს... წერილი საინტერესო იყო, თუმც, ჩემი აზრით, ცოტა უნდა ხელის შევლება, დასახვეწია... მაპატიოს ავტორმა ეს შენიშვნა, რადგან ვიცი და ვიგრძენი ის დიდი განცდა, რითაც აქვს დაწერილი. კეთილი სურვილებით... :) ეს ისეთი მძიმე თემაა... ჯერ სისხლ და ცრემლშეუშრობი... ჯერ ისევ აძებენ, პოულობენ და ასაფლავებენ იქ დაღუპულ ჩვენს ბიჭებს... (გუშინ დაასაფლავეს ერთერთი... ოჯახს კი აქამდე იმედი ჰქონდა...) და მოელიან დაკარგულებს ახლობლები... დრო უნდა, დრო, რომ გავიგოთ, რა მოხდა... რატომ და როგორ მოხდა... თუმც ფიქრი მეორე დღესვე კი არა და, სულ უნდა გვეფიქრა... დრო სივრცესავით არის, უნდა მოსცილდე, შორს წახვიდე და... თუმც რაც შორსა ხარ, უფრო პატარავდება სატკივარი... ჩვენ კი ჯერ თავზე გვადგას... უზარმაზარია და ყოველივეს გვიფარავს... წერილი საინტერესო იყო, თუმც, ჩემი აზრით, ცოტა უნდა ხელის შევლება, დასახვეწია... მაპატიოს ავტორმა ეს შენიშვნა, რადგან ვიცი და ვიგრძენი ის დიდი განცდა, რითაც აქვს დაწერილი. კეთილი სურვილებით... :)
12. სმასთან გავლებული პარალელი მომეწონა...ზუსტია....5 სმასთან გავლებული პარალელი მომეწონა...ზუსტია....5
11. საინტერესოა და ამდენად სადისკუსიოც. საინტერესოა და ამდენად სადისკუსიოც.
10. ინტერესით იკითხება. ინტერესით იკითხება.
8. რა თქმა უნდა, ამ თემას არაერთხელ დავუბრუნდებით, კიდევ და კიდევ. რა მოხდა, როგორ მოხდა, რატომ მოხდა.
შეიძლება ჩვენ ჭეშმარიტებას ვერ მივაგნოთ ერთი მცდელობით (როგორც ერთ-ერთმა საინტერესო ურაკელმა დაწერა ჩემს ბოლო წერილში, აქ ჭეშმარიტება ვერ ვიპოვითო :D :D :D ) ერთი გასროლით ვერ მოვინადიროთ საუკეთესო ფრინველი,
თუმცა,
თითოეული სიტყვა, გამოთქმული ჩვენს მიერ, იქნება მიახლოება ჭეშმარიტებისკენ. ერთი აგურის დადება უზარმაზარი სახლის კედელზე.
წინ გიგო! წინ!
დიდი პატივისცემით, განდი. არწივი. რა თქმა უნდა, ამ თემას არაერთხელ დავუბრუნდებით, კიდევ და კიდევ. რა მოხდა, როგორ მოხდა, რატომ მოხდა.
შეიძლება ჩვენ ჭეშმარიტებას ვერ მივაგნოთ ერთი მცდელობით (როგორც ერთ-ერთმა საინტერესო ურაკელმა დაწერა ჩემს ბოლო წერილში, აქ ჭეშმარიტება ვერ ვიპოვითო :D :D :D ) ერთი გასროლით ვერ მოვინადიროთ საუკეთესო ფრინველი,
თუმცა,
თითოეული სიტყვა, გამოთქმული ჩვენს მიერ, იქნება მიახლოება ჭეშმარიტებისკენ. ერთი აგურის დადება უზარმაზარი სახლის კედელზე.
წინ გიგო! წინ!
დიდი პატივისცემით, განდი. არწივი.
7. ეს ირონია არაა. უბრალოდ მართლა სხვანაირად გაიგეთ თქვენ და აქვე მოგიხდით ბოდიშს არა იმის გამო რომ თქვენ გეგონათ პლაგიატობას გაბრალებდით, არამედ იმის გამო რომ ჩემს კომენტარს ირონიის სუნი სდევდა, როგორც ამას თქვენ აღნიშნავთ! მომიტევეთ კიდევ ერთხელ. მაგრამ კიდევ გავიმეორებ, არანაირი პლაგიატი არ გამივლია თავში. უბრალოდ მეცნოსავით თქო, მეტი არაფერი! ჰერ, მაი Fრუერ! ეს ირონია არაა. უბრალოდ მართლა სხვანაირად გაიგეთ თქვენ და აქვე მოგიხდით ბოდიშს არა იმის გამო რომ თქვენ გეგონათ პლაგიატობას გაბრალებდით, არამედ იმის გამო რომ ჩემს კომენტარს ირონიის სუნი სდევდა, როგორც ამას თქვენ აღნიშნავთ! მომიტევეთ კიდევ ერთხელ. მაგრამ კიდევ გავიმეორებ, არანაირი პლაგიატი არ გამივლია თავში. უბრალოდ მეცნოსავით თქო, მეტი არაფერი! ჰერ, მაი Fრუერ!
6. არ ღირს კამათი. მე-4 კლასელი ვარ და არა 4-ე კლასელი. რას ვიზამთ ჯერ ვერ გავიზარდე!!! გაიხარეე!!! დიდი ირონიააააა!!! ცოტა სიფრთხილე გვმართებს!!! არ ღირს კამათი. მე-4 კლასელი ვარ და არა 4-ე კლასელი. რას ვიზამთ ჯერ ვერ გავიზარდე!!! გაიხარეე!!! დიდი ირონიააააა!!! ცოტა სიფრთხილე გვმართებს!!!
5. ეეე გავიდა გორის მატარებელი...
რა შუაშია პლაგიატობაში გდებ ბრალს ? უბრალოდ მეცნო თქო თორე სხვა კი არაფერი. უჰ იტყვით ხოლმე რა რაღაცეებს.
პატიების არა ჯუმანჯი კლავს გრაფინია ჰიბერლანდს დაგიწერ კიდე აქ.
მეცნობა და მოპარულია ეს 2 სიტყვა იმდენად განსხვავდება ერთმანეთისაგან, ვფიქრობ 4-ე კლასელი გაარჩევს.
კიდე გიმეორებ. უბრალოდ მეცნო, ალბათ სტილი ან სადმე ამფორმის დასაწყისით მაქვს წაკითხული რამე და ის გამახსენდა ან რაღაც ეგეთი. ხოდა აი შენი მოთხოვნები, საპოსტო ყუთში ჩააგდე და შევარდნაძეს გაუგზავნე, ნერვები რომ გვაქვს გაფუჭებული :)) ეეე გავიდა გორის მატარებელი...
რა შუაშია პლაგიატობაში გდებ ბრალს ? უბრალოდ მეცნო თქო თორე სხვა კი არაფერი. უჰ იტყვით ხოლმე რა რაღაცეებს.
პატიების არა ჯუმანჯი კლავს გრაფინია ჰიბერლანდს დაგიწერ კიდე აქ.
მეცნობა და მოპარულია ეს 2 სიტყვა იმდენად განსხვავდება ერთმანეთისაგან, ვფიქრობ 4-ე კლასელი გაარჩევს.
კიდე გიმეორებ. უბრალოდ მეცნო, ალბათ სტილი ან სადმე ამფორმის დასაწყისით მაქვს წაკითხული რამე და ის გამახსენდა ან რაღაც ეგეთი. ხოდა აი შენი მოთხოვნები, საპოსტო ყუთში ჩააგდე და შევარდნაძეს გაუგზავნე, ნერვები რომ გვაქვს გაფუჭებული :))
4. მაპატიეთ, მაგრამ აი ძალიან, ძალიან ცდებით! ღმერთო ეს რა ხდება?! პლაგიატობაში მდებენ ბრალს? გთხოვ მოიძიო და დაასაბუთო!!! ეს მოთხოვნა და არა თხოვნა!!! აი თუ ვერ ხო ამავე ნაწარმოების კომენტარებში დატოვე საჯაროდ პატიების წერილი!!! კეთილი სურვილებით... მაპატიეთ, მაგრამ აი ძალიან, ძალიან ცდებით! ღმერთო ეს რა ხდება?! პლაგიატობაში მდებენ ბრალს? გთხოვ მოიძიო და დაასაბუთო!!! ეს მოთხოვნა და არა თხოვნა!!! აი თუ ვერ ხო ამავე ნაწარმოების კომენტარებში დატოვე საჯაროდ პატიების წერილი!!! კეთილი სურვილებით...
3. დასაწყისი წავიკითხე და აი ძალიან ძალიან მეცნობა ეს ნაწერი. არ ვიცი საიდან!
დასაწყისი წავიკითხე და აი ძალიან ძალიან მეცნობა ეს ნაწერი. არ ვიცი საიდან!
2. საინტერესოა. მომეწონა საინტერესოა. მომეწონა
1. მდააა.... დამაფიქრებელია! და გასააზრებელიც... 5 მდააა.... დამაფიქრებელია! და გასააზრებელიც... 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|