ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
1 დეკემბერი, 2014


*** (ვაშავებ)

ჩემს გულს სიხარულს ვერ ასწავლი,
იქნებ ჩაყუჩება ასწავლო...
ყველა გადარჩენით ვაშავებ,
ყველა გადარჩენით, თავშავი.
იქნებ, მიცვალებულს შემინდობ
რაც კი გადავურჩი ტკივილებს?
ჩვენში ხომ ცოცხლები არ გვიყვარს -
მკვდარზე გვირჩევნია ტირილი.
მე კი, არეულ გზას რა ვუყო -
გულზე რომ შანთების კვალია -
რა ვქნა, ვერ ვისწავლე დაზოგვა,
თუკი ვიყვარებდი - ძალიან.
თუკი ვენდობოდი - ძალიან,
თუკი მაღელვებდა - ძალიან...
მე უნდა ერთ ბორცქვეშ მოკუნტულს
ქარი დამწუოდეს - ბრალია...

ყველა გადარჩენით ვაშავებ,
ბედშავი, თავშავი, სულშავი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები