 | ავტორი: შენი ლუ ჟანრი: პროზა 2 დეკემბერი, 2014 |
ღმერთამდე არც ისე შორიაო მიმტკიცებდნენ. ერთი ნაბიჯიც, ერთიც და.. გზა დამთავრდა. ჯანდაბა, აკი ღმერთამდე არც ისე შორიაო? გზა არ არის.. გზა არ არსებობს მეთქი დავიყვირე და როცა გადავწყვიტე უკან დახევა, მთა და მუჰამედი გამახსენდნენ და დავიწყე გზის ხატვა.. ჩანაწერი დღიურში.. 7 იანვარი მთელი დღეა მესმის, როგორ მღერიან ელფები. თოვლის ბაბუას ველოდები. მჯერა რომ შობას მოდის. სპეციალურად ბუხარიც კი გავაკეთეთ სახლში. რატომღაც მიმტკიცებენ, რომ არ არსებობს. არაფრის გაგონება არ მინდა. მე ყოველთვის მისრულდება სურვილი. ჩემი ნატვრაა, რომ ყოველ წელს შევხვდე შობას. ასეც ხდება.
ორშაბათი.. აპრილი სოფელში წავედი. ცარიელი მეჩვენა სახლი. ეზო ბალახებს დაეფარათ. მთელი დღე მოვანდომე დალაგებას. როგორ დააკლდათ მოხუცების ხელი. სხვენში აკვანი ვიპოვე. ძალიან მეშინია უშვილო აკვნების. ცუდ ხასიათზე მაყენებს. იავნანის ხმა ჩამესმის ხოლმე, მაგრამ დატირებას უფრო ჰგავს. თავისით ირწევა აკვანი. სხვენი საჩქაროდ დავტოვე.
პარასკევი. აპრილი.. ბაბუა გამახსენდა. ალბათ სოფლიდან გამომყვა განწყობა, მახსოვს ერთხელ კაკლის კენწეროზე მოქცეულს დამიძახა: -მოდი ბაბუა აქ. რაღაც უნდა მოგიყვე. მივირბინე ბაბუასთან. მუხლებზე შემოვხვიე ხელი და სმენად იქცაო, რომ ამბობენ ისე ვიყავი ზუსტად. -ბაბუა, ხომ გემრიელია ეს კაკალი? კი ბაბუა, ყველაზე გემრიელი მეთქი თვალებანთებულმა ვუპასუხე. მაშინ მომისმინეო მითხრა და სადღაც, კაკლის და ცის იქით გაიხედა. ვიღაცას ეძებდა თითქოს.. -ჩვენს სოფელში ერთი კაცი ცხოვრობდა. არც ცოლი ჰყავდა და არც შვილი. მესაფლავედ მუშაობდა. ზოგს კიდეც ეზიზღებოდა. ასეთ საქმეს, რომ მოკიდებს ხელს კაცი არ აქვს მკერდში გულიო ქირქილებდნენ თანასოფლელები, მაგრამ მკვდარსაც უნდა თავის პატრონი ბაბუა და ცოცხალსაც. ფულს არაფრით ღებულობდა. როგორ გეკადრებათო შეიცხადებდა ხოლმე და ისე დახრიდა თვალებს გეგონება მიცვალებულს თან ჩააყოლა ცაჩამდგარი თვალებიო. საჭმელს და ტანსაცმელს ღებულობდა მარტო. მეტი მე არაფერი მჭირდება და ფული რაღად გამოგართვათო. ერთხელ მეზობლის ქალმა ჩაუარა მესაფლავის სახლს და დაინახა როგორ თლიდა პატარა, კოხტა სკამს. შეუჩნდა მეზობელი. ასეთი ხელობა გცოდნია და რაღა მესაფლავედ მუშაობო. ეჩიჩინა და კი დაითანხმა ბოლოს ხეზე ემუშავა. ვინ აღარ მოდიოდა, რას აღარ ავალებდნენ. ჩვენი მეზობელი კოსტა ხო იცი შენ? ჰოდა, კოსწიას ახალი შეძენილი ვაჟი ჰყავდა და გადაეკიდა, შენ უნდა გაუკეთო ჩემს შვილს აკვანი, შენნაირი ხელობა არავინ იცისო. რაღას იზამდა აბა.. ერთ კვირაში ჩააბარა პატრონს აკვანი. ბავშვი ოთხი თვის ჰყავდათ ავად რომ გაუხდათ, ფილტვები ჰქონდა სუსტიო ასე თქვეს მერე, მაგრამ თავი კი გაახდევინეს საწყევარი ყოფილ მესაფლავეს. რაც მაგან მიწა აყარა მიცვალებულებს დაუბინძურდა ის ხელები და მის გაკეთებულ აკვანში კი დალია სული თოთო ბავშვმაო. წყევლიდნენ და აფურთხებდნენ ჭაღარაშეპარულ, მხრებში უკვე გვარიანად მოხრილ ბეჩავ კაცს.. გამოიკეტა სახლში და აღარ გამოდიოდა გარეთ. ვიღაცები ამბობდნენ საფლავებზე ყოველ ღამე ვიღაც კაცი დადის, ასუფთავებს და თან რაღაცას მღერის თუ დასტირისო. რა ცნობისმოყვარეცაა კაცის გული გაიზრდები და გაიგებ შენც. ჰოდა, ამ ცნობისმოყვარეობამ ამიყვანა ერთ ღამეს სასაფლაოზე. მოვიარე ყველაფერი, მაგრამ არავინ ჩანს. ამ ჭორიკნებს რას ავყევი მეთქი ბრაზი მომივიდა და რომ უნდა გამოვტრიალებულიყავი დავინახე კოსწიას შვილის საფლავთან ჩამუხლულა ვიღაც. ბალახებს აცლის გულიდან და მართლაც რომ ღიღინებს თუ დასტირის: „კაცის გული, გული-ლოდად ვაი, დღეო, მზენაკლულო ღმერთო, ჩემი ხელი მიწად ღმერთო, ვაი, არ მეგონა ზამთრად იქეც გაზაფხულო. გული ისე დამიმძიმდა. შვილო, ეგებ მაპატიო თუკი ჩემი არის ბრალი, რომ ბედს წყევლის მამაშენი მზე არ უნდა სახვალიოდ- დედას, სანთელს მოჰგავს ქალი. ვაი, გულო, ვაი, გულო რა ძნელია, კაცის ხვედრი ჩემო დღეო, მზენაკლულო არც კაციაა და არც ღმერთი. შემაშველოს ეგებ ხელი.. არც კაციაა და არც ღმერთი..“ ბაბუამ საუბარი შეწყვიტა. ისევ კაკლის ხეს გახედა და თვალს მომდგარი ცრემლები მუშტით მოიწმინდა.. -მერე ბაბუა? მერე რა მოხდა? სადაა ახლა ის მესაფლავე? -საფლავშია ბაბუ, სადაც ყველა ჩავწვებით ბოლოს.. ეს კაკალი მაგის დარგულია. ხო იცი ყველაზე დიდი კაკლის ხეა ჩვენს სოფელში, ყველაზე მსხმოიარე. ასე არცერთ ხეს გაუხარია. სულ გახსოვდეს, რომ ხალხი ბევრ რამეს ამბობს, მაგრამ გულს მოუსმინო უნდა. უცოდველ კაცს ჯვარი არ აჰკიდო მხრებზე თორემ კი გწამს შენ ღმერთის და იცი ხედავს ყველაფერს. მძიმეა შვილო კაცის ხვედრი მძიმე.. ბაბუას აღარ უხსენებია მეტად მესაფლავე. მე კი მთელი ბავშვობა არ მასვენებდნენ კითხვები. გულუბრყვილო კითხვები. ჭორიკანა დედაკაცებს რომ სჩვევიათ ისეთიც იქნებ. წლების მერე მივხვდი მარტო, რომ მთავარი ამ ისტორიაში უსამართლო გულების წინაშე ერთი წყალაუმღვრეველი გული იყო, რომელსაც ჩია ტანის მესაფლავე დაატარებდა მკერდით, მუხასავით წელში რომ გადატყდა ბოლოს.
22 ოქტომბერი დღეს ჩემს სანახავად არავინ მოსულა. არ მესმის აქ რას ვაკეთებ. ან რამდენი ხანია აქ ვარ. როდის მომიყვანეს?
16 მაისი.. ჩემი შვილის დაბადების დღეა. სტუმრებს ველოდები. მაგიდა მზად მაქვს.. 8წლის ხდება. სტუმრები იგვიანებენ.. 20 ივნისი მათემ კონკურსზე გაიმარჯვა. ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა მამაჩემივით მოცეკვავე იყოს. ერთხელ მამამ ცეკვით ამიხსნა სიყვარული. დაუვიწყარი კადრებია.. მათეც კარგად ცეკვავს. მამაჩემს ჰგავს, მახსენებს ხოლმე.
25ივნისი მათეს ჯგუფი გასტროლებზეა. წასვლა ვერ შევძელი. ჩემი დედამთილი ავადაა. უნდა მივხედო. ძალიან ვნერვიულობ. კი დამამშვიდა, დიდი კაცი ვარ უკვეო, მაგრამ დედის გული ვერ ისვენებს. მითხრა, რომ ხშირად დამირეკავს.. დედამთილს უნდა ვაჭამო. წამლების დრო აქვს.
ისევ 25ივნისი არ დაურეკავს.. მითხრა, ჰო, მითხრა რომ დამირეკავდა..
1 ნოემბერი უცნაური ხალხია აქ. გაურკვევლად ლაპარაკობენ. ღამით აკვნები დამესიზმრა. უშვილო აკვნები. კოსწიას ბიჭის საფლავზე ვიყავი თითქოს. მესაფლავეც იქ იყო. გეგონება ჩემს მოსვლას ელოდა. ნუ გეშინიაო მხარზე ხელი დამადო. არ მეშინოდა. იქ უკეთ არისო. შიში არ გქონდესო ისევ გაიმეორა. გამეღვიძა. ვერ ვხვდები სად ვარ, ან ვისზე ლაპარაკობდა. ჩემი სოფელი მომენატრა. კაკლის კენწეროზე შემოვჯდებოდი ახლა. ერთ თანასოფლელს ვუყვარდი. ქალთა დღეს იები მომიტანა. გილოცავო. გამეცინა. გავეკეკლუცე. პირველად ვიგრძენი ქალად თავი. მთელი დღე სარკეში ვუყურებდი ჩემს თავს. გავზრდილვარ.. ის ბიჭი ომში გარდაიცვალა მერე. ორი შვილი მოუკვდა დედამისს.. რა გული უძლებთ მეთქი სულ მიკვირდა.. დიდება უფალს. ჩემი შვილი კარგად მიმყოფოს. შვილი? შვილი მყავს? რა ჰქვია? ვერაფერს ვიხსენებ.. თავი ძალიან მტკივა. მეძინება..
26 ივნისი მათე 27 ივნისი მათე 28 ივნისი მათე 5აგვისტო მათემ მითხრა, რომ მალე მოვა. დამელოდეო დედი. გელოდები შვილო.. 25 დეკემბერი „ოცთახუთსა დეკემბერსა, ქრისტე იშვა ბეთლემსაო დაა..“
1 იანვარი დილით რომ გამეღვიძა ხელებზე რაღაც თოკები მქონდა მოხვეული. ექთანს დავუძახე. ვთხოვე აეხსნა. გიჟს მეძახდა. ვერაფერი გავიგე. მიმტკიცებდა, რომ თავის მოკვლა ვცადე. არ ვიცი აქ რას ვაკეთებ. რატომ არ მიშვებენ? ბევრი ფერადი ბურთულებია აქ. ესენი აბებიაო ვიღაცამ მითხრა.. ლეიბის ქვეშ დამალე, გაგაგიჟებენო. ყველა ამ სიტყვას რატომ ახსენებს? მაღიზიანებს უკვე..
6 იანვარი.. ღამე შობა თენდება. ყოველთვის მჯეროდა თოვლის ბაბუის. მათესაც სჯერა. ბუხარიც კი გავაკეთეთ სპეციალურად. მათე? სად არის მათე?
ჩანაწერები აქ წყდება.. პაციენტის ანკეტა: სახელი --- გვარი--- ასაკი--- ეროვნება--- ოჯახური მდგომარეობა--- დიაგნოზი: სჭირს ფსიქიკური აშლილობა. რამდენჯერმე სცადა თავის მოკვლა. ყოველ ღამე ყვირის, რომ ოთახიდან გავიტანოთ აკვანი, რომელიც თავისით ირწევა. ამტკიცებს, რომ მესაფლავის ბრალი არაფერია. ეძახის თავის შვილს. ზოგჯერ არის არაკონტროლირებადი. ზოგჯერ მშვიდი. ამბობს, რომ მათეს სძინავს და გვთხოვს ხმადაბლა ვისაუბროთ.. ანკეტა დახურულია პაციენტი მკვდარი იპოვნეს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. თუთი, *) მუხა, მიშენებული აივანი მომწონს. : ) გაზაფხულზე ვაპირებთ ზუსტად. პროზის რა მოგახსენოთ. ) ძახილის ნიშნების პანიკური შიში მაქვს.. :)) შემზარა.. ჟოზეფინა, მოგიკითხე პირველ რიგში. მუსიკას რაც შეეხება.. ეს რაღაც წეროზე მქონდა გაგზავნილი და ანოტაციაში მეწერა, კითხვის დროს ისმის იავნანა, როგორც უკანასკნელი დატირება მეთქი და რაღაც მსგვასი რომ გაიგე (ზოგადად რამე ხმა) მესიამოვნა.. მოკლედ სიტყვა გამიგრძელდა.. მათე სასწაული ბიჭია.. გავედი.. სიკეთე თუთი, *) მუხა, მიშენებული აივანი მომწონს. : ) გაზაფხულზე ვაპირებთ ზუსტად. პროზის რა მოგახსენოთ. ) ძახილის ნიშნების პანიკური შიში მაქვს.. :)) შემზარა.. ჟოზეფინა, მოგიკითხე პირველ რიგში. მუსიკას რაც შეეხება.. ეს რაღაც წეროზე მქონდა გაგზავნილი და ანოტაციაში მეწერა, კითხვის დროს ისმის იავნანა, როგორც უკანასკნელი დატირება მეთქი და რაღაც მსგვასი რომ გაიგე (ზოგადად რამე ხმა) მესიამოვნა.. მოკლედ სიტყვა გამიგრძელდა.. მათე სასწაული ბიჭია.. გავედი.. სიკეთე
7. ძნელია ცარიელი აკვანის წარმოსახვა, განსხვავებული ფსიქიკის ადამიანები განსხვავებულ ემოციას ავლენენ.
ჩვენს სოფელში ერთი კაცი ცხოვრობდა. არც ცოლი ჰყავდა და არც შვილი. მესაფლავედ მუშაობდა. ზოგს კიდეც ეზიზღებოდა. ასეთ საქმეს, რომ მოკიდებს ხელს კაცი არ აქვს მკერდში გულიო ქირქილებდნენ თანასოფლელები,
ამ ფრაზას დამაჯერებლობა აკლია! მიშენებულ პროზას გავს.
ძნელია ცარიელი აკვანის წარმოსახვა, განსხვავებული ფსიქიკის ადამიანები განსხვავებულ ემოციას ავლენენ.
ჩვენს სოფელში ერთი კაცი ცხოვრობდა. არც ცოლი ჰყავდა და არც შვილი. მესაფლავედ მუშაობდა. ზოგს კიდეც ეზიზღებოდა. ასეთ საქმეს, რომ მოკიდებს ხელს კაცი არ აქვს მკერდში გულიო ქირქილებდნენ თანასოფლელები,
ამ ფრაზას დამაჯერებლობა აკლია! მიშენებულ პროზას გავს.
6. მე კითხვისას დაბალ ნოტებიანი,მძაფრი მუსიკა ჩამესმა,პირველად მოხდა რომ ყურებისას კი არა,სწორედ კითხვის მომენტში შემეშინდა. ჩემი აზრით იდეალური აღწერა იყო ყველაფრის,მათე საკუთარ ფანტაზიას მივანდე და მადლობა რომ დაგვიტოვე ასე.მოკლედ მაგარი გოგო ხარ რა მე კითხვისას დაბალ ნოტებიანი,მძაფრი მუსიკა ჩამესმა,პირველად მოხდა რომ ყურებისას კი არა,სწორედ კითხვის მომენტში შემეშინდა. ჩემი აზრით იდეალური აღწერა იყო ყველაფრის,მათე საკუთარ ფანტაზიას მივანდე და მადლობა რომ დაგვიტოვე ასე.მოკლედ მაგარი გოგო ხარ რა
5. ასე მძაფრად თუ აღვიქვამდი რას წარმოვიდგენდი, შენ იცი რომ არ ვარ სენტიმენტალური, ისიც იცი რომ დიდი იყო ალბათობა 'გამცინებოდა' ... მაგრამ ისიც ათასგზის მნიშვნელოვანია რომ ჩემზე(ჩემნარებზე) გათვლილი არ ყოფილა.... მაგრამ მივეთვალე .... ბევრი რამ გამახსენდა ჩვენი ბავშვობის... და კიდე ერთი.... მეზიზღება ტყუილით შექმნილი ხელოვნება, ნუ აბრალებ სიკვდილს.... უარეს შემთხვევაში ბრჭყალები მაინც სჭირდება.... ხატვა რომ შეგეძლოს, მათეს დახატვას გთხოვდი.... ასე მძაფრად თუ აღვიქვამდი რას წარმოვიდგენდი, შენ იცი რომ არ ვარ სენტიმენტალური, ისიც იცი რომ დიდი იყო ალბათობა `გამცინებოდა` ... მაგრამ ისიც ათასგზის მნიშვნელოვანია რომ ჩემზე(ჩემნარებზე) გათვლილი არ ყოფილა.... მაგრამ მივეთვალე .... ბევრი რამ გამახსენდა ჩვენი ბავშვობის... და კიდე ერთი.... მეზიზღება ტყუილით შექმნილი ხელოვნება, ნუ აბრალებ სიკვდილს.... უარეს შემთხვევაში ბრჭყალები მაინც სჭირდება.... ხატვა რომ შეგეძლოს, მათეს დახატვას გთხოვდი....
4. მოკითხვა სამივეს.. მადლობა თქვენ მოკითხვა სამივეს.. მადლობა თქვენ
3. ყოჩაღ ოქროს ნატეხო. ძალიან, ძალიან კარგია. 5. ძლიერი ავტორი ხარ და მიხარია რომ "სხვა"-ში არ დადე. მოგიკითხე და წაგიკითხე.
ყოჩაღ ოქროს ნატეხო. ძალიან, ძალიან კარგია. 5. ძლიერი ავტორი ხარ და მიხარია რომ "სხვა"-ში არ დადე. მოგიკითხე და წაგიკითხე.
2. მძიმე ხარ ) 5. მძიმე ხარ ) 5.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|