ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ავთანდილ-ჯენტლმენი//
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
2 დეკემბერი, 2014


ევა

ევა...
შენ უნდა ყოფილიყავი
ჩემს გვერდით
ან პირიქით...

შენ უნდა გქონოდა
წაბლისფერი ან შავი თმა,
მუქი,მეტყველი თვალები,
ან პირიქით...

შენ ყოველ დილით
მე უნდა გამეღვიძებინე
და საუზმე მომერთმია
საწოლში,
ან პირიქით...

შენ უბრალოდ უნდა გაგეღიმა.

და პირიქით,შენ არასდროს ყოფილხარ ჩემს გვერდით...

და პირიქით,შენ არასდროს გქონია
წაბლისფერი ან შავი თმა და
მუქი,
მეტყველი თვალები...

და პირიქით,ჩვენ არც არასდროს
დაგვიძინია ერთად,
რომ დილით ერთად გაგვეღვიძა...

და მაინც,ორივე ვიღიმით სულ.
მერე რა,რომ ამ ღიმილში
უზომოდ ბევრი სიყალბეა,
ჩვენ ხომ მაინც ვიღიმით...

პარადოქსები ვართ მე და შენ და მაინც ამდენად ერთნაირები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები