ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
2 დეკემბერი, 2014


***

***
სულ არაფერი იცვლება ირგვლივ,
წელსაც ის არის რაც იყო შარშან,
შემალულია ჩირგვებში ჩირგვი,
ჩაკარგულია შარებში შარა...
რა საჭიროა ამ გზებზე მეკვლე,
თვალებს ვატყუებ დილა-ბინდიდან,
კვლავ დედამიწა ტრიალებს ფეხქვეშ
მე კი მგონია სადმე მივდივარ...
აქ ბუდეების კვალსაც ვერ წაშლი,
მხრებით ეყრდნობი მიმწუხრის დილეგს,
და გაფრენილი ჩიტები ცაში
ტოვებენ ღრუბლის პატარა ჩრდილებს...
მოჩვენებაა შრიალი ხეთა,
ტალღის ხმაური - გედების სოლო,
გააღებ კარს და შეშლილი ხედავ,
ქარიდან ქარში გადიხარ მხოლოდ...
მანძილი - დიდი ალეგორია,
ღრუბელი - რუხი ქორი ულევი
და დავგორდები ასე მგონია
მეც დედამიწის ორეულივით...
სულ არაფერი იცვლება ირგვლივ,
წელსაც ის არის რაც იყო შარშან,
შემალულია ჩირგვებში ჩირგვი,
ჩაკარგულია შარებში შარა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები