 | ავტორი: ელენა ჟანრი: პოეზია 2 დეკემბერი, 2014 |
თაროზე ობდებიან წიგნები, თავში - ფიქრები, სხეულში - გრძნობები . ადამიანები გაბუსხულები დგანან, იფხორებიან ოფოფებივით, ბაყაყებივით იბერებიან და ყიყინებენ, ჭიჭყინებენ. დგანან და მოსისხლეებივით ზვერავენ ერთმანეთს . დგანან და დუმან . უტიფარ თვალებში უელავთ კვაჭუნიები. ტუჩები - მოკუმული, ცხვირი - მრავლისმთქმელად აბზუებული. რაღაცნაირად იბნევი მათი ყურებისას, მზერას ვერ უსწორებ . ისე გიყურებენ, თითქოს საკინძე გაქვს ჩამოხეული - ამრეზით , წარბებსზემოდან. დადიან - ჩქარა, საქმიანად. მზერა - წინ , რომელიმე წერტილს მიშტერებული. ვერავის გამჩნევენ (ვითომ) ... თქვენი სხეულის ყველა წერტილი , კანის ყველა ფორი აქვთ გაჩხრეილი , გასინჯული , შეფასებულ-აწონილი . ფრთხილად იყავი, ჩემო .. გთხოვ, ფრთხილად იყავი . არ დახუჭო თვალები, არ დახუჭო ! არ დახუჭო, კოცნას არ გაღირსებენ! არ დახუჭო, არავინ დაგიკოცნის სახეს ! გთხოვ, მომისმინე! თვალებში ტალახს შეგაზელენ, კლდიდან დაგაგორებენ, ყურებს სველი ქვიშით ამოგივსებენ... გთხოვ, გაახილე თვალები, ჩემო ! ჩემო, მეც მათნაირი ვარ . გესმის? ჩაიხედე სარკეში!
ყველაფერი ისეა, როგორც არის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ვაი მე ! :\ ავთანდილ შოშაშვილები :დ .. მჰ! ვაი მე ! :\ ავთანდილ შოშაშვილები :დ .. მჰ!
5. ეს არაა პოეზია in my opinion ეს არაა პოეზია in my opinion
4. ელენ, ეს რანაირი პოეზიის სტილია? ელენ, ეს რანაირი პოეზიის სტილია?
3. ხანდახან კი არა ,.. ყოველთვის უნდა გახსოვდეს... მომეწონა! ხანდახან კი არა ,.. ყოველთვის უნდა გახსოვდეს... მომეწონა!
2. კარგია,მაგრამ გულსაწყვეტია ის,რომ"ყველაფერი ისეა,როგორც არის." +++ კარგია,მაგრამ გულსაწყვეტია ის,რომ"ყველაფერი ისეა,როგორც არის." +++
1. მეც სულ მგონია დედამიწა ერთი დიდი ზოოპარკია :))) ქვევით რა ეწერა აღარ წამიკითხავს მეც სულ მგონია დედამიწა ერთი დიდი ზოოპარკია :))) ქვევით რა ეწერა აღარ წამიკითხავს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|