ავტორი: მ.ჭ. ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 3 დეკემბერი, 2014
დრო
მუდმივი განცდა მაქვს დროის უქონლობის... ის მაინც ვიცოდე, სად ვაგვიანებ... იქნებ ეს ნოემბერიც საკმარისი იყო, ან დეკემრის პირველი ღამეც... იქნებ ყველაფერი მეტად ჰაეროვნად ერწყმის ერთმანეთს, ვიდრე წარმოსახვაში არსებული ფერთა გამა... მე მაინც ვასწრებ მზის დახატვას, მაგრამ დრო მეყინება... საათის ისრები ჩემი ხელებია, მანძილი კი ჩემი თვალები... და ვდგავარ ხელებჩამოყრილი... ჩვეული განცდით... არ მყოფნის დრო... ვიჭედები...