ცარიელი ბოთლივით მზე დაიმსხვრა ქალაქზე მოდიოდნენ სითეთრის მაცნე ანგელოზები მთვარე იჯდა მეფურად და ღამისფერ ხალათზე ვარსკვლავები ეხატა ყველა ფიფქის დაცემა ტკივილივით ვიგრძენი,, სახლებს ისევ აცვიათ ცივი ფერის კედლები. მეც შემცივდა ბავშვივით. და ქალაქმა ვედრებით მზეს დაუწყო მოხმობა ჩვენც მალე გავთენდებით იჩურჩულეს ფოთლებმა. (ნამთვრალევი კაცივით სუფრას დიდხანს რომ შერჩნენ) ასე იდგა ბოლომდე ხე ფიფქებით ავსილი თითქოს ჩაძინებული მოლოდინში რაღაცის სანამ ყველა ფოთოლი თეთრად არ შეიმოსა და მიწაზე დაეცა ტოტი მსხვერპლი ღალატის