შიშის სახლიდან, რომელსაც აქვს ვიწრო ფანჯრები იცქირებიან წყვილი თვალები არ ჩანს სხეულები, მხოლოდ თვალები, მხოლოდ თვალები იცქირებიან და მათში შიში ცეკვავს შიში ცეკვავს გამარჯვების ცეკვას გუგის გარშემო... და ეს გრძელდებოდა.. და აი ერთხელაც, როდესაც ერთ წყვილში შიშისგან ფეხდაუდგამ ადგილას ცრემლმა შემოჟონა, ტკივილის ცრემლმა შემოჟონა, შიმშილის ცრემლმა შემოჟონა და გაჟღინთა ქუთუთოები, ცრემლმა შემოჟონა და იქ შიშმა ფეხი ვეღარ დადგა, და აღდგა ძე დროისა და აღდგა დრო, ჩამოცვივდა ცრემლი და გაფრინდა თავისნაირისკენ, გაიხსნა მწვანე ბაღის ვარდისფერი დარბაზი, და ცრემლებმა შექმნეს ვეფხვი, მზემ სხივი შეახო და შვიდფრად აელვარდა იგი, და შიშის სახლიდან, რომელსაც აქვს ვიწრო ფანჯრები, ვეფხვი გამოვარდა შვიდფრად ელვარე ... მრისხანედ ყვირის ის წინ ვინ დაუდგება? ვინ დაუდგება მრისხანედ ყვირის ვეფხვი, ძლევამოსილია იგი და ყოვლისშემძლე, ვაი მას, ვინც აშინებდა წყვილ თვალებს, ვაი მას, ვინც ვიწრო ფანჯრებს უშენებდა წყვილ თვალებს მრისხანეა ვეფხვის ბრდღვინვა, ვაი მას ვინ გაიფიქრებს მასთან ბრძოლას, "ვაი მას ვისგანაც მოდის ცდუნება".
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. კარგია ე ^_^ ბიჭო მომენატრე მგონი :D კარგია ე ^_^ ბიჭო მომენატრე მგონი :D
2. ტკივილმა დაავიწყა შიში და აქცია მძვინვარე ვეფხვად...:) იდეა საინტერესოდ ჟღერს...შესრულება ალბათ უკეთ შეიძლებოდა... ტკივილმა დაავიწყა შიში და აქცია მძვინვარე ვეფხვად...:) იდეა საინტერესოდ ჟღერს...შესრულება ალბათ უკეთ შეიძლებოდა...
1. თავიდან საინტერესოდ დაიწყო, მერე ვერაფერი გავიგე :) თავიდან საინტერესოდ დაიწყო, მერე ვერაფერი გავიგე :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|