ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენა
ჟანრი: პროზა
9 დეკემბერი, 2014


კიდევ ერთი დამუნჯება.

ხანდახან მთელი გულით გინდა, არსებობდეს ვინმე/რამე ,რაც ისე დაინახავს, როგორც არის .
უთქმელად.
თვალის ჩაკვრის გარეშე.
არ დაგჭირდება : სიტყვათა წყობა, აწონ-დაწონვა.
არც მას დასჭირდება "ფილტრი".
ის შემოგხედავს,
შენც თვალს გაუსწორებ და
ის დაინახავს !
და ორივეს სითბო ჩაგეღვრებათ სხეულებში.
ის დაინახავს, იმას,
რაც შიგნიდან განათებს და გწვავს და გწამლავს , გთიშავს და გაცხოველებს და გაქცევს შენად.
ძალიან, ძალიან გინდა - გხედავდეს ვინმე .
გასაკვირი ისაა, რომ ამ დროს შენი მთელი სხეული ვედრებით ივსება და თვალებიდან გადმოდის : ღმერთო!
(რას ბოდავ. მოკეტე!)
რა დავაშავე? რატომ? რისთვის ? (ღმერთო!)
(გაჩუმდი!)
არა და შენთვის არ არსებობს ღმერთი.
არა და . შენ ძალიან კარგად იცი, მას არაფერი შეუძლია.
შენ მისი არ გწამს.
საერთოდ შენ არ გწამს შექცეული ზურგების.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები