წადით! - დამუნჯდა ხმა ჩემი, სიტყვებსაც ყავლი გაუდით. ვიცი, მტყუანი დავრჩები მაინც ყველასთან და მრუდი..
ვიცი: ვევნები მე რომ არ, უნაკლო მხდალო, არც ამ ომს! დიდებისათვის მეომა - არ მიფიქრია არასდროს.
არაფერს გყვედრით, არ გკიცხავთ, ცისფერი სისხლის ლექსი ეს. ძალგიძთ თქვენ - სხვისით ბედნიერს - ჩემი გულიდან გარიცხვა,
არ გამოსტყუო სიბრმავე ჩემს ცეცხლს, უსუსურს არ ევნო, ჩემს მარადისში მინავლენს - შენგან - არ სცნობდე ამ დემონს!
მაგრამ გახსოვდეთ განკითხვის ჟამი - გამჭოლი ისრისებრ, როცა ორი ფრთა - ალით ცის გაკრთდება ვარდნით მიწისკენ.
Идите же! - Мой голос нем И тщетны все слова. Я знаю, что ни перед кем Не буду я права.
Я знаю: в этой битве пасть Не мне, прелестный трус! Но, милый юноша, за власть Я в мире не борюсь.
И не оспаривает Вас Высокородный стих. Вы можете - из-за других - Моих не видеть глаз,
Не слепнуть на моем огне, Моих не чуять сил... Какого демона во мне Ты в вечность упустил!
Но помните, что будет суд, Разящий, как стрела, Когда над головой блеснут Два пламенных крыла.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. პირველ ნაწილში გეთანხმებით! მაგრამ არა ყველა შემთხვევაში. არის ლექსები, რომლებიც დედანის მარცვლების შენარჩუნების საშუალებას იძლევა თარგმნისას. ამ შემთხვევაში, მე ძალიან გამიჭირდა 8/6 მარცვალზე თარგმნა, ამიტომაც მაქვს მხოლოდ 8. რამოდენიმე ნიუანსი თქვენც აღნიშნეთ, რაც მე გამომრჩა :) როგორც იტყვიან ხოლმე: მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვებაო :) მთავარია რომ ვმუშაობთ და ის, რასაც ვაკეთებთ, გვსიამოვნებს :) ეს წესები კი, ჭირსაც წაუღია, თუ ნერვებს მოგვიშლის - ხომ ასეა? :) პირველ ნაწილში გეთანხმებით! მაგრამ არა ყველა შემთხვევაში. არის ლექსები, რომლებიც დედანის მარცვლების შენარჩუნების საშუალებას იძლევა თარგმნისას. ამ შემთხვევაში, მე ძალიან გამიჭირდა 8/6 მარცვალზე თარგმნა, ამიტომაც მაქვს მხოლოდ 8. რამოდენიმე ნიუანსი თქვენც აღნიშნეთ, რაც მე გამომრჩა :) როგორც იტყვიან ხოლმე: მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვებაო :) მთავარია რომ ვმუშაობთ და ის, რასაც ვაკეთებთ, გვსიამოვნებს :) ეს წესები კი, ჭირსაც წაუღია, თუ ნერვებს მოგვიშლის - ხომ ასეა? :)
5. ბექა, ქართული სიტყვები ძირითადად, რუსულზე ვრცელია. მინიმუმ, ორი მარცვლით ვრცელი სტრიქონი მაინც არის საჭირო, რომ მთარგმნელი ,, გაინძრეს". გარითმვის მაგ წესზე გადაწყობა მესამე სტროფისა - უმარტივესია, მაგრამ რაიმე პრინციპული, პირველხარისხოვანი ღირებულება ცვეტაევას ორიგინალში არც ფორმის არც შინაარსის მხრივ, არ მგონია, რითმათა აბბა - განლაგებას ჰქონდეს. არც რაიმე დიდი ტექნიკის ნიშანია. მაგის მომდევნო სტროფი საერთოდ აააა= ზე გავაწყვე მე. არა იმიტომ რომ როგორც მთარგმნელი ორიგინალის ავტორს ეტოქები ტექნიკაში, უბრალოდ, ასე ,,დაჯდა" და დავტოვე კიდეც საბოლოოდ. ყველაზე ძნელი ფინალური ორი ტეპი აღმჩნდა ჩემთვის. მანდ ცოტა არქაიზაციაზე წავედი, რამდენადაც, ბიბლიური ალუზია გვაქვს. ბექა, ქართული სიტყვები ძირითადად, რუსულზე ვრცელია. მინიმუმ, ორი მარცვლით ვრცელი სტრიქონი მაინც არის საჭირო, რომ მთარგმნელი ,, გაინძრეს". გარითმვის მაგ წესზე გადაწყობა მესამე სტროფისა - უმარტივესია, მაგრამ რაიმე პრინციპული, პირველხარისხოვანი ღირებულება ცვეტაევას ორიგინალში არც ფორმის არც შინაარსის მხრივ, არ მგონია, რითმათა აბბა - განლაგებას ჰქონდეს. არც რაიმე დიდი ტექნიკის ნიშანია. მაგის მომდევნო სტროფი საერთოდ აააა= ზე გავაწყვე მე. არა იმიტომ რომ როგორც მთარგმნელი ორიგინალის ავტორს ეტოქები ტექნიკაში, უბრალოდ, ასე ,,დაჯდა" და დავტოვე კიდეც საბოლოოდ. ყველაზე ძნელი ფინალური ორი ტეპი აღმჩნდა ჩემთვის. მანდ ცოტა არქაიზაციაზე წავედი, რამდენადაც, ბიბლიური ალუზია გვაქვს.
4. გმადლობთ, ქალბატონო ნინო :)
თქვენს ვერსიას, 3 ხარვეზი აქვს (ჩემი აზრით): 1) 10 მარცვალი - 8/6-ის ნაცვლად (ჩემსასაც აქვს ეს ხარვეზი) 2) მესამე სტროფი 1/2/2/1 -ზე არაა გარითმული. 3) რიტმი (ჩემს ვერსიასაც აქვს აცდენა ამ მხრივ)
გმადლობთ, ქალბატონო ნინო :)
თქვენს ვერსიას, 3 ხარვეზი აქვს (ჩემი აზრით): 1) 10 მარცვალი - 8/6-ის ნაცვლად (ჩემსასაც აქვს ეს ხარვეზი) 2) მესამე სტროფი 1/2/2/1 -ზე არაა გარითმული. 3) რიტმი (ჩემს ვერსიასაც აქვს აცდენა ამ მხრივ)
3. ბექა, საინტერესოა ცდა, ე.წ. დაბალი შაირით გადმოტანისა, ცოტა ენობრივი პრობლემები აქვს. რითმა მე რომ არ /მეომარ მომეწონა. ჩემი ვერსია კი ასეთია მარინა ცვეტაევა
***
-წადით, რას ელით! - ხმა ჩამივარდა და ამაოა სიტყვა ყოველი. ვიცი, ყველას წინ მარტო ვდგავარ და არც გამართლება მე არ მომელის.
ვიცი: ამ ბრძოლის შენთან წაგება ტურფა ლაჩარო, მე არ მერგება, მაგრამ, ყმაწვილო, რა გაგეგება! ქვეყნად მართვა მსურს, ფიქრობ ეგება.
და არც თქვენ გამო არ უღირს დავა ლექსს წარჩინებულს, არც ევალება. ნება თქვენია, უჭვრიტეთ მრავალს მათი გულისთვის ჩემი თვალები
არც შეამჩნიოთ, არ დაგაბრმაოთ ცეცხლმა, ჩემს ძალებს არ დაემონოთ... მარადისობას შერთე ამაოდ დაბუდებული ჩემში დემონი.
მაგრამ გახსოვდეთ, რომ გელოდებათ დღე განკითხვისა, როგორც ისარი მომსრავი, ოდეს აელვარდება თავზემოთ ფრთენი მის ცეცხლისანი.
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Марина Цветаева
***
Идите же! - Мой голос нем И тщетны все слова. Я знаю, что ни перед кем Не буду я права.
Я знаю: в этой битве пасть Не мне, прелестный трус! Но, милый юноша, за власть Я в мире не борюсь.
И не оспаривает Вас Высокородный стих. Вы можете - из-за других - Моих не видеть глаз,
Не слепнуть на моем огне, Моих не чуять сил... Какого демона во мне Ты в вечность упустил!
Но помните, что будет суд, Разящий, как стрела, Когда над головой блеснут Два пламенных крыла.
ბექა, საინტერესოა ცდა, ე.წ. დაბალი შაირით გადმოტანისა, ცოტა ენობრივი პრობლემები აქვს. რითმა მე რომ არ /მეომარ მომეწონა. ჩემი ვერსია კი ასეთია მარინა ცვეტაევა
***
-წადით, რას ელით! - ხმა ჩამივარდა და ამაოა სიტყვა ყოველი. ვიცი, ყველას წინ მარტო ვდგავარ და არც გამართლება მე არ მომელის.
ვიცი: ამ ბრძოლის შენთან წაგება ტურფა ლაჩარო, მე არ მერგება, მაგრამ, ყმაწვილო, რა გაგეგება! ქვეყნად მართვა მსურს, ფიქრობ ეგება.
და არც თქვენ გამო არ უღირს დავა ლექსს წარჩინებულს, არც ევალება. ნება თქვენია, უჭვრიტეთ მრავალს მათი გულისთვის ჩემი თვალები
არც შეამჩნიოთ, არ დაგაბრმაოთ ცეცხლმა, ჩემს ძალებს არ დაემონოთ... მარადისობას შერთე ამაოდ დაბუდებული ჩემში დემონი.
მაგრამ გახსოვდეთ, რომ გელოდებათ დღე განკითხვისა, როგორც ისარი მომსრავი, ოდეს აელვარდება თავზემოთ ფრთენი მის ცეცხლისანი.
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Марина Цветаева
***
Идите же! - Мой голос нем И тщетны все слова. Я знаю, что ни перед кем Не буду я права.
Я знаю: в этой битве пасть Не мне, прелестный трус! Но, милый юноша, за власть Я в мире не борюсь.
И не оспаривает Вас Высокородный стих. Вы можете - из-за других - Моих не видеть глаз,
Не слепнуть на моем огне, Моих не чуять сил... Какого демона во мне Ты в вечность упустил!
Но помните, что будет суд, Разящий, как стрела, Когда над головой блеснут Два пламенных крыла.
2. გმადლობთ! :) გმადლობთ! :)
1. მშვენიერია.5 მშვენიერია.5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|