ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანნა მანიანი
ჟანრი: პოეზია
9 დეკემბერი, 2014


ჩვენ, მკვდრები

უსმინე სიჩუმეს, წარმოიდგინე გახევებული სივრცე
შენ აქ ხარ, დამსკდარ მიწას ეკრობი ფესვებად
შენც ეს ფესვები ხარ,
ამაოდ მიგაკერეს ფრთები, მხოლოდ ქარი თუ გაერთობა
მათი აშრიალებით.
გაქცევის ყოველი მცდელობა შენს სხეულში ნაჭდეურს ტოვებს.

ერთ დღეს მე გავხდები სიჩუმე,
შენ კი ბლანტი სივრცე;
არ დაგვჭირდება ხელოვნური ფრთები,
რომელიც უხეში ძაფებით მიგვაკერეს,
ჭრილობებს კი ტკივილებით ვიყუჩებდით.
ჩვენი სხეულები. კუზებად ამოეზრდება მიწას.

ნუ დარჩები.
მე სითამამე შენგან ვისწავლე,
ახლა კი დროა,
გამოვცადოთ ჩემი წილი ამბოხი,
ჩაღამებული თვალებიდან
დავტოვოთ კუბოდ ქცეული სხეულები,
შენ ბლანტი სივრცე იქნები
მე ყრუ სიჩუმე.










კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები