| ავტორი: რინა ჟანრი: თარგმანი 10 დეკემბერი, 2014 |
წერილი ტატიანა იაკოვლევას (ვლადიმირ მაიაკოვსკი)
თვით ხელზე ამბორში, ტუჩებში კოცნაში, ტანში რომ გამივლის იმ ჟრუანტელში ჩემი რესპუბლიკების წითელი ფერი უნდა მძვინვარებდეს აგიზგიზებული. მე არ მიყვარს პარიზული სიყვარული: აბრეშუმებით მორთეთ – მოკაზმეთ მდედრი, გავიზმორები, ძილმორეული: - მშვიდად – ვუბრძანებ ძაღლებს გააფთრებული ვნების. ერთად–ერთი ხარ ჩემი ტოლი და სწორი, ხოდა პირისპირ მედგრად დამიდექ მხარში, კაცურად მინდა გიამბო ამ საღამოზე. მას შემდეგ გავიდა სულ ხუთი საათი: დუმს ხალხის უღრანი ტყე წიწვნარიანი, გაუკაცრიელდა ქალაქი ხალხმრავალი, მხოლოდ მესმის საყვირის სტვენით კამათი წასული მატარებლის ბარსელონაში. შავ ცაზე ელვის ნაბიჯის ნაკვალევი, ლანძღვა–გინების ელჭექი ცის დრამაში, – ეჭვიანობას ძალუძს გადადგას მთები და არა ამ მარტივ ციურ ჭექა–ქუხილს. ნუ ირწმუნებ ნედლეულს ფუჭი სიტყვების ნუ გაებმევი. ავღვკვეთ სულელურ ბარბაცს,– აღვირს ამოვდებ მე და უმალ მოვთოკავ გრძნობებს თავად–აზნაურთ შთამომავლების. ფუფხივით ასძვრება წითელა ვნებების, სიხარული გაჟონავს დაუშრობელი დიდხანს მარტივად ლექსებით გესაუბრები. ეჭვები, ცოლები, ცრემლები... ჯანდაბა! – ვიის მსგავსად ქუთუთო დამსიებია. არ მსურს, თუმცა საფჭოთა რუსეთზე ვდარდობ და ვეჭვიანობ კიდევაც. მე დამინახავს მხრებზე საკერებლები, მათ სწრაფმდინარი ჭლექი ლოკავს და ოხრავს. თუმცა, არა, დამნაშავეები არ ვართ – რადგან ცუდად იყო ასი მილიონი. ჩვენ ეხლა მათ ვექცევით ნაზად და თბილად – ვერ შველის სპორტი ყველას, მრუდე სწორდება რთულად, – და ჩვენ თქვენ, მერწმუნეთ, გვჭირდებით მოსკოვში, რადგან არ გვყოფნის გრძელფეხებიანები, შენ კი, მას ვისაც ამ ფეხებით უვლია თოვლში და ტიფში, ვერ წარმოაჩენ საფერებელს აქ, ამ საღამოს, მენავთობეთა ვახშმობისას. გასწორებული რკალების ქვეშ შენ წკურავ თვალებს, ნუ ფიქრობ ამდენს, მარტივია მოხვიდე ჩემთან ჩემი დიდი უდბადი ხელების გადამკვეთთან. მოსვლა არ ქსურს? დარჩი მანდ დასაზამთრებლად, ეს შეურაწყოფაც საერთო ანგარიშს დავურთოთ. მე მაინც აგიღებ შენ ოდესმე აუცილებლად – მარტოდ–მარტოს ანდა თვით პარიზთან ერთად.
ითარგმნა 04.12.2014
1. ვიი (Вий) – აღმოსალეთ–სლავების მითოლოგიური გმირი ქვესკნელიდან მიწამდე ქუთუთოებით და წამწამებით.
2. 1928 წლის შემოდგომას 35 წლის ვლადიმირ მაიაკოვსკიმ გადაწყვიტა მოგზაურობა, რომელიც საფრაგეთში ჩასვლით შემოიფარგლა. პარიზში მას მანქანა უნდა შეეძინა ლილი ბრიკისათვის, შემთხვევით შეხვდა ნაცნობს, რომლისგანაც შეიტყო, რომ ელლი ჯონსი, მისი, ამერიკელი, ყოფილი შეყვარებული და მათი საერთო 2 წლის გოგონა ნიცაში ისვენებდნენ. ვლადიმირიც უმალვე ორ ნაცნობთან ერთად მათ მოსანახულებლად გაემგზავრა. 25 ოქტომბერს უკან პარიზში დაბრუნებული პოეტი ხვდება, 1925 წელს ევროპაში ემიგრირებულ, ტატიანა იაკოვლევას. ეს შეხვედრა, ფაქტიურად, ელზა ტრიოლეს ძალისხმევით შედგა, რომელიც მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მაიაკოვსკისათვის: მას ერთინახვით შეუყვარდა ახალგაზრდა მხატვარი–დიზაინერი და მოდელიორი. ტატიანა ძალიან ახველებდა და ეტყობოდა ცუდად რომ იყო, ავადმყოფობას მათ დაახლოვებისათვის არ შეუშლია ხელი, მშვენიერი წყვილი იყვნენ. მაიაკოვსკიმ ცოლობა სთხოვა, მიუხედავად სიყვარულისა ტატიანამ უარი უთხრა, ვინაიდან, ის არ აპირებდა რუსეთში დაბრუნებას, ხოლო პოეტს ვერ წარმოედგინა სამშობლოს გარეშე ცხოვრება. ამიტომ იძულებულია დაშორდეს ერთადერთ თავის <<ტოლსა>> და <<სწორ>> ქალს. მისთვის ხომ: <<თვით ხელზე ამბორში, ტუჩებში კოცნაში, ტანში რომ გაივლის იმ ჟრუანტელში ჩემი რესპუბლიკების წითელი ფერი უნდა მძვინვარებდეს აგიზგიზებული.>> ლექსი <<წერილი ტატიანა იაკოვლევას>> 1928 წელს დაწერილი და გაგზავნილი არ იყო გათვლილი დასაბეჭდად, ის მხოლოდ 1956 წელს გამოქვეყნდა რუსეთში, თუმცა მეორე ლექსში <<წერილი მეგობარ კოსტროვს პარიზიდან სიყვარულის თაობაზე>> პოეტი თავის გრძნობებზე დაუფარავად საუბრობს, მისთვის პირადი ბედნიერება საზოგადო ბედნიერების გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ ესაუბრება საყვარელ ქალს არა მარტო იმაზე თუ რას გრძნობს პირადად მის მიმართ, არამედ სამშობლოს მიმართაც. ერთი მეორეს არ ცვლის – ორივეზე ეჭვიანობს: << არ მსურს, თუმცა საფჭოთა რუსეთზე ვდარდობ და ვეჭვიანობ კიდევაც.>> ტატიანასთან მას შეუძლია ამის აღიარება, რადგან არ გააკვირვებს ჭლექი, მისი <<მშვენიერი ფეხებისათვის>> არ არის უცხო თოვლი და ტიფი, თუმცა ძნელი წარმოსადგენია << საღამოს,მენავთობეთა ვახშმობისას>>. და არც უნდა ეს გულის სიღღმეში კაცს, რომელიც დარწმუნებულია: << ეჭვიანობას ძალუძს გადადგას მთები და არა ამ მარტივ ციურ ჭექა–ქუხილს.>> რა ქნას – საყვარელი ქალი მიდის ბარსელონაში შალიაპინის კონცერტზე დასაწრწბად, სადაც ცდუნება თანსდევს <<თავად–აზნაურთ შთამომავლების>> , ამიტომ აფრთხილებს: << ნუ ირწმუნებ ნედლეულს ფუჭი სიტყვების ნუ გაებმევი.>> არწმუნებს მარადიულ სიყვარულში ცოტა უხეშად–თავისებურად: << ფუფხივით ასძვრება წითელა ვნებების, სიხარული გაჟონავს დაუშრობელი დიდხანს მარტივად ლექსებით გესაუბრები.>> სხვაგვარად როგორ იქნება მისთვის ხომ ყველა ქალი უბრალოდ<<მდედრია>> – ტატიანა კი მისი საოცნებო ქალი, რომლის გარეშე: <<დუმს ხალხის უღრანი ტყე წიწვნარიანი, გაუკაცრიელდა ქალაქი ხალხმრავალი, მხოლოდ მესმის საყვირის სტვენით კამათი წასული მატარებლის ბარსელონაში.>> თავად ბევრს ფიქრობს, და მაინც სთხოვს ტატიანას ბევრი ფიქრის გარეშე: << მარტივია მოხვიდე ჩემთან ჩემი დიდი უდბადი ხელების გადამკვეთთან.>> <<ხელების გადამკვეთი>>, ან<< ხელების გზაჯვარედინი>> საინტერესო და რთული მეტაფორაა გიპერბოლის ელემენტებით – გადამკვეთი, გზაჯვარედინი – ხაზს უსვამს რეალურობას მიწიერი გრძნობის, და ამავ დროულად შინაგან ძალას გარეგნულად არ გამოხატული ვაჟკაცური სინაზის მაჩვენებელია. და საერთოდ ლექსში <<წერილი...>> ლირიკული გმირების შინაგან განცდებთან პარალელურად ნვითარდება საფჭოთა რუსეთის და ევროპაში ემიგრილებული ხალხის ცხოვრების იდეა: წარსულზე ფიქრს აიძულებს აწმყო საყვარელ ადამიანთან განშორებით დადარდიანებული კაცი ბრაზმორეული ეუბნება : << მოსვლა არ ქსურს? დარჩი მანდ დასაზამთრებლად>> სიტყვა <<დასაზამთრებლად>> არა მარტო ზამთარზე მიუთითებს, ლექსი ზამთრის დასაწყისში იწერებოდა, არამედ მაიაკოვსკის შიშზეც იმის თაობაზე, რომ ტატიანას ბურჟუაზიული ყოფა ჩაითრევს, ის ცხოვრება რომელიც პოეტისათვის უცხუა და მიუღებელი, ართმევს მას რეალურ სიყვარულს და ბედნიერებას. ლექსი მიუხედავად მწუხარე ფიქრქბისა, ოპტიმისტურ მომავალზე ოცნებით და რწმენით მთავრდება: << მოსვლა არ ქსურს? დარჩი მანდ დასაზამთრებლად, ეს შეურაწყოფაც საერთო ანგარიშს დავურთოთ. მე მაინც აგიღებ შენ ოდესმე აუცილებლად – მარტოდ–მარტოს ანდა თვით პარიზთან ერთად.>> <<ეს შეურაწყოფაც საერთო ანგარიშს დავურთოთ.>> – მართლაცდა არ შემდგარი შეხვედრა აღმოჩნდა არც მაიაკოვსკის და არც იაკოვლევას ბრალი... 1929 წელს მაიაკოვსკის საზღვარგარეთ გასვლაზე უარს ეტყვიან... ხოლო 1930 წლის 14 აპრილის დილას შეძრავს ვლადიმირ მაიაკოვსკის სიკვდილის ამბავი, თუმცა ამ დროს პოეტის გვერძე ვერონიკა პოლონსკაიაა, ხოლო ტატიანასი ბერტრან დიუ პლესი.
«Письмо Татьяне Яковлевой» Владимир Маяковский
В поцелуе рук ли, губ ли, в дрожи тела близких мне красный цвет моих республик тоже должен пламенеть. Я не люблю парижскую любовь: любую самочку шелками разукрасьте, потягиваясь, задремлю, сказав - тубо - собакам озверевшей страсти. Ты одна мне ростом вровень, стань же рядом с бровью брови, дай про этот важный вечер рассказать по-человечьи. Пять часов, и с этих пор стих людей дремучий бор, вымер город заселенный, слышу лишь свисточный спор поездов до Барселоны. В черном небе молний поступь, гром ругней в небесной драме,- не гроза, а это просто ревность двигает горами. Глупых слов не верь сырью, не путайся этой тряски,- я взнуздаю, я смирю чувства отпрысков дворянских. Страсти корь сойдет коростой, но радость неиссыхаемая, буду долго, буду просто разговаривать стихами я. Ревность, жены, слезы... ну их! - вспухнут веки, впору Вию. Я не сам, а я ревную за Советскую Россию. Видел на плечах заплаты, их чахотка лижет вздохом. Что же, мы не виноваты - ста мильонам было плохо. Мы теперь к таким нежны - спортом выпрямишь не многих,- вы и нам в Москве нужны не хватает длинноногих. Не тебе, в снега и в тиф шедшей этими ногами, здесь на ласки выдать их в ужины с нефтяниками. Ты не думай, щурясь просто из-под выпрямленных дуг. Иди сюда, иди на перекресток моих больших и неуклюжих рук. Не хочешь? Оставайся и зимуй, и это оскорбление на общий счет нанижем. Я все равно тебя когда-нибудь возьму - одну или вдвоем с Парижем.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. როგორც იტყვიან ხოლმე, უყურე შენ, ერთი, რა კარგად გაუკეთებია.
როგორც იტყვიან ხოლმე, უყურე შენ, ერთი, რა კარგად გაუკეთებია.
8. გმადლობ, თინა. გმადლობ, თინა.
7. რინა, ეს რაღაც ახალია თქვენგან. ძალიან მომეწონა რინა, ეს რაღაც ახალია თქვენგან. ძალიან მომეწონა
6. გმადლობ მუხა და ბექა გმადლობ მუხა და ბექა
5. მომეწონა :) მომეწონა :)
4. თარგმანიც და ახსნა-განმარტება, ორთავე ძალიან კარგია! თარგმანიც და ახსნა-განმარტება, ორთავე ძალიან კარგია!
3. გმადლობ! ინებეთ! ისე ვინმეს რო ეთქვა ჯერ კიდევ ცექტემბერში მაიაკოვსკის თარგმნიო – ვიცინებდი... თუმცა არ ვიტყვი რო არ გამხსენებია :
Может быть я сошла с сума? Но так хочеться спросить, Что чувствовали, Поэт, когда стхи о паспорте творили? Может быть я сошла с сума ? Но так хочеться спросить? Вы, паспорт мой, укравший, Маяковского читали?
აი ამას კი ვერ ვთარგმნი...
გმადლობ! ინებეთ! ისე ვინმეს რო ეთქვა ჯერ კიდევ ცექტემბერში მაიაკოვსკის თარგმნიო – ვიცინებდი... თუმცა არ ვიტყვი რო არ გამხსენებია :
Может быть я сошла с сума? Но так хочеться спросить, Что чувствовали, Поэт, когда стхи о паспорте творили? Может быть я сошла с сума ? Но так хочеться спросить? Вы, паспорт мой, укравший, Маяковского читали?
აი ამას კი ვერ ვთარგმნი...
2. ფინალი მაქვს უკვე:
"ოდესმე უთუოდ დაგიპყრობ - მარტოს, ან პარიზთან ერთად" ფინალი მაქვს უკვე:
"ოდესმე უთუოდ დაგიპყრობ - მარტოს, ან პარიზთან ერთად"
1. ბრავო, რინა! აწი მე მივხედავ:)))) ბრავო, რინა! აწი მე მივხედავ:))))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|