ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2014


გთხოვთ მომიტევოთ...

როცა ჩემს თვალებს კურცხალი ნამავს,
ზეცა ხსნილია საანგელოზოდ...
მე მაშინ შევთხოვ სულიერ მამას,
რომ მან ილოცოს საქართველოზე.
გთხოვთ მომიტევოთ, ზოგჯერ არ მესმის,
თქვენი გულწრფელი შეგონებანი...
მეც კარგად ვიცი უნეტარესო,
რომ ცხრა ძმას თითო ერგო ლებანი.
გთხოვთ მომიტევოთ, მე ვფიქრობ ასე,
ცრემლები კმარა დროა ვიცინოთ...
თქვენ ისე გშვენით ღიმილი სავსე,
მსურს რომ ბაგიდან არ მოიცილოთ!
გთხოვთ მომიტევოთ, რამეთუ ვფიქრობ,
ცხოვრების ყვავილს თეთრ ფურცლებს ვაცლი,
ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე იფქლო
იხარე, არ აღმოცენდეს ღვარძლი!
როცა ჩემს თვალებს კურცხალი ნამავს,
ზეცა ხსნილია საანგელოზოდ...
მე მაშინ შევთხოვ სულიერ მამას,
რომ მან ილოცოს საქართველოზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები