 | ავტორი: ელლი ჟანრი: პროზა 13 დეკემბერი, 2014 |
(გრძნობებისგან გაქცევა გამოსავალი არასოდეს ყოფილა უილ)
ვენაში ახლა 10 საათია, ეს იმას ნიშნავს რომ საქართველოში ღამის პირველი საათი დაიწყო, ანუ შუაღამეს აღარაფერი უკლია და ეს კიდევ იმას ნიშნავს , რომ ამ დროს ჩემს სახლში სულ ყველას სძინავს და მე მარტო ვარ საკუთარ თავთან.. ეს კიდევ იმას ნიშნავს რომ უნდა გესაუბრო, უნდა მოგწერო წერილები, რომლებსაც ვერასდროს წაიკითხავ. შენ ახლა , ალბათ ერთ წერტილს უყურებ ან საერთოდაც დახუჭული გაქვს თვალები და რომელიმე სიმფონიას უსმენ, მე კიდევ გვერდით მიდევს შექსპირის გადაუშლელი სონეტები, შენ რომ მაჩუქე შარშან , გაზაფხულზე. იცი ? ჩვენ სულ მარტო ვართ , ასე მარტოსულად გრძნობდნენ ალბათ თავს მოცარტი და ბეთჰოვენიც, და ჩემს ქუჩაზე ერთი ჩვეულებრივი გამვლელიც. იცი , უილ? გრძნობებისგან გაქცევა გამოსავალი არასოდეს ყოფილა, ორ–ორ საფეხურს აბიჯებდი ისე მიდიოდი. ვერც ვენა, ვერც ციურიხი, ვერც პალერმო, ვერც იოჰანესბურგი, ვერც ლუქსემბურგი , ვერც ჟენევა , ვერც რიგა, ვერც ამსტერდამი და ვერც დიდ მაგისტრალებში გამოკეტილი ოთახები წუთითაც ვერ დაგავიწყებენ მარტოობას, ვერ დაგავიწყებენ ძველს და ვერ აგავსებენ ახალი სიცოცხლით, ვერც იმას დაგავიწყებენ რომ , სადღაც ვიღაც გელოდება. ახლა , როგორც შენ გჩვევია , ალბათ ისე აყოლებ თითებს სიმფონიას და შენს წარმოსახვაში რაღაც ახალი იბადება. ამაღელვებელია შენი სიყვარული მუსიკისადმი, მაგრამ უილ ყველაფერი წარმავალია.. შენ სულ ოცნებობდი , რაღაც ისეთი შეგექმნა რაც ხალხს შენს თავს დაამახსოვრებდა , ხუმრობით ამას უკვდავყოფასაც უწოდებდი , ეს მიგაჩნდა ცხოვრების მთავარ მიზნად. ჩემთვის კი ყოველთვის ის ადამიანები იყვნენ მნიშვნელოვანნი , რომლებიც უკვალოდ დაიაკრგნენ, რომლებმაც შექმნეს ისტორია, მაგრამ არავის უცვნია ისინი. ისინი უფრო მნიშვნელოვანნი არიან ვიდრე, ბეთჰოვენის რომელიმე სიმფონია, ვიდრე შტრაუსის ვალსი და ვიდრე შექსპირის ათასობით დადგმული პიესა. შენ ახლა, რომელიღაცა ქუჩის , რომელიღაცა სახლის ოთახში სრულიად მარტო ხარ გამოკეტილი და ეს იმიტომ რომ შექმნა რაღაც ახალი, დაუვიწყარი, რომ მომავალში ყველამ ისე გაგიცნოს როგორც ამ ახლის ავტორი და გვერდზე დებ შენს აწმყოს, დებ და იკეტები. მე კი , იმიტომ რომ შენ გრძნობებს გაექეცი და მსოფლიო მაჯისცემა ამჯობინე ერთი ფერმკთალი გოგოს მაჯისცემას , შუა ღამეს ვდგები (ხელი რომ არავინ შემიშალოს) და შენზე ვწერ ! ვენაში ახლა ათი საათია !
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. წეროები, ორიგამი. სევდას აამღერებს. წეროები, ორიგამი. სევდას აამღერებს.
1. რამდენჯერ გვისაუბრია ამაზე... შენ იცი, მე როგორ მიყვარს ეს ჩანახატი... <3
*** გრძნობებისგან გაქცევა გამოსავალი არასოდეს ყოფილა, ორ–ორ საფეხურს აბიჯებდი ისე მიდიოდი. ვერც ვენა, ვერც ციურიხი, ვერც პალერმო, ვერც იოჰანესბურგი, ვერც ლუქსემბურგი , ვერც ჟენევა , ვერც რიგა, ვერც ამსტერდამი და ვერც დიდ მაგისტრალებში გამოკეტილი ოთახები წუთითაც ვერ დაგავიწყებენ მარტოობას, ვერ დაგავიწყებენ ძველს და ვერ აგავსებენ ახალი სიცოცხლით, ვერც იმას დაგავიწყებენ რომ , სადღაც ვიღაც გელოდება. რამდენჯერ გვისაუბრია ამაზე... შენ იცი, მე როგორ მიყვარს ეს ჩანახატი... <3
*** გრძნობებისგან გაქცევა გამოსავალი არასოდეს ყოფილა, ორ–ორ საფეხურს აბიჯებდი ისე მიდიოდი. ვერც ვენა, ვერც ციურიხი, ვერც პალერმო, ვერც იოჰანესბურგი, ვერც ლუქსემბურგი , ვერც ჟენევა , ვერც რიგა, ვერც ამსტერდამი და ვერც დიდ მაგისტრალებში გამოკეტილი ოთახები წუთითაც ვერ დაგავიწყებენ მარტოობას, ვერ დაგავიწყებენ ძველს და ვერ აგავსებენ ახალი სიცოცხლით, ვერც იმას დაგავიწყებენ რომ , სადღაც ვიღაც გელოდება.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|