 | ავტორი: გიგო ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 18 დეკემბერი, 2014 |
*** დამპალი ნეშომპალაა. მისგან წამოზრდილი, აღწრდილი ნაყოფი მეტად გემრიელია, ხოლო დამპალი ადამიანისგან წამოზრდილი-აღზრდილი ნაყოფი უგემურდება!
*** ლამპარს ჩაქრობამდე დამტარებელი ჰყავს!
*** ჩამქრალ ლამპარს გამნათებელი აუცილებლად გამოუჩნდება!
*** კალმის წვერი სიტყვის ნიშაა!
*** სიმწიფემდე ნაყოფია, ნაყოფამდე - ყვავილობა!
*** დედა, შენზე ფიქრისას სიტყვებს ვკარგავ - განვლილს შეუფასებლად ვტოვებ...
*** რა არის ცოდვა? - ის მე ვარ! 01.01.0000 წელი
*** მგლის ხროვაში ერთი ცხვარი მოიძებნება!
*** ღმერთი ფორმულებს არ იძლევა!
*** უფლის საჩუქარს უნახავად ვტოვებთ, სიკვდილამდე. არადა გვტანჯავს სურვილი შეცნობისა და ბოლოს მისი ფასი სიკვდილის წინაპირობად გვევლინება!
*** არ აშლილ ფიქრებს ჩაეცვათ ღამე და ჩუმი შრიალით შემოყვნენ ზამთარს!
*** თიკნის ხტუნვას დედა არ აუღელვებია!
*** სიცივეც და სითბოც ლოდინის შედეგია!
*** ეკლესიაში ძაძებით და გარეთ აფრებით!... *** ყბედ დამრიგებელს საქმე არეულად მისდის! *** მატარებელზე შეხტომა ადვილია, ჩამოხტომისას ზიანდები! *** სიჩუმისთვის წყალს ნუ ჩაიგუბებ, წყლის გარეშე ისწავლე დუმილი!
*** მონასტერში წასვლა ისურვო არ ნიშნავს - გონში არაფერია. მასში რომ ყველაფერია სწორედ ის ითხოვს წასვლას! *** ღმერთს საქმე, რომ შემოელია, იფიქრა თოჯინებით გავერთობიო და ადამიანი გამოძერწა... *** ზოგჯერ ადამიანი იმდენს ცდილობს საკუთარი თავი ნეგატივში ასახოს რომ სურათს გამჟღავნებას არ აცლის! *** სვლები ფიგურებით ფერების არჩევით იწყება - ოთახში ბნელა! *** ბრმა სხვისი ფერებით თამაშობს, მაგრამ მუდამ შავებით! *** ბზარი ძარღვზე - სინდისი ზღვარზე! *** ერთიდან ათასი - ათასიდან არც ერთი!... *** გაელვება ციდან - აალება მიწიდან... და ცეცხლმოკიდებული ზეცა! *** ქალი ვნების გარეშე, ეს იგივეა ვაშლი სამოთხეში - მოუწყვეტელი! *** თვალებს აპყრობილთ ზეცამდე, დედამიწა დარაჯობს! *** არქეოლოგობ - დამეძებ ძვლებში და მიპოვე ჰაერში! *** იყო პრაგმატულად მოაზროვნე არ ნიშნავს იცნობდე სახელმწიფო მოწყობას. იყო სახელმწიფო მოხელე არ ნიშნავს იყო პრაგმატიკოსი, რადგან პოლიტიკა ეს მეცნიერებაა, რომელიც სწავლობს ხალხთა მოწყობას და არა პირადი ცხოვრების აწყობას! *** პოლიტიკოსებო თქვენ სუბიექტივიზმით დაავადდით! *** თანამდებობა, დომინოს პრინციპია! *** თამაშით მოთამაშეს თამაშში არ უმართლებს!
*** ქუდი გვარი და სახელია, უქუდობა ტიალი მინდორი! *** ჩემი ნაწარმოებები ჩემში იყვნენ, მე მათ დავეხსენი - აი რა არის თავისუფლება. *** ცოდვა და სიკეთე ორი ჯოხის კვეთაა! *** სიცოცხლეს ანბანით ვიწყებთ და ანბანითვე უნდა ვასრულებდეთ - არა რიცხვებით! *** სიმაღლის დაპყრონის სურვილს თან ახლავს შიში ჩამოვარდნისა! *** გაიქცე - წაიქცე. გაექცე - წინ ათას წაქცეულს გადაეყარო! *** გამოწვდილ ხელში ჩაქნეული ხელი ხვდება!
*** მოსაწონიდან მოსაწონამდე ხურმა გამხმარაო! *** მეგობრის გარეშე - მაშ რა ფასი აქვს წუთის წუთობას წვეთებად ჯამში? *** და რა გვირგვინსაც თავად დაიდგამ, ნუ წარმოიდგენ შარავანდედად! *** ხმა გავარდნილი ველადა მეტად ქუხს, ვიდრე ხმა ქვემეხისა ტყეშია! *** ზარმაცის ნაკარნახევი ცარიელი ფურცლებია! *** ადამიანურის გაერთეულება, მორალის ინფლაციას იწვევს.
*** ღრმა ჭრილობას სისხლი ნაკლებ სდის!
*** ჭრილში გახედვა ადვილია, გაძრომაა რთული!
*** სილამაზეს თვალს გააყოლებ, მაგრამ წლებისთვის თვალის არიდება გვიწევს!
*** ეპიტაფია ორ სიტყვაში ჩატეული სიმართლეა, სიმართლე კი მხოლოდ ერთი სიტყვა ეპიტაფიის გარეშე!
*** ბიჭმა გოგოს სათამაშო თოჯინა გაუტეხა - გაიზარდა და მას თოჯინას ეძახდა!
*** კომპასი გზამკვლევია, მაგრამ ხელისგულზე!
*** ჩრდილი ჭრილია იზომეტრიაში!
*** ორი წიგნის ერთი ფურცელი - ეს ოჯახია! *** ერთი ფურცლის ერთი ნაკეცი - ეს სიყვარულია! *** წიგნი გონების სახურავია, თუ გადაშლი შეგიფარებს! *** გრძნობას სამი იარაღი აქვს: ფუნჯი, კალამი, კლავიში - სამება ხელოვნებისა! *** ენა სანტიმეტრებით არ იზომება, მისი საზომი ანბანის ყველა ასოა! *** ფარდის მიღმა კულისებია - ფარდის გამოღმა ნიღბები! *** არაფერი მითქვამს მთვარეზე - ის, ცაში აგდებული ჩემი ქუდია! *** არაფერი მითქვამს მზისთვის და ახლა მინდა მას ვუთხრა: ქუდი არ დამიწვა, გაუფრთხილდი!
თქვენი ავლიპა არაფრიძე
გიგო რიონელი 2014 წლის ოქტომბერი-ნოემბერი-დეკემბერი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კარგებია, გიგო :) კარგებია, გიგო :)
1. იყო პრაგმატულად მოაზროვნე არ ნიშნავს იცნობდე სახელმწიფო მოწყობას. იყო სახელმწიფო მოხელე არ ნიშნავს იყო პრაგმატიკოსი, რადგან პოლიტიკა ეს მეცნიერებაა, რომელიც სწავლობს ხალხთა მოწყობას და არა პირადი ცხოვრების აწყობას!
ეს ჩვენს პოლიტიკოსებსაც მოეწონებოდა იყო პრაგმატულად მოაზროვნე არ ნიშნავს იცნობდე სახელმწიფო მოწყობას. იყო სახელმწიფო მოხელე არ ნიშნავს იყო პრაგმატიკოსი, რადგან პოლიტიკა ეს მეცნიერებაა, რომელიც სწავლობს ხალხთა მოწყობას და არა პირადი ცხოვრების აწყობას!
ეს ჩვენს პოლიტიკოსებსაც მოეწონებოდა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|