ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინი
ჟანრი: პოეზია
15 დეკემბერი, 2014


იდიოტი

შენ, რომელიც დგახარ და მელაპარაკები თითის ქნევით
ქრისტეს სახელით,
მე, რომელიც ვდგავარ და ქრისტეს სახელით ვდუმვარ.
მე, რომელიც მეორე ლოყას კი არა
გულს ვიღებ და გაწვდი
მთელი ცხოვრება საზოგადოების აზრით ვიქნები იდიოტი,
რომლის დაბადებითაც დედამისს მაგრად არ გაუმართლა
და მამამისს, რომ "ტაბურეტკა" გაეკეთებინა ჩამოჯდებოდი მაინც
შენ, რომელიც იმდენად კაი ტიპი ხარ,
რომ თითის ქნევით შეგიძლია ლაპარაკი.
მე კი ამ დროს თითებს ვიმტვრევ,
რომ არასოდეს დაგემსგავსო
და ვიღაც სხვა, მესამე,
ამას რომ წაიკითხავს,
იმ ქალივით გადააქნევს თავს ახლანდელი თაობით რომ გული ეწვის
და წვაზე უთოზე გადააქვს ფიქრი
ჩართული ჰო არ დამრჩაო.
ჰოდა, ადექი ახლა და მითხარი
რაზე უნდა გელაპარაკო?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები