შენი ყურებით ვერ ვძღები ახლა, შენი ყურება საოცარია, რწმენის და ლოცვის წუთები მახლავს, გულში და სულში ხმა ნეტარია.
ისე ლამაზი და უნაზესი, სუნთქვა გაქვს ახლა და მიხარია, მიყვარხარ ძლიერ რწმენით ვივსები, მიყვარხარ ძლიერ, შვილო მარიამ...
ახლა ამ წამებს ვერ დავივიწყებ, გულში და სულში რწმენის ქარია, ჩუმად გიყურებ და ლოცვებს ვიწყებ, ჩემო ლამაზო შვილო მარიამ.
მინდა სტრიქონი ლექსით ვატირო, მუზის და რითმის დიდი ჯარია, მინდა სულ მუდამ, შენთვის ვილოცო, ჩემო სიცოცხლე შვილო მარიამ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. +++.18/12/14წ. ნექტარი. +++.18/12/14წ. ნექტარი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|