ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნანუ
ჟანრი: პოეზია
14 დეკემბერი, 2008


შენი სული გუმბათია აღმართული
და სხეულში შემომდგარი სვეტი.
შენი გული ტაძარია შემოქმედის,
იდუმალი სილამაზე ფრესკის.
შენი სული...მაგრამ მე ვარ,
შენს სარკმელთან დაკიდული ზანზალაკი.
მე ვარ შენით გამოსკვნილი მტვერი,
შენი სულის ტაძარი ვარ აგებული,
სიყვარულის შენეული ფერით.
შენ ხარ ჩემი ბეთანია,ნინოწმინდა! 
  შენ ხარ ჩემი ნეკრესი და გრემი ! 
მე კი, შენში შემოსული მომლოცველი  ,
შენი ტაძრის უწყინარი სენი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები