 | ავტორი: თუში ჟანრი: პოეზია 5 თებერვალი, 2015 |
შენ, მთვარის შუქზე, ღვთისმშობელის იერი გქონდა, და მე მალულად, როგორც ქურდმა შეგავლე თვალი, წმინდა ტაძარი ჩვენი ტრფობის სიწრფელეს გრძნობდა, და "სიყვარულის ისტორია"-ს მღეროდა ქარი.
შენ დაჩოქილი, ლოცულობდი ვერ გრძნობდი მზერას, მე კი ვფიქრობდი გამოექცა ვაჟას შვლის ნუკრი, და ახლა ვიცი თუშეთს ესმის ამ გულის ძგერა, მინდა დაგხატო, სამწუხაროდ არა მაქვს ფუნჯი.
მინდა გიმღერო, ხმა არ მომდევს, არ მომდევს სმენა, ამიტომ, ჩუმად, საგალობელს ვღიღინებ გულში, რომ არასოდეს დავუკარგოთ ერთმანეთს რწმენა, ხანდახან ვფიქრობ რა ვიყავი უშენოდ გუშინ.
ხანდახან შენი მონატრება როცა გადამრევს, მინდა დავეცე და კივილით ავძახო ზენას, მე მიყვარს გესმის? მყვარებია ასე არავინ, სიცოცხლედ მიღირს მისი ერთი გამჭოლი მზერა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მადლობა მეგობრებო მადლობა მეგობრებო
2. მინდა გიმღერო, ხმა არ მომდევს, არ მომდევს სმენა,
ტყუილია მაგი, ყველა თუში მღერის და უკრავს გარმონს. მიყვარს თუშები. მინდა გიმღერო, ხმა არ მომდევს, არ მომდევს სმენა,
ტყუილია მაგი, ყველა თუში მღერის და უკრავს გარმონს. მიყვარს თუშები.
1. +.06/02/15წ. კარგი და უწყეტი აზრია, როგორც გულწრფელი ნათქვამი. დასაფასებელი მუზისთვის განსაკუთრებით. ნექტარი. +.06/02/15წ. კარგი და უწყეტი აზრია, როგორც გულწრფელი ნათქვამი. დასაფასებელი მუზისთვის განსაკუთრებით. ნექტარი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|