ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
23 დეკემბერი, 2014


გამარჯვების იდეა

თქვენ იდექით კარებთან, ამღვრეული თვალებით,
როცა დილა იწყვეტდა ნერვებისგან იოგებს,
ტალანებში ნაბიჯებს ითვლიდით გამალებით;
თქვენი სული ამაყად დღეს ბოლოჯერ იომებს.
ვიცი სადღაც უცდიან, მოულოდნელ წერილებს,
დახვრეტილი ბიჭების ამბებს, ბოლო აკორდის
სიმწარე რომ დატოვეს, სიჭაბუკე შეწირეს
სიყვარულის იდეას, საქართველო აქ როდის-
მე დაავიწყდათ გგონიათ? საკნებიდან ისმოდა
ხმაშეკრული ტკივილით - გავიმარჯვეთ, დიდება!
რიგ-რიგობით გასროლამ მეამბოხე იცნო და
მათი ხსოვნა სამშობლოს გულსცემას მინებდა.
აღარ იდგა კარებთან აჩრდილების რიგები,
სიხარულის დუმილი დაემართა იოგებს,
გამარჯვების იდეა , სიკვდილთან გარიგებით,
ალბათ ამ შემართებით, სამუდამოდ იომებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები