ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანნა მანიანი
ჟანრი: პოეზია
23 დეკემბერი, 2014


ბოლო, ქარები

უთხარი ქარებს, წავიდნენ,
დედამიწის ოთხივე კიდეს
უქადაგონ აღსასრული;
ბოთლში ჩადებული ბარათები
უკან ეხეთქებიან კლდეების
ნამსხვრევებს ;
წყალი შეუდგა დედამიწის გულს.
მხოლოდ წვიმებია
და ქრება ცეცხლი,

უთხარი ქარებს, მთავრდება მიწაც
და ვიდრე
ჯერი მათზე მოსულა,
იქადაგონ აღსასრული,
რომელიც დადგა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები