ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
25 დეკემბერი, 2014


მცნება გონიერთა და გულით კეთილთათვის

აყევი ცეკვას,
რომელსაც ცეკვავს სამყარო
თეთრი მოძრაობს,
სიცარელისკენ და ხდება შავი,
შავი მოდის სიცარელიდან და ხდება თეთრი
ესაა ის რასაც ხედავ
ესაა ყოველივე,
გაიძრე სამოსი და ნუ შეგრცხვება სიშიშვლის,
რადგან მოგეწება კანზე სამოსი და სიარულს გიძნელებს,
გაიძრე ყოველივე და იყავი ისეთი როგორიც ხარ,
რადგან მშვენიერი ხარ ისეთი როგორიც ხარ,
ნუ შეგრცხვება, რადგან არ არსებობს სირცხვილი
მის წინ ვინც ისედაც გხედავს როგორიც ხარ,
რადგან ყოველივე ისაა და ყოველივეში ისაა
აიხედე ზემოთ მისი ბაგიდან თეთრი გამონასუნთქი მიირწევა
ლურჯ გზაზე, მწყემსი მისი მისივე ფილტვების ქარია,
დაიხედე ძირს, მის სხეულზე იზრდება მისი მშვენიერება
არაფერია უწმინდური მისთვის,
რადგან ყოველი რასაც უწმინდურად მიიჩნევ
მხოლოდ მოჩვენებითია და სიბრმავის შედეგი
გაიხედე გვერდზე ქმნილებაა შენნაირი და შენი მსგავსი,
ძვალია იგი შენი ძვალთაგანი და ხორცია იგი შენი ხორცთაგანი,
ნუ შეიძულებ მას და ნუ გააგდებ, ნუ მოეკიდები მტრად,
რადგან კურთხევაა თქვენს შორის და თქვენზე, გიყვარდეს იგი და აყევით ცეკვას, რომელსაც მთელი სამყარო ცეკვავს
და ნუ დაივიწყებ შენს თავს,
და თუ არ დაივიწყებ შენს თავს,
თავად გახდები ყოველივე,
რადგან უკვე ხარ და ამადვე ხარ შექმნილი და ამისთვის, რადგან არაა მიზანი და სასწაული შენ გარდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები